განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
neo |
Aug 18 2009, 01:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე პირადად განსაცდელი რწმენას უფრო მიმცირებს ვიდრე მიმატებს. ნუ ეს ფაქტია.
მაგრამ განსაცდელის დაძლევა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ან უნდა დამარცხდე ან უნდა ჰპოვო ძალები შენ თავში რწმენის აღსადგენად. ხანდახან საჭიროა რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. მე პირადად ვცდილობ ჩემი თავი შესაბამისი სულიერის საკვებით გამოვკვებო. ესაა წიგნები, ეკლესიაში წასვლა, მარხვისა და ლოცვის გაძლიერება. ხანდახან ლოცვაც აღარ შეგიძლია, მაშინ მოკლე ლოცვები უნდა იმეორო. მტავარია დამარცხება არ აღიარო. არ შეურიუგდე დაცემას. ყველაფერი თვითონ დალაგდება. თუ შეეცდები რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. რომ ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის, და გახსოვდეს რომ ეს შენი და ღმერთის ურთიერთობაა. რომ ამაოებაა ყველაფერი სხვა, რომ ყველაფერს მარადიულობის პრიზმიდან უნდა უყურო და თავი დაიმორჩილო. მტავარი არის ის რომ რაც მეტ განსაცდელს გადადის ადამიანი მით უფრო სულიერად ამაღლებული გახდეს. და ტყუილად არ ჩაყაროს წყალში განსაზდელისაგან მისაღები მოსავალი. -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი