ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
KAIROS |
Jun 21 2009, 03:39 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია 1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია) 2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის 3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას. ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას. სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა. ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ? გულწრფელობა ღირსეულობა ალტრუიზმი უბრალოობა ზრდილობიანობა ტოლერანტიზმი შინაგანი კულტურა იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში. ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jul 4 2009, 12:08 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჰო, ნანა, მე მძიმე შედეგში ეს ვიგულისხმე, რომ 15 კაციდან 14 თვლის, რომ ჩვენი მთავარი ( ანუ საზოგადოების და არა კონკრეტულად ჩვენი) პრობლემა ამპარტავნებაა.
ციტატა ცოტა ზედმეტი ფანტაზია გვაქვს ფანტაზია კარგია, ზედმეტი ზედმეტია, მაგრამ არა მგონია ეგ განეკუთვნებოდეს იმ საშიშ ცოდვებს რაც ზემოთაა, რომანტიზმი კაი რამეა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Aug 21 2009, 11:14 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ჰო, ნანა, მე მძიმე შედეგში ეს ვიგულისხმე, რომ 15 კაციდან 14 თვლის, რომ ჩვენი მთავარი ( ანუ საზოგადოების და არა კონკრეტულად ჩვენი) პრობლემა ამპარტავნებაა. ფანტაზია კარგია, ზედმეტი ზედმეტია, მაგრამ არა მგონია ეგ განეკუთვნებოდეს იმ საშიშ ცოდვებს რაც ზემოთაა, რომანტიზმი კაი რამეა ისა და კაიროს 1. თუ ყველამ (14 კაცმა) დავწერეთ "ამპარტავნება" და ვიგულისხმეთ საკუთარი თავი, და კიდევ თუ ბევრმა მასე დაწერა, ყველა ერთად უვკე საზოგადოება გამოვდივართ 2. ცალკეული ადამიანებისგან შედგება საზოგადოება და თითოეულს რა ცოდვაც აქვს ყველაზე მეტად ის ცოდვა იქნება ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში 3. მე პირადად დავწერე ამპრატავნება ჩემი თავიდან გამომდინარე და რასაც ვუყურებ ქართველებში იქიდან ზოგადად ერია ამპარტავნებაში ჩავარდნილი თან ყოვლად უაზრო და მარაზმულში, რა გვაქვს საამპარტავნო ვინმემ მითხრას რააა, რა გავქვს ამისთანა რაც სხვა ერს არ აქვს? თუ მეტყვით მართალი სარწმუნოებაო, ჰა მასე რუსებს, სერბებს, ბულგარელებს, კვიპროსელებს, უკრაინელებსაც აქვთ, და რომ გვაქვს ეს მართალი სარწმუნოება რამე საქმით ჩანს? თუ მეტყით სტუმართმოყვარეობაო , მაგაზეც გეტყვით რომ ეგ სტუმართმოყვარეობა ფარისევლობაში და ძლიერის წინაშე დახრაში გადაგვეზარდა თუ მეტყვით ტრადიციებიო, ბევრი მათგანი სრული უაზრობაა და რაც კარგი იყო ისიც დეგრადირდა თუ მეტყვით სიყვარულიო, ეს ნამდვილად დავკარგეთ და საერთოდ ამპარტავნება ყოვლად უაზრო და მარაზმი ცოდვაა, რადგან თავს წარმოგაჩენინებს იმაზე გაცილებით უკეთ რაც ხარ, აქედან გამომდინარე ხდები ფარისეველი, მატყუარა, უსამართლო, ამბიციური და საბოლოო ჯამში არაფერს წარმოადგენ ასე ვართ ჩვენც, რეალურად არაფერი გვაქვს საამაყო, არაფერი გვაქვს განსაკუთრებული და მაინც ამხელაზე გვაქვს ცხვირები აწეული, ცას გვინდა მივაწვდინოთ და მოდით ვაღიაროთ ქართველებს გვიყვარს ეს საშინელი ცოდვა "ამპარტავნება' არ გვინდა თავის დანებება და ვერ ველევით, მწარედ ვართ ჩაფრენილები და არ გვინდა ხელიდან გავუშვათ თითქოს ეს იყოს ჩვენი გადამრჩენელი აი ასე რააააა, არაფერ შუაში ფანტაზია, ესააა რეალობა ფანტაზიაში კი ის ხალხია ვინც ფიქრობს რომ "ოოF მოიცა რა, რა ამპარტავნება, მდებარეობის ბრალია, უკულტურობის ბრალია, რუსეთის ბრალია, სააკაშვილის ბრალია, იმის ბრალია ამის ბრალია, ოღონდ არა ჩემი" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი