IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქმიანი იდეები, ხელი შევუსწოთ დადებიტ ცვლილებებს ქვეყანაში
neo
პოსტი Aug 18 2009, 10:27 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მოკლედ მეგობრებო მომინდა ასეთი სათაურით თემის გახსნა.
არსებობს ისეთი ინტერნეტ გვერდები სადაც საქმიანი იდეები იწერება ხოლმე. ერთ-ერთ მათგანზე მეც ვწერ.

მოკლედ გამიჩნდა მოსაზრება რომ, კარგი იქნება თუ ასეთ იდეებს ერთმანეთს გავუზიარებთ. მე გადმოვიტან იქ დაწერილ ისეთ იდეებს რომელში ჩემი წვლილია. დანარჩენს ლინკს დავდებ და ვისაც გსურთ შეგიძლიათ ეწვიოთხოლმე.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
neo
პოსტი Aug 18 2009, 10:31 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მაშ ასე,

პირველი იდეა:

ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში:

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავში მიტრიალებდა ფიქრები იმის შესახებ თუ რატომ იყო გაცილებით უფრო სასიამოვნო ევროპაში ცხოვრება? რით განსხვავდებოდა ევროპული ყოველდღიურობა ქართულისაგან?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება რაც დავიჭირე, ჩემი აზრით შრომის კულტურაა…
წარმოიდგინეთ ევროპული სამუშაო დღე. დილით ადრე დგებით, სამსახური გათენებიდან ერთ საათში იწყება, შუადღით ჩვეულებრივ ისვენებთ, საღამოს კი მუშაობა ძალიან ადრე მთავრდება… ჩვენ რეალობასთან ხაზი რომ გავავლოთ… წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება სამუშაო დღე საქართველოში 7-ზე რომ იწყებოდეს და 4-ზე მთავრდებოდეს…

ერთ-ერთი სტატისტიკური კვლევის თანახმად ქართული მოსახლეობის 72%-ი თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს… საღამოს 8 საათისთვის სახლში მისული ადამიანი გადაღლილია, დასვენების შემდეგ კი უკვე 10 საათია, ღამეა, გარეთ ვეღარ გადის და მისი ყველაზე კარგი მეგობარი ტელევიზორი ან კომპიუტერი ხდება… შემდეგ ფილმებს შეყოლიებული ხშირად ღამის 2 საათამდე ტელევიზორთან ან ინტერნეტ მეგობრებთან ზის დილით კი დღის ყველაზე პროდუქტიულ საათებს ძილში ატარებს… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… აღარც სპორტი, აღარც სწავლა, აღარც საქმეები, არც მეგობრები და არც ადამიანური დასვენება… ყველაფერი ,,შაბათ-კვირას” უნდა მოასწრო…

ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება რომ სამუშაო საათებმა გადაინაცვლოს?

უპირველეს ყოვლისა ადამიანები მოწყდებიან ტელევიზორებს და კომპიუტერებს, გამოვლენ შენობებიდან, დროს ერთად გაატარებენ, საჭიროების შემთხვევაში უამარავ პირად საქმეს მოასწრებენ, უფრო აქტიურად ივლიან სპორტზე, ისწავლიან უცხო ენებს, დაისვენებენ პარკებში და სხვადასხვა ცენტრებში…

ერთი სიტყვით დახარჯავენ უფრო მეტს. უფრო მეტი ხარჯის გაწევა კი უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს სხვისთვის, რომელიც ასევე ხარჯავს… და ამ გზით ეკონომიკას ძალიან მძლავრი სტიმული ეძლევა… წარმოიდგინეთ თითო ადამიანმა 10%-ით რომ გაზარდოს თავისი ხარჯი, რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე?

გამოთავისუფლებული დღის გამო უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკლესიაში, უფრო მეტი ადამიანის ზნეობრივ კულტურული შემეცნება ამაღლდება, უფრო მეტი ადამიანი გახდება პატრიოტი, პატიოსანი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული და სულიერად ამაღლებული…

და რა მოუვა შრომის ნაყოფიერებას ? ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი საზოგადოება რამდენად უფრო ბედნიერი იქნება და რამდენად უფრო მაღალი იქნება მისი შრომის ნაყოფიერების დონე ?

ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში რამდენ საინტერესო ცვლილებას მოგვიტანდა?



------------------------------------------------------------------------------------------------
თუ გსურთ იდეას კომენტარები გაუკეთოთ ამ ლინკზე შედით, თუ არა და აქაც შეიძლება smile.gif

http://insight.ge/?p=53


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 18 2009, 11:56 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(neo @ Aug 18 2009, 10:31 AM) *

მაშ ასე,

პირველი იდეა: ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში:

… წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება სამუშაო დღე საქართველოში 7-ზე რომ იწყებოდეს და 4-ზე მთავრდებოდეს…

------------------------------------------------------------------------------------------------
თუ გსურთ იდეას კომენტარები გაუკეთოთ ამ ლინკზე შედით, თუ არა და აქაც შეიძლება smile.gif

http://insight.ge/?p=53



მე მომხრე ვარ ადრე დაიწყოს სამუშაო დრო და ადრე დამთავრდეს, 4 საათზე ბევრ რამეს მოასწრებ, თუნდაც ტაძარში მიხვალ 5 საათზე დაესწრები ლოცვას, სამუშაო დღეებში, მაგრამ სამაგიეროდ დილით წირვას როდისღა იქნება 5 საათზე? (ახლა 7 ზეა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
neo   საქმიანი იდეები   Aug 18 2009, 10:27 AM
Ligia   ისა და საქმიან იდე...   Aug 18 2009, 10:27 AM
neo   მაშ ასე, პირველი ი...   Aug 18 2009, 10:31 AM
Ligia   მაშ ასე, პირველი ი...   Aug 18 2009, 11:56 AM
neo   რა ზარმაცები ხართ ...   Aug 18 2009, 07:31 PM
თამარი_ცქნაფო   და ძილს როდისრა აპ...   Aug 18 2009, 07:33 PM
მაშიკო   neo მე მირჩევნია სამ...   Aug 18 2009, 10:18 PM
neo   ეტყობა გულდასმით ...   Aug 19 2009, 09:55 AM
მაშიკო   არ ივარგებს მასე თ...   Aug 19 2009, 01:20 PM
თამარი_ცქნაფო   neo ეგ სავაუაროდ, მაგ...   Aug 19 2009, 10:16 AM
Ligia   მე ყველანაირად მომ...   Aug 19 2009, 10:21 AM
admin   neo ნეო იმაში ასი პრო...   Aug 19 2009, 10:25 AM
asmoo   სამსახური იყოს და ...   Aug 20 2009, 08:19 PM
neo   ჰო როგორც ყველა ნი...   Aug 27 2009, 02:22 PM
qetevani-82   დააა... მერე დილის ძ...   Aug 27 2009, 03:04 PM
.:Lela:.   neo გეთანხმები ბევრ ...   Aug 28 2009, 08:13 PM
ciracira   ხალხო სამსახური ვე...   Aug 30 2009, 05:10 PM
მაშიკო   ciracira ხოოო მართალი ხა...   Aug 30 2009, 09:52 PM
ქევანა   კი: შრომითი ურთიერ...   Aug 30 2009, 09:53 PM
მაშიკო   ქევანა დეკრეტი არ ...   Aug 30 2009, 09:56 PM
ქევანა   მაშიკო არა, არის, ოღ...   Aug 30 2009, 10:07 PM
მაშიკო   არა, არის, ოღონდ თე...   Sep 10 2009, 12:32 AM
მაშიკო   ქევანა ბანკში არ ა...   Aug 30 2009, 10:17 PM
neo   2 მილიონი დასაქმე...   Aug 31 2009, 09:32 AM
ანნო   7-დან 4-მდე კი არა როდ...   Sep 10 2009, 12:37 AM
Atman   აბსოლუტურად გეთა...   Sep 10 2009, 07:39 AM
M.M.   ახლა რვა ხდება. ამ დ...   Sep 10 2009, 07:46 AM
მაშიკო   ახლა რვა ხდება. ამ ...   Sep 10 2009, 11:20 AM
Atman   მე კალათბურთს ვთა...   Sep 10 2009, 07:53 AM
M.M.   Atman მე და ბურთი ერთმ...   Sep 10 2009, 07:58 AM
Atman   M.M. მშვენიერი აზრია ...   Sep 10 2009, 08:02 AM
neo   მოკლედ მეორე იდეა. ...   Sep 13 2009, 03:02 PM
neo   კიდევ ერთი იდეა: რო...   Apr 21 2010, 08:46 PM
neo   ა კიდევ ერთი (თუმცა ...   Jul 4 2010, 02:25 PM
ნოე   დისციპლინა ვფიქრო...   Aug 15 2010, 06:20 PM
neo   კიდევ ერთი ასეთი მ...   Aug 15 2010, 04:24 PM
nuckia2010   მაგარი დეებია.   Aug 17 2010, 07:34 PM
.zakaria.   ძალიან მომეწონა ამ...   Sep 2 2010, 09:39 PM
.ნინო   ჩეხეთში პირველ შე...   Sep 2 2010, 10:06 PM
ნოე   საბერძნეთში ძალაშ...   Sep 2 2010, 11:32 PM
ikanosi   აი ერი რომელიც თავ...   Sep 3 2010, 12:40 AM
.zakaria.   საქართველოში როდე...   Sep 10 2010, 10:06 PM
starscream   საერთოდ უფასოდ უნდ...   Sep 10 2010, 10:27 PM
.zakaria.   საერთოდ უფასოდ უნ...   Sep 10 2010, 10:30 PM
karpaki   დაბარებები და მაყუ...   Sep 11 2010, 11:24 AM
starscream   karpaki ჰოდა ძაან კაი.. დ...   Sep 11 2010, 11:37 AM
karpaki   გამაცნობ ერთს მაი...   Sep 11 2010, 11:48 AM
starscream   karpaki ვინ დაწერა. რა რ...   Sep 11 2010, 11:57 AM
karpaki   არ ვიცი მე ყოველდღ...   Sep 11 2010, 12:00 PM
starscream   karpaki ჰო რას იზამ..   Sep 11 2010, 12:04 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი