![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ზოგიერთი დიდი დღესასწაული (ათორმეტთაგანი) სახელმწიფოს მიერ დასვენებად არაა გამოცხადებული, რაც მორწმუნეებს უხერხული არჩევნის წინაშე აყენებს - ან სამსახური უნდა გააცდინონ, ან წირვა. არადა ზოგი საერო დღესასწაული დასვენებაა.
რა წყალობას უნდა ელოდოს ღვთისგან ქვეყანა, სადაც ათი მცნებიდან ერთ-ერთის დარღვევა კანონითაა დადგენილი? არა მგონია, რომ ამის შეცვლა დიდ სირთულეს წარმოადგენდეს. უყურადღებობის ბრალია ალბათ, აქამდე რომ არ მიეხედა ამ საქმეს. იქნებ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებამ რამე მიმართვა გაგზავნოს სადაც საჭიროა? -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
manuchari |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 17-August 09 წევრი № 7,389 ![]() |
ციტატა უქმე დღეებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსი. თუმცა, როგორც უპირატეს იურიდულ აქტში, კონსტიტუციურ შეთანხმებაში არის აღნიშნული, რომ 12-ვე დღესასწაული უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.ამდენი რელიგიური დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს არ აქვს სახელმწიფო რელიგია, სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს ევროკავშირის დირექტივებთან რელიგიის შესახებ. ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება.ამის გარდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების თანახმად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ უფლება ამ დღესასწაულების ნაცვლად ისარგებლონ თავიანთ რელიგიურ დღეებში უქმე დღით. ამას სჭირდება ყველა მათგანის თანხმობა.კიდევ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი 12-დღესასწაულთაგანი (სამწუხაროდ!) არ არის საერთო-ეროვნული დღესასწაული და მის შესახებ არაეკლესიურმა ხალხმა ცოტა იცის. ამიტომ, ასეთი დღესასწაულის საყოველთაო უქმე დღედ გამოცხადების ნაცვლად შესაძლებელია გაიწეროს იმგვარი უფლება, რომ მორწმუნე ადამიანს (რელიგიის მიუხედავად) შეეძლოს მისთვის სასურველ დღეს დაისვენოს და ამის თაობაზე წლის დასაწყისში აცნობოს დამსაქმებელს.ეს თეორიული ბაზა და პრაქტიკულად კიდევ უამრავი სამუშაოა განსახორციელებელი.მგონი გასაგებად დავწერე, ძმაო. გასაგები არაფერია გაუგებარი გმერთი შენკენ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი