IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი
lamara
პოსტი Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი #1


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა.

ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
mekaje
პოსტი Aug 14 2009, 07:00 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებ

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ძველი აღთქმა

ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან:

შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.

შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).

შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.

შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.

ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ“.

გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!“

ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“.

დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:

ძის შესახებ:

ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“;

ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“;

სულიწმიდის შესახებ:

ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“;

ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი“ და სხვა.

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ახალი აღთქმა

ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისსა მოვლინებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. მამა ღმერთისაგან დედამიწაზე სიტყვისა და სულიწმიდის გამოგზავნა ახალი აღთქმის მთელი ტექსტის ძირითად შინაარსს შეადგენს. რა თქმა უნდა, სამპიროვანი ერთი ღმერთის ამა სოფლად მოვლინება გადმოცემულია არა დოგმატური ფორმულით, არამედ ყოვლადწმიდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებებზე თხრობით.

ღმერთის სამებობა გაცხადდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, ამიტომ ეწოდება ნათლისღებას გამოცხადება ღვთისა. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა წყლით ნათელს-იღებდა, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას. ეს მოვლენა ასახულია უფლის ნათლისღების სადღესასწაულო ტროპარში: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანის-ცემაჲ გამოჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდუა შენ და სულიწმიდა სახითა ტრედისაჲთა დაამტკიცებდა სიტყუისა მის უცთომელობასა...“

ახალი აღთქმის წერილში გვხვდება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ გამონათქვამები, რომლებიც მეტად მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავენ სამების ჭეშმარიტებას. აი, ისინი:

მთ. 28,19 - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. წმ. ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არა სახელებითა იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი“.

2 კორ. 13,13 - „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ“.

1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან“ (ეს მუხლი არ შემოინახა ძველბერძნულ ხელნაწერებში. იგი მხოლოდ ლათინურ, დასავლურ ნაწერებში გვხვდება). გარდა ამისა, წმ. ათანასე დიდი განმარტავს, რომ აგრეთვე სამებაზეა ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს შემდეგ ტექსტში: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს (მამა ღმერთ) და ყოველთა მიერ (ძე ღმერთი) და ჩვენ ყოველთა შორის (სულიწმიდა)“ (ეფ. 4,6).


ყოვლადწმიდა სამების დოგმატის აღიარება ძველ ეკლესიაში

ქრისტეს ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტება მთელი სისავსითა და სისრულით თავიდანვე იქნა აღიარებული. ყოვლადწმიდა სამებისადმი საყოველთაო რწმენაზე ნათლად ლაპარაკობს წმ. ირინეოს ლიონელი, - მოწაფე თვით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილ წმ. პოლიკარპე სმირნელისა: „ეკლესია მთელს მსოფლიოში, ქვეყნის დასალიერამდეა გავრცელებული, ოღონდ სარწმუნოება მან მოციქულთა და მათ მოწაფეთაგან მიიღო. ეს არის სარწმუნოება ერთ ღმერთზე, მამა ყოვლისმპყრობელზე... და ერთ იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და სულიწმიდაზე, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნო საღვთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა. მიიღო რა ამგვარად ნაქადაგები და აღიარა რა ასეთი რწმენა, ეკლესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მთელს მსოფლიოშია განფენილი, გულმოდგინედ იცავს მას... ისე შეთანხმებულად ქადაგებს ამ სარწმუნოებას, თითქოს ეკლესიას ერთი სული და გული ჰქონდეს. ისე ასწავლის და გადასცემს მას თითქოს ერთის პირით წარმოთქვამდეს. მრავალ ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოში, მაგრამ ეს გადმოცემის ძალას ვერ ცვლის... ეკლესიების წინამძღვართაგან ვერავინ ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოებას, გადმოცემას ვერ შეასუსტებს გამოცდილი თუ ახალბედა მჭერმეტყველი“2.

ყოვლადწმიდა სამების კათოლიკე ჭეშმარიტების დასადასტურებლად და ერეტიკოსთაგან მის დასაცავად წმიდა მამებს მოჰყავდათ მაგალითები წმიდა წერილიდან. არც ამას სჯერდებოდნენ და პირველ ქრისტიანთა მოწმობებზე დაყრდნობით, ერეტიკოსთა ბრძნობის გასაქარწყლებლად გონებისმიერ, ფილოსოფიურ მსჯელობებს მიმართავდნენ. ასეთ მოწმობებია:

ა. მაგალითები მოწამეთა და მართალთა, რომელთაც არ ეშინოდათ მტანჯველთა წინაშე ეღიარებინათ რწმენა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა;

ბ. მოციქულთა მოწაფეთა და საერთოდ ადრექრისტიანული ხანის მწერალთა ნაწერები;

გ. საღვთისმსახურო ფორმულირებანი. წმ. ბასილი დიდს მოჰყავს მცირე სადიდებელი: „მასვე (ქრისტეს) მამითურთ და სულიწმიდითურთ პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე“. მისი აზრით, ეს გამოთქმები ეკლესიაში გამოიყენებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სახარება გვეუწყა. წმ. ბასილი დიდი აგრეთვე მიუთითებს სამადლობელზე „ნათელი მხიარული“ (სამწუხრო საგალობელი), მას მამათაგან გადმოცემულ „ძველ საგალობელს“ უწოდებს და იქიდან შემდეგი სიტყვები მოჰყავს: „ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა“, რითაც ცხადყოფს ძველი ქრისტიანების რწმენას, რომ სულიწმიდა თანადიდებულია მამასა და ძესთან ერთად3.

არსებობს ეკლესიის ძველ მამათა და მასწავლებელთა მრავალი მოწმობა, რომ ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან აღასრულებდა ნათლისღებას მამის, ძისა და სულიწმიდის, როგორც სამი ღვთაებრივი პირის, სახელით. ამასთან ამხელდა იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლავდნენ მარტო მამის (რადგან ძესა და სულიწმიდას უფრო ნაკლებ ღირსებას მიაწერდნენ), ან მამისა და ძის, ანდა მარტო ძის (აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას) სახელით. ამას ადასტურებდნენ იუსტინე მოწამე, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, ათანასე დიდი, ჰილარი პიქტავიელი, ბასილი დიდი და სხვანი.

ამ დოგმატის დასაცავად ეკლესიამ დიდი მღელვარება გადაიტანა და მძიმე ომს გაუძლო. ბრძოლა ჯერ მამა ღმერთისა და ძე ღვითისას თანაარსობისა და თანადიდებულების, შემდეგ კი სულიწმიდის მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან თანასწორობის დასამტკიცებლად წარიმართა.

ძველი პერიოდის ეკლესიის დოგმატური ამოცანა იყო, დაედგინა ყოვლადწმიდა სამების შესახებ ზუსტი ტერმინოლოგიური განმარტებანი და ფორმულირებანი, რომლებიც გამორიცხავდნენ ერეტიკოსთა მხრიდან მათი სხვაგვარად გაგების შესაძლებლობას.

ეკლესიის მამებს სურდათ, რამდენადმე მოერგოთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო შინაარსი ჩვენს მიწიერ ცნებებთან, მიეახლოებინათ მიუწვდომელი მისაწვდომთან და ამისთვის ბუნებაში არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ სახეებს იყენებდნენ. აი, ისინი:

ა. მზე, მზის სხივი და ნათელი;

ბ. ფესვი, ღერო და ნაყოფი ხისა;

გ. წყარო, მისგან მოჩუხჩუხე ნაკადული და მდინარე;

დ. ერთიმეორის მიყოლებით დანთებული სამი სანთელი, რომელიც ერთ, განუყოფელ სინათლეს აფრქვევს;

ე. ცეცხლი, მისი ალი და სითბო;

ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;

ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ.

აი, რას ამბობს ამგვარ მცდელობათა შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებას გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე. სხვათა მიბაძვით წარმოვიდგინე წყარო, ნაკადული და მდინარე და განვსაჯე: ხომ არ ჰგავს ერთ მათგანს მამა, მეორეს - ძე და მესამეს კი სულიწმიდა? ერთი შეხედვით, თითქოს სამი, თვისობრივად განყოფილი: წყარო, ნაკადული და მდინარე განუყოფელია დროში და უწყვეტია მათი თანამყოფობა. მაგრამ ჯერ ერთი, შემეშინდა, არ დამეშვა ღმერთში რაღაც განუწყვეტელი დინების არსებობა; მეორეც, რომ ამგვარი შედარებით არ შემომეტანა რიცხობრივი ერთობა - წყარო, ნაკადული და მდინარე რიცხობრივად ერთია, ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში განსხვავდებიან. განსახილველად ახლა მზეს, სხივებსა და სინათლეს მივმართე: მაგრამ აქაც მაქვს შიში, არ წარმოვიდგინო შეუდგენელი ბუნება შედგენილად, რაც მზესა და მისგან გამომავალთ ახასიათებთ. მეორეც - თუ აღიარებ, რომ მამა არის არსება, ამით ხომ არ უარყოფ, რომ დანარჩენი პირები დამოუკიდებელი არსებები არიან და არ აქცევ მათ მამა ღმერთში არსებულ, მაგრამ მასზე დამოკიდებულ ღვთიურ ძალებად. სხივიც და სინათლეც მზე კი არა, რაღაც მისგან გამომავალნი არიან და მზის არსებით თვისებებს წარმოადგენენ. მესამე, რათა ღმერთს ერთდროულად მყოფობა და არმყოფობა არ მიეწეროს (ამ მაგალითმა კი შეიძლება ასეთ დასკვნამდეც მიგვიყვანოს), რაც ზემოთქმულზე უფრო დიდი უგუნურება იქნებოდა... საერთოდ, განხილვისას ვერაფერს ვაწყდები ისეთს, რაც მისაღები მსგავსების არსებობას მაფიქრებინებს, თუ ვინმემ სათანადო კეთილგონიერებით არ გამოაცალკევა რაღაც ერთი და უკუაგდო დანარჩენები. ბოლოს ვასკვნი, რომ უმჯობესია, განუდგე ყველა სახესა და აჩრდილს - ისინი მაცდურნი არიან და ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგანან. ღვთისმოშიშებით უნდა იაზროვნო და დასჯერდე რამდენიმე სახელდებას. სულის მიერ წარმართული, მისგან რა გაცისკროვნებასაც ეზიარები, ბოლომდე დაიმარხე. მასთან (სულთან) ერთად განვლე დღენი, როგორც წრფელ თანამოაზრესა და მოსაუბრესთან. შეძლებიდაგვარად სხვებსაც შთააგონე, რათა თაყვანი სცენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთსა ღვთაებასა და ერთსა ძალსა“4.

მიქაელ პომაზანსკი _ დოგმატური ღვთისმეტყველება

ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lamara   სამება ძველ და ახალ აღთქმაში.   Jul 5 2009, 09:39 PM
დათიკო   lamara მაგარი თემაა! :) ...   Jul 5 2009, 09:43 PM
esre ars cheshmariteba   lamara მაგარი თემაა! :)...   Apr 12 2012, 01:08 AM
karpaki   საინტერესო რა არი...   Apr 12 2012, 09:52 AM
esre ars cheshmariteba   [quote name='karpaki' date='Apr 12 201...   Apr 12 2012, 12:08 PM
llaasshhaa   საოცარად დიდი და მ...   Jul 5 2009, 11:32 PM
damiane80   საოცარად დიდი და მ...   Jul 7 2009, 01:55 PM
ალექსანდრე   დასაბამად შექმნა ღ...   Jul 7 2009, 09:57 AM
ლია   დასაბამად შექმნა ...   Jul 7 2009, 06:34 PM
esre ars cheshmariteba   დასაბამად შექმნა ...   Apr 12 2012, 12:52 AM
Otherguy   ჩემი აზრით ტექსტის...   Apr 15 2012, 08:59 AM
esre ars cheshmariteba   ჩემი აზრით ტექსტი...   Apr 15 2012, 10:39 AM
afxazi   damiane80 მაგას არ ვამტკ...   Jul 7 2009, 03:52 PM
კანონისტი   ლია მრავლობითია ე...   Jul 7 2009, 06:38 PM
ლია   ლია მრავლობითია ე...   Jul 7 2009, 06:41 PM
damiane80   რბილად რომ ვთქვათ ...   Jul 11 2009, 07:05 PM
death   ანუ როგორც ტექსტი...   Jul 21 2009, 01:39 AM
ალექსანდრე   ''თქვა ღმერთმა: შ...   Jul 7 2009, 06:55 PM
ლია   ''იუდეველთა აზრ...   Jul 7 2009, 07:01 PM
ალექსანდრე   ის კითხვა, თუ ვინ შე...   Jul 7 2009, 07:26 PM
დათიკო   თემა გაწმენდილია გ...   Jul 25 2009, 11:39 PM
mekaje   არსით ერთი და სამპ...   Aug 14 2009, 07:00 PM
ნიკა   mekaje დეტალურად დაგი...   Aug 22 2009, 03:38 AM
Diversity   ალექსანდრე აქ ელო...   Aug 23 2009, 09:31 PM
death   Diversity მართალი ხარ :) ე...   Aug 24 2009, 02:24 AM
Molen   ერთი შეკითხვა მაქვ...   Mar 24 2010, 08:37 PM
აკაკი   Molen მზე გამოსცემს სი...   Mar 24 2010, 11:28 PM
ნონა   [b]Molen მზე გამოსცემს ...   Mar 25 2010, 09:28 AM
ikanosi   ან კიდევ სამყურა ხ...   Mar 24 2010, 11:33 PM
Molen   აკაკი ikanosi გასაგები...   Mar 25 2010, 07:15 AM
ნონა   სადღაც ასეთი მაგა...   Mar 25 2010, 09:52 AM
ikanosi   ჩემი შედარება არ გ...   Mar 25 2010, 11:27 AM
ნონა   ჩემი შედარება არ გ...   Mar 25 2010, 12:35 PM
tamuna m   ნონა მზეს რომ ეს რო...   Mar 25 2010, 03:29 PM
ნონა   ნონა მზეს რომ ეს რო...   Mar 25 2010, 03:44 PM
tamuna m   ნონა მზის შედარება...   Mar 25 2010, 03:55 PM
salomeya   სამების სამივე პირ...   Apr 10 2010, 04:33 PM
agmsarebeli   პირი იდენტური ტერმ...   Apr 11 2010, 05:58 PM
agmsarebeli   სამება თვითონ ერთ...   Apr 11 2010, 06:01 PM
ჰერელი   აი ასეთი განმარტებ...   Apr 2 2012, 09:17 PM
George Leluashvili   აი ასეთი განმარტე...   Apr 2 2012, 11:17 PM
ჰერელი   ამგვარი დოგმატური...   Apr 3 2012, 12:10 AM
გუდაგუდა   ამ ქადაგებაში მამა...   Apr 12 2012, 11:55 AM
toka@   esre ars cheshmariteba კი გეთანხ...   Apr 16 2012, 12:00 AM
George Leluashvili   Otherguy რა პრობლემას ხ...   Apr 16 2012, 12:03 AM
Otherguy   Otherguy რა პრობლემას ხ...   Apr 16 2012, 07:13 PM
esre ars cheshmariteba   დიდ პრობლემას ვხე...   Apr 17 2012, 11:19 AM
toka@   ვერანარის პროსტა ...   Apr 16 2012, 12:07 AM
toka@   Otherguy იქნებ ერთი ხმა ...   Apr 16 2012, 07:15 PM
ალექსანდრე   Otherguy საინტერესოა ყო...   Apr 16 2012, 07:19 PM
Otherguy   Otherguy საინტერესოა ყ...   Apr 16 2012, 11:41 PM
toka@   ალექსანდრე ქმნილე...   Apr 16 2012, 07:21 PM
ალექსანდრე   toka@ ხოდა მეც მაგას ვ...   Apr 16 2012, 07:24 PM
toka@   ალექსანდრე ღმერთი ...   Apr 16 2012, 07:26 PM
ალექსანდრე   toka@ ხოდა მაგას ვამბ...   Apr 16 2012, 07:29 PM
toka@   ალექსანდრე აუ მეთქ...   Apr 16 2012, 07:30 PM
აკაკი   ასე ზედაპირულად ნუ...   Apr 17 2012, 12:12 PM
ხახაბოელი   პოსტებიდან ჩანს, რ...   Apr 18 2012, 04:21 PM
esre ars cheshmariteba   პოსტებიდან ჩანს, რ...   Apr 18 2012, 08:47 PM
აკაკი   იმდენი მოგივიდა რ...   Apr 18 2012, 08:59 PM
ხახაბოელი   იმდენი მოგივიდა რ...   Apr 18 2012, 11:43 PM
აკაკი   ამ თემასაც გადახედ...   Apr 18 2012, 04:44 PM
A.V.M   რაზე დაყრდნობით ა...   Apr 18 2012, 08:59 PM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba [b]"...იესო...   Apr 18 2012, 10:53 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba [b]"...იეს...   Apr 19 2012, 09:18 PM
ხახაბოელი   [b]esre ars cheshmariteba[ მართლმა...   Apr 19 2012, 09:31 PM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba ანუ მოკლე...   Apr 19 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba ანუ მოკლ...   Apr 20 2012, 12:52 PM
ხახაბოელი   რა თქმა უნდა იცოდა ...   Apr 20 2012, 09:37 AM
esre ars cheshmariteba   რა თქმა უნდა იცოდა ...   Apr 20 2012, 04:39 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmaritebaმეგობარო, ...   Apr 20 2012, 01:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmaritebaმეგობარო, ...   Apr 20 2012, 03:32 PM
ხახაბოელი   აბსურდი იცი რა არი...   Apr 20 2012, 05:01 PM
esre ars cheshmariteba   აბსურდი იცი რა არი...   Apr 20 2012, 05:24 PM
k@the   esre ars cheshmariteba თქვენ რო...   Apr 20 2012, 05:16 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შენ რა გინ...   Apr 20 2012, 05:46 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შენ რა გი...   Apr 20 2012, 08:20 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მე არაფერ...   Apr 20 2012, 06:20 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 11:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი