![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
http://www.myvideo.ge/?video_id=592671
http://www.youtube.com/watch?v=ptSgpwTbAGA ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს. ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი. ივერია ესე არ გაბწყინდება!!! მოკლედ რა... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა გასაღიზიანებელი.თუმცა კრიტიკა და თანაც ჯანსაღი კრიტიკა, პირიქით საკითხს უფრო ნათელს მოფენს და იმ პროვოკაციულობის ელფერსაც დაუკარგავს, საქმე იმაშია, რომ სათაური მყვირალაა და გამომწვევი, არამართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ყოველგვარი ნიშების და მითუმეტეს ამ ნიშების ესქატოლოგიური, თუ უფრო სწორად ფსევდოესქატოლოგიური შინაარსით შემოსვა, სრული აბსურდია და მიუღებელია.შესაბამისად მცდარია ნებისმიერი გამართლება ამ ფსევდოპატრიოტული და სინამდვილეში ანტიქრისტიანული სწავლებების ხალხისათვის მიტანა, როგორც ოფიციალური პოზიცია საქართველოს ეკლესიისა, შეიძლება მას დაერქვას ვინმეს კერძო აზრი, თუნდაც ეს ვინმე თავად პატრიარქი იყოს, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო, უკიდურესობამდე მიყვანილი კრიტიკა დავატეხოთ თავს, მტრები ისედაც ჩასაფრებულია და თვალის ცეცებით ეძებენ ასეთ საქილიკო მასალას ( რაც სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია), ამიტომ მე არ აღვიქვამ სიკვდილას ამ თემას, როგორც ქილიკს ან რაიმე მსგავსს, ეს უფრო ტკივილია იმისა, რაც სატკივარია და რაც უნდა გვტკიოდეს და გვაწუხებდეს, მაგრამ ერთის მხრივ სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ და მეორე მხრივ ნერვებმა არ უნდა გვიმტყუნოს, რომ მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ.ფაქტი ერთია, რომ შეცდომაა ეს ნიშები და მსგავსი ფსევდოესქატოლოგიურ-ურანაციონალისტური იდეები და ამას ბევრი მტკიცება არ უნდა, და ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმე ეკლესიას, მრევლს,და თუნდაც პატრიარქს არ სცემს პატივს, ეკლესია დღეს არ იწყნარებს, ჩემს მიერ ხშირად ნახსენებ წმ. გრიგოლ დიოლოგოსის შეხედულებას ჯოჯოხეთში ნივთიერი ცეცხლის არსებობის შესახებ, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ჩრდილავს ამ უდიდესი მამის სიწმინდეს და ღვაწლს, უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს იყო მისი პირადი აზრი და შეუწყნარებელია საერთო ქრისტიანული დოგმატიკაში და ამაზე ცალკე თემა მაქვს გახსნილი.ზომიერება და სამართლიანობა უცილობელი შემადგენელი უნდა იყოს ყველასი, ვინც მსგავს საკითხებზე მსჯელობას იწყებს, რათქმაუნდა სათანადო განათლებასთან თანაშეზავებული და რწმენითი ცხოვრებით ქმედებამოყვანილი.იხარეთ;კაიროსი! + -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი