![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
http://www.myvideo.ge/?video_id=592671
http://www.youtube.com/watch?v=ptSgpwTbAGA ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს. ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი. ივერია ესე არ გაბწყინდება!!! მოკლედ რა... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ცოტა უფრო ზოგადად ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ ბევი ადამიანი დაბეჯითებით ამტკიცებს სატანისტების, მასონების, ჩიპის მეშვეობით კონტროლის არარსებობას და ამ ყველაფრით პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცხოვრებაში სხვა გარეშე ძალების მოქმედებას, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი გაცილებით ახლოს უნახავთ და საკუთარ თავზე განუცდიათ, ამდენად რაღაც საკითხების მიმართ უფრო ზომიერი და თავშეკავებული პოზიცია უფრო გონივრული იქნებოდა, თუმცა ყველა თვითონ ირჩევს...
როდესაც საუბარია ხოლმე მეორედ მოსვლის სიახლოვეზე, ორი ძირითადი პოზიცია იკვეთება: ერთი, რომლის შემთხვევაშიც დღე-დღეზე მოელიან მეორედ მოსვლას და ამ პოზიციასთან მებრძოლი მეორე პოზიცია, როდესაც საუკუნეებით გადადებენ მეორედ მოსვლას. ჩემი აზრით ორივე უკიდურესი პოზიციაა. არის საკითხები, რომელთაც დრო თავისთავად გამოაჩენს. სიზმრებს რაც შეეხება, აქამდე სულ მეგონა რომ სიზმარი შეიძლება ყოფილიყო ან ღვთიური ან ეშმაკეული, ან უბრალოდ ცნობისმიერი. ამ ფორუმზე ძალიან მძლავრად არის ხოლმე ის ტენდენცია, როდესაც მსგავს "ზღაპრებს" ძალიან კარგად ახშობენ იმის შიშით, რომ ზომიერება არ დაკარგონ, მაგრამ მე ვფიქრობ ზომიერება მანდ უკვე დაკარგულია, როდესაც საქმე ლამის იქამდე მიდის, როდესაც დოგმატების გარდა ყველაფრის უარყოფა ხდება. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი