![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
http://www.myvideo.ge/?video_id=592671
http://www.youtube.com/watch?v=ptSgpwTbAGA ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს. ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი. ივერია ესე არ გაბწყინდება!!! მოკლედ რა... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
death
ყოველთვის ულტრათანამედროვე დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი თეოლოგიური საკითხისადმი დაწყებული მეცნიერბასთან მიმართებაში და დამთავრებული მორალური ღირებულებებით (ხშირად გეთანხმები), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. ![]() პატრიარქისგან არავითარი სიბნელის პროპაგანდა არ მოდის. ეს დაბნელებულ ერს ეჩვენება ყველაფერი ბნელად. პატრიარქიც ჩვეულებრივი ადამიანია, მან მოყვა მამამისის სიზმარი, რომელიც რა თქმა უნდა არც უალტერნატივო სიმართლედ არ წარმოუჩენია და ვერც პროპაგანდის კვალი დავინახე. უბრალოდ ილაპარა ასე. სიზმრები ყველას გვესიზმრება, რომლის 99.99% არის გონების კონსტრუირებული გამოსახულებების სერია. ერთი-მეათიათასედი ალბათობა დავუტოვოთ ამოუცნობ სუპერ-ნატურალურ ფენომენს. ერთის მხრივ ითქვა, რომ ამბიონიდან არ ულაპარაკია, მეორეს მხრივ ის რომ კამერებთან თქვა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სიბნელის ფანტომში მოცურავე ადამიანები (მათი რიცხვი არც თუ მცირეა) უკამეროდაც ავრცელებენ ჭორებს პატრიარქის ხილვების შესახებ და ფილმებსაც კი იღებენ. მოკლედ არა ხარ მართალი. ვინც აჟიტირებულია ის ყველგან ბოლო ჟამს, შესაბამის ჩვენებებს და წინასწარმეტყველებებს ხედავს და ეს პატრიარქის ბრალი ნამდვილად არ არის. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 03:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი