მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება |
ზებედე |
Feb 19 2007, 08:38 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება შესაძლებელია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელი-ქალი? ეს კითხვა ერთ-ერთი უმთავრესი იყო ბრატისლავაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: “ქალის როლი თანამედროვე მსოფლიოში – მართლმადიდებლური ხედვა”. სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აზრით, ქალი მართლმადიდებელი მღვდელი ვერასდროს გახდება. “ჩვენთან მღვდლის ტიპოლოგია არსებობს. მოძღვარი იესო ქრისტეს მსგავსი უნდა იყოს: მის მსახურებაში კი გრძელდება ქრისტეს მსახურება, იესო ქრისტე კი კაცი იყო”, - შენიშნა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ. ქალებს კი, მისი თქმით, ღვთისმშობლის ტიპოლოგია შეესაბამება. ქალის როლი ეკლესიაში, კაცის როლთან შედარებით, ისტორიულად ნაკლებ მნიშვნელოვანი და ღირსეული არ ყოფილა. (?!. რედ.) მიუხედავად ამისა, ლიტურგიულ ფუნქციას მოციქულთა მემკვიდრეობით ყოველთვის ასრულებდნენ და ასრულებენ კაცები. “ამიტომ ქალის სასულიერო ხარისხში აყვანის საკითხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ დამდგარა”, - დასკვნის სახით განაცხადა მიტროპოლიტმა და დაამატა, რომ ამ პოზიციას მსოფლიოს 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს. კონფერენციაზე განსხვავებული მოსაზრებით გამოვიდა ლიტვის პარლამენტის დეპუტატი, მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრი ვლადიმერ ორეხოვი. მისი აზრით, არავის აქვს უფლება აუკრძალოს ქალებს კაცებთან ერთად ემსახუროს ღმერთს. “თუ ღმერთმა დააჯილდოვა წინასწარმეტყველების, შორსმჭვრეტელობის ნიჭით, მდიდარი სამეტყველო შესაძლებლობით, რატომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს შეხედულებას ქალის შესაძლებლობის შესახებ იყოს მოძღვარი, გაავრცელოს ღვთის სიტყვა, იქადაგოს, მიიღოს აღსარება”, - განაცხადა ორეხოვმა. კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა არ ეთანხმება წინადადებას ქალის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ, ამის მიზეზი კი რიგი ფიზიოლოგიური და საღვთისმეტყველო საკითხებია. ეს იდეა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციებს, - აღნიშნავდნენ კონფერენციის მონაწილეები. კონფერენცია ორგანიზებული იყო მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის საერთაშორისო ფონდისა და სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. საქართველოდან მას არავინ დასწრებია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწვევა არ მიუღია. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მნათე |
Feb 19 2007, 08:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ტიტეს მიმართ ეპისტოლე.
"5. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: 6. რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. 7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მონისაჲ, (და არა მხევალი) ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, 8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, 9. სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ. 10. რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი, " პირველ ეპისკოპოსებად ითვლებიან წმიდა და ყოვლადქებული თორმეტი მოციქული, რომლებმაც ხელდაასხეს ხუცესთ, და გამოირჩიეს დიაკონნი (!) არც ერთი მათგანი არ ყოფილა "სუსტი სქესის" წარმომადგენელი. ამასთან სასულერო პირი ქრისტეს ხატებაა, გამომდინარე ქრისტეს ღმერთ(მამა)კაცობრივი ბუნებისა იგი ვერ იქნება ქალი..... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 06:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი