განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
მაშიკო |
Aug 19 2009, 06:41 PM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
::სალომე::
iobi როგორ უნდა ვისწავლოთ მოთმინება? საინტერესო კითხვაა... მგონი ეგ ნელ-ნელა ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად და მოძღვრის დახმარებით არის შესაძლებელი, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, თუ პრობლების ანუ განსაცდელის შესახებ მოძღვარს ვუყვები ის ისე დამმოძღვრავს ხოლმე, რომ მერე მიკვირს ნეტა რას ვნერვიულობდითქო... თუმცა ხდება ხოლმე რომ ვერ ვახერხებ იმ პერიოდში მოძღვრის ნახვას და მაშინ თავად ვცდილობ გავუძლო განსაცდელს და საკმაოდ ძნელად ვიტან... განსაცდელს უფალი გვივლენს და იმ წუთში ვერ ვხვდებით ხოლმე რატომ მოგვივლინა უფალმა ესა თუ ის განსაცდელი, მაგრამ გადის დრო და შემდეგ უკვე შეიძლება იმ განსაცდელისთვის მადლობა შევწიროთ უფალს... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი