განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
Diversity |
Aug 30 2009, 09:33 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა კი გეთანხმები... და მიკვირს ის რომ რატომ ხდება ხოლმე ადამინი რომ ვერ უძლებს განსაცდელს და სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს რისი ბრალი უნდა იყოს? მცირედმორწმუნეობის? და ვერც იმას ვერ ვხვდები მორწუნეს რატომ აქვს მეტი განსაცდელი და ურწმუნოს კი შეიძლება საერთოდაც არ მოუვლინოს უფალმა განსაცდელი.... ღმერთმა გაშოროს განსაცდელი, მაგრამ ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს განსაცდელში არ აღმოჩენილხარ არც თქვენი ლოგიკაა ბოლომდე გამართლებული მე მაინც მაქვს ხოლმე განსაცდელი ჩემი მცირედმორწმუნოების მიუხედავად და მორწმუნეებზე მეტიც... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი