![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
soso5 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
ვიდრე ცოცხლობენ მშობლები შენი,ახარე როგორც კარგ შვილს შეშვენის,რომ მოკვდებიან რას არგებთ დარდი მერე სინანულს აღარ აქვს ფასი.
|
![]() ![]() |
mekaje |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
soso5
ციტატა ეს ლექსი ეკუთვნის დავით გურამიშვილს.ამ ერთ კუპლეტიან ლექსში ნათლად არის და პირდაპირ თუ როგორ უნდა მოექცეს შვილი მშობლებს.რომ არ უნდა გაუმწაროს ახალგაზრდობა და არ უნდა ჩაუმწაროს სიბერე. სამწუხაროთ დღეს საქართველოში მომრავლდა ასეთი შვილებისგან გამწარებული დედები და მამაები.თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ დღეს საქართველოში მომრავლდენ ძალიან ნარკომანიით დაავადებულნი და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს ჩემო კარგებო? 10 მცნებიდანაც ხომ ერთერთი მცნებაც მშობლების პატივისცემაზე მიგვითითებს. ძალიან მიყვარს დავით გურამიშვილის "დავითიანი", ![]() შვილებს, პირველ რიგში ალბათ, მართებთ მშობლების მორჩილება (რა თქმა უნდა, თუ ღვთის საწინააღმდეგოს არ ასწავლიან მშობლები). აუცილებელია გამოიმუშაონ ღვთის შეწევნით მოთმინების უნარი, რადგან როცა შეიქმნება კონფლიქტური სიტუაცია, არ დაუშვან არავითარ შემთხვევაში მშობლის შეურაცხყოფა. მოთმინება და სიმშვიდე განსაკუთრებით აუცილებელია მოხუც მშობლებთან, რომლებიც თავიანთი უძლურებით და ზოგჯერ ჭირვეული ხასიათით თავისდაუნებურად შვილების გაღიზიანებას იწვევენ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებთ ყურადღება და მოფერება. მშობლებსაც დიდი მოვალეობა აქვთ შვილების წინაშე. ისინი უნდა ცდილობდნენ არ გააღიზიანონ შვილები. ოჯახში როცა სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს და ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს იმის შესახებ თუ რა უჭირთ, რა ულხინთ, ასეთ ოჯახებში ფაქტიურად არ არის არც ნარკომანია და არც ლოთობა, რომელიც ნარკომანიაზე არანაკლები საშინელებაა. ჩემი აზრით, ზედმეტი სმით და ნარკოტიკების მიღებით ადამიანი ცდილობს (არასწორი გზით) როგორმე შეივსოს ის სიცარიელე, რაც მასში უსიყვარულობამ გამოიწვია. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი