სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| death |
Aug 19 2009, 04:07 PM
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
http://www.myvideo.ge/?video_id=592671
http://www.youtube.com/watch?v=ptSgpwTbAGA ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს. ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი. ივერია ესე არ გაბწყინდება!!! მოკლედ რა... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
| ბექა |
Aug 20 2009, 08:34 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
საინტერესო მოსაზრებას წავაწყდი ამ საიტზე სიმართლე გითხრათ პირადად მე არ მომეწონა!
http://jvarosnebi.com/index.php?option=com...44-10&Itemid=54 "ბოლო ჟამის პატრიარქი" ლეონ სუთიძე - მნათეუსი ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოსი, ილია II "ბოლო ჟამის პატრიარქად" არის მოხსენებული. თუ მეხსიერება არ მღალატობს, რგოლი ამოჭრილია მის უწმინდესობაზე გადაღებული ერთ-ერთი ბიოგრაფიული ფილმიდან. ფორმატი საშუალებას მაძლევს ჩანაწერი თან დავურთო ტექსტს, შესაბამისად ციტირებით აღარ დავკავდები. ეკლესიის ისტორიის არაერთ მონაკვეთი ყოფილა ექსატოლოგიური შიშით გაჟღენთილი, ყოველ რთულ დროს ახასიათებდა საკუთარი კრთომა, რომელშიც კონკრეტულ ადგილებს, მოვლენებს, ანგელოსთა საყვირებსა და ქრისტეს მოსვლას, საკუთარი ადგილი ეკავათ. გამონაკლისი არც აწმყო გახლავთ, აქ წარსული გამოცდილება ჩვეულებრივ არავის ახსოვს და თუ ახსოვს, ისეთი, დროს, რეალობასა და სამყაროს რომ არ უხილავს. მრავალი მოთქვამს ბიოჩიპებზე, შტრიხკოდებზე, ანტიქრისტეზე, გლობალიზებულ სამყაროზე, შოკისმომგვრელ მოზაიკაში "ბოლო პატრიარქს" მოლოდინის ტრაექტორია შემოაქვს და მეტ-ნაკლებად ახლო წერტილს სახავს, თან აუცილებელ იდუმალებასაც ინარჩუნებს. კაცმა რომ თქვას, პირველ ქრისტიანთა ეკლესიას უფრო მეტი საბაბი ქონდა თავი სამყაროს აღსასრულის ცოცხალ მოწმედ დაესახა, აბა წარმოიდგინეთ, როგორ გერეკებათ ჯგუფურად, იმპერატორი ნერონი კოლიზეუმში, სადაც მშიერი ლომები თქვენს გამოჩენას უკვე ელიან, შემდეგ კი სცადეთ არ გაგახსენდეთ გუშინდელ საღამოს, კატაკომბაში, რომელიმე მოციქულის მიერ მონაყოლი, უფლის მეორედ მოსვლის ნიშნებსა და წინაპირობებზე. ან იმის გაგებას შეეცადეთ, რას გრძნობდა კონსტანტინეპოლელი, როცა წმიდა სოფიას ტაძარში, ვინმე უცხოთმადიდებელი მეჰმედი, მწუხრის მაგიერ, საზეიმო ნამაზს კითხულობდა. პაპის ტიარას რაც ერჩივნათ, კი მიიღეს, მაგრამ აქ განსჯების გარეშე, ბატონებო! ასეა თუ ისე, იოანეს გამოცხადების ტექსტში, ნებისმიერი დროის ჩაბუდება ადვილად მოსახერხებელია, თუ მითუმეტეს ფანტაზიაც გაქვს და მსჯელობაში გონებას მაინდამაინც დიდ უპირატესობას არ ანიჭებ, მაგრამ საინტერესოა რატომ უყურებენ ასე მშვიდად ჩვენი ძვირფასი ექსატომანები, ამავე წიგნის ბოლოსწინა გამონათქვამებს, თამამად რომ იმუქრებიან წყლულებსა და სიცოცხლის ხიდან მოკლებაზე. დავუბრუნდეთ პატრიარქის მონათხრობს. თავად მამის სიზმრის გახსენება დანაშაული არ არის, მაგრამ ვინაიდან სიტყვებს საკუთარი შინაარსის გარდა, კონტექსტური მნიშვნელობაც გააჩნიათ, ასევე პასუხისმგებლობისგანაც ვერაფრით დავცლით, საინტერესოა რამ აიძულა მართლმადიდებელ პირველიერარქს ტელეკამერებთან ესაუბრა საკმაოდ დამაინტრიგებელ სიზმარზე, რომელსაც ნებისმიერი ქრისტიანი სისულელედ უნდა თვლიდეს? მის უწმინდესობას კარგად მოეხსენება, რომ ერთადერთი ვინც მის სიტყვებს შეუმცდარად არ აღიქვამს, თავადაა, შესაბამისად მრავლად მოიძებნება ისეთი, ვინც ამ საშიში იდეით შეპყრობილი აღმოჩნდება. საქმეს ართულებს ნიში, რომელიც როგორც თავად განმარტავს, სიზმრის გამო აღიმართა. სამწუხაროდ მიწევს განმარტება, რომ ქრისტიანები სიზმრებს სალოცავებს არ უნდა უგებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა გაივსება შიშველი ქალების ეროტიული ნიშებით, სადაც ალბათ ქრისტეს ვერა, მაგრამ არტემიდასა და ეროსს შევასხავთ ხოტბას. საინტერესოა აქვე კომენტარიც, რომელშიც პატრიარქის მამის სიზმარი, წინასწარმეტყველებადაა გასაღებული, დღემდე საქართველოს საპატრიარქოს ამ სისულელეზე კომენტარი არ გაუკეთებია, რაც თუ გულწრფელი ცრურწმენა არ არის, ელემენტარული უპასუხისმგებლობაა. ქრისტიანები ცდებოდნენ და შეცდებიან, მაგრამ არავის აქვს უფლება სარწმუნოების ნაწილად გაასაღოს საშუალო ხნის რელიგიური მამაკაცის ღამეული ილუზიები. სამწუხაროდ ფონიცა და გამონათქვამებიც სავალალოა. ეკლესია ხელში ჩაიგდო ფსევდოქრისტიანობამ, რომელიც ორიენტირებულია მითებზე, რაც იქნებ იმითაა განპირობებული რომ არაფრი განსხვავებულის თქმა აღარ შეგვიძლია? განა საქართველოს ეკლესიის პირველიერარქს არ ეგების უფრო დიდი კეთილგონიერება? ან იქნებ მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ეკლესიაში ბოლო ათწლეულია ვითარდება? დასკვნა როგორია? მრევლი ბნელია - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, მრევლი მჩხიბავობს - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, მრევლი ექსტრემისტობს - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, მრევლს სისულელეების ეშინია - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, მრევლი გარყვნილია - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, მრევლი განუსწავლელია - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, სასულიერო პირები გაზულუქდნენ - მაგრამ პატრიარქი არაფერ შუაშია, პატრიარქი მამამისის სიზმრებს ნიშებს უგებს - მაგრამ ცხადია ის აქ არაფერ შუაშია... |
death "მეორედ მოსვლის ნიში" Aug 19 2009, 04:07 PM
afxazi death
ასეთი განწყობა... Aug 19 2009, 04:30 PM
death afxazi
ბევრისთვის პატ... Aug 19 2009, 04:50 PM
syd
:კი: Aug 19 2009, 04:57 PM
afxazi death
მაშ ჩემთვის პირ... Aug 19 2009, 04:58 PM
death afxazi
ეგ სიტყვები პა... Aug 19 2009, 05:15 PM
გიორგი death
ყოველთვის ულტრ... Aug 19 2009, 06:19 PM
cinemamu მალე იმ ნიშასთან ც... Aug 19 2009, 06:42 PM
afxazi cinemamu
ერთი ეს შეგვახ... Aug 19 2009, 06:53 PM
cinemamu
ეგ 5 თემა გავხსენი ... Aug 19 2009, 06:55 PM
afxazi cinemamu
ნამეტანი უცხოა... Aug 19 2009, 06:57 PM
cinemamu
უცხო არაა, უბრალო... Aug 19 2009, 07:00 PM
neo
სიკვდილო,
ერთი შე... Aug 19 2009, 07:03 PM
cinemamu ცნობისათვის, მეორე... Aug 19 2009, 07:07 PM
neo და ვაფშე კაცმა რომ ... Aug 19 2009, 07:10 PM
cinemamu neo
ნუ გაცხარდები ეგ... Aug 19 2009, 07:15 PM
ალექსანდრე აფხაზ გეტანხმები ე... Aug 19 2009, 09:00 PM
di_onise death
აი ისე არ გაიგო რ... Aug 19 2009, 09:12 PM
იოანა ცოტა უფრო ზოგადად ... Aug 19 2009, 11:33 PM
ქევანა მომეწონა სიზმარი :r... Aug 19 2009, 11:47 PM
sicher ... Aug 20 2009, 12:01 AM
კანუდოსელი იქნებ ვიღაცამ ამიხ... Aug 20 2009, 12:23 AM
იოანა
იქნებ ვიღაცამ ამი... Aug 20 2009, 01:07 AM
კანუდოსელი
სიზმრის კანონიზაც... Aug 20 2009, 01:11 AM
იოანა
მე არ მითქვამს კან... Aug 20 2009, 01:12 AM
ალექსანდრე კანუდოსელი
მეც ვე... Aug 20 2009, 12:34 AM
კანუდოსელი
მე მაინც მგონია რო... Aug 20 2009, 12:39 AM
გიორგი და ამ ნიშს რა ფუნქც... Aug 20 2009, 12:48 AM
კანუდოსელი
და ამ ნიშს რა ფუნქც... Aug 20 2009, 12:51 AM
sicher ... Aug 20 2009, 01:37 AM
sicher ... Aug 20 2009, 01:59 AM
death აქ ბევრი კომენტარი... Aug 20 2009, 02:04 AM
გიორგი კანუდოსელი
და გაკ... Aug 20 2009, 02:18 AM
sicher ... Aug 20 2009, 02:38 AM
death
შენ მიერ გამოტანი... Aug 20 2009, 02:47 AM
sicher ... Aug 20 2009, 02:55 AM
death
ნამდვილად ურევ თუ... Aug 20 2009, 02:57 AM
sicher ... Aug 20 2009, 03:02 AM
death
პირიქით, საკამათო... Aug 20 2009, 03:29 AM
sicher ... Aug 20 2009, 04:45 AM
კანუდოსელი აქაური უამრავი პოს... Aug 20 2009, 12:33 PM
იოანა
აქაური უამრავი პო... Aug 20 2009, 01:14 PM
neo იცით რა ?
ერთხელ უც... Aug 20 2009, 12:38 PM
კანუდოსელი
იცით რა ?
ერთხელ უც... Aug 20 2009, 12:41 PM
afxazi კანუდოსელი
კანუდო... Aug 20 2009, 12:48 PM
კანუდოსელი აფხაზ, იმედია სწორ... Aug 20 2009, 12:54 PM
afxazi კანუდოსელი
+
:D :D Aug 20 2009, 01:02 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
ასეთი ... Aug 20 2009, 01:04 PM
გიორგი კანუდოსელი
და საი... Aug 20 2009, 01:08 PM
კანუდოსელი
და საიდან ვიციო? ეგ... Aug 20 2009, 01:10 PM
afxazi გიორგი
მეუფე დანი... Aug 20 2009, 01:09 PM
death ახლა ვინე სხვა პატ... Aug 20 2009, 01:40 PM
იოანა
როდესაც იცი რომ ერ... Aug 20 2009, 01:45 PM
death
გიჭირს შენ თუ კაია ... Aug 20 2009, 01:49 PM
იოანა
ბედნიერი ერის პოზ... Aug 20 2009, 01:51 PM
death
ცდები :D
შეიძლება, ... Aug 20 2009, 01:52 PM
იოანა შენ ერის ნაწილად გ... Aug 20 2009, 01:52 PM
მხევალი ნინო death
გაჭირვებულ ერს,... Aug 20 2009, 02:28 PM
sicher ... Aug 20 2009, 02:40 PM
ეკატერინე
ნიშები მართლმადი... Aug 20 2009, 02:42 PM
death .... Aug 20 2009, 02:50 PM
მხევალი ნინო death
ასე მგონია სახა... Aug 20 2009, 02:54 PM
თამარი_ცქნაფო
death
ასე მგონია სახა... Aug 20 2009, 02:56 PM
death
:D გამოდი, თავში არ მ... Aug 20 2009, 03:03 PM
afxazi ისე ზოგ წევრს ვეთა... Aug 20 2009, 03:10 PM
თამარი_ცქნაფო neo
კარგი, დაწყნარდი :... Aug 20 2009, 03:57 PM
მხევალი ნინო neo
რაღაც-რაღაცეებშ... Aug 20 2009, 04:04 PM
sicher ... Aug 20 2009, 04:09 PM
მხევალი ნინო sicher
აქ ჩვეულებრივი... Aug 20 2009, 04:21 PM
sicher ... Aug 20 2009, 04:41 PM
KAIROS რაღაც გამიმართლა ე... Aug 20 2009, 04:43 PM
მაშიკო ჩემი აზრით ეს თემა ... Aug 20 2009, 04:46 PM
neo
+ Aug 20 2009, 05:11 PM
death KAIROS
გაიხარე გეთანხ... Aug 20 2009, 05:28 PM
იოანა მოკლედ, მე კიდევ ერ... Aug 20 2009, 06:00 PM
მხევალი ნინო death
ნუ თუ შენ ვინმე... Aug 20 2009, 06:41 PM
death იოანა
არა ჯვარი თ... Aug 20 2009, 07:16 PM
იოანა
იოანა
არა ჯვარი თა... Aug 20 2009, 07:19 PM
sicher ... Aug 20 2009, 07:29 PM
asmoo თემის არსს ვერ ჩავ... Aug 20 2009, 07:54 PM
მხევალი ნინო death
შენი ავატარი ზუ... Aug 20 2009, 08:08 PM
ეკატერინე მაგარი შეჯიბრია, რ... Aug 20 2009, 08:21 PM
კანუდოსელი
მაგარი შეჯიბრია, რ... Aug 20 2009, 08:55 PM
neo კარგი ნინო, ჩემი ბრ... Aug 20 2009, 08:22 PM
იოანა
მოკლედ ამ კაცმა მი... Aug 20 2009, 08:28 PM
მხევალი ნინო neo
მარტო შენზე არაა... Aug 20 2009, 08:28 PM
asmoo იოანა
მეც:) Aug 20 2009, 08:29 PM
იოანა
იოანა
მეც:)
მგონი მ... Aug 20 2009, 08:30 PM
asmoo იოანა
მადლობა ახალ... Aug 20 2009, 08:32 PM
მხევალი ნინო death
აი პირველი პოსტ.... Aug 20 2009, 08:32 PM
neo მე მაინც ვერ მივხვ... Aug 20 2009, 08:34 PM
კანუდოსელი
რატომ შეხვდება მა... Aug 20 2009, 09:03 PM
ეკატერინე
ეს ციტატა ახლა შევ... Aug 20 2009, 08:47 PM
llaasshhaa ბექა
სამწუხაროა.
... Aug 20 2009, 08:55 PM
sicher ... Aug 20 2009, 08:58 PM
asmoo კითხვები დავსვი და... Aug 20 2009, 09:04 PM
ბექა კანუდოსელი
:lol: :lol: :D :D Aug 20 2009, 09:10 PM
კანუდოსელი
:lol: :lol: :D :D
არ მითხრა, რ... Aug 20 2009, 09:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი