ვიმარხულოთ თუ არა მარიამობას, პატრიარქის ლოცვაკურთხევასთან დაკავშირებით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიმარხულოთ თუ არა მარიამობას, პატრიარქის ლოცვაკურთხევასთან დაკავშირებით |
დეკ. ირაკლი |
Aug 29 2009, 08:11 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
23 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით(რადგანაც პარასკევი დაემთხვა)საკვირაო ქადაგების დროს, ლოცვა- კურთხევა მისცა მრევლს რომ,ვინაიდან საქათველო დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ეს დღესასწაული ყოფილიყოს ხსნილი ყოვლითურთ(ანუ სრულიად).
http://www.link.ge/file/278650/PATRIARQIS-...-09-1-.flv.html ხოლო მარიამობის წინა დღეს,საღამოს მსახურების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ,სადაც მსახურებას აღასრულებდა პატრიარქი,პროტოპრესვიტერმა მორწმუნე მრევლს გამოუცხადა რომ ,ვისაც შეეძლო ემარხულა და ვისაც არა გაეხსნილებინა. 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებაზე ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უხსენებია.http://www.link.ge/file/279129/28-08-09.flv.html უმორჩილესად გთხოვთ დაწერეთ მხოლოდ თქვენი აზრი,ვიმარხულოთ თუ არა? |
ლია |
Aug 31 2009, 06:42 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 5-March 08 წევრი № 4,093 |
23 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით(რადგანაც პარასკევი დაემთხვა)საკვირაო ქადაგების დროს, ლოცვა- კურთხევა მისცა მრევლს რომ,ვინაიდან საქათველო დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ეს დღესასწაული ყოფილიყოს ხსნილი ყოვლითურთ(ანუ სრულიად). http://www.link.ge/file/278650/PATRIARQIS-...-09-1-.flv.html ხოლო მარიამობის წინა დღეს,საღამოს მსახურების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ,სადაც მსახურებას აღასრულებდა პატრიარქი,პროტოპრესვიტერმა მორწმუნე მრევლს გამოუცხადა რომ ,ვისაც შეეძლო ემარხულა და ვისაც არა გაეხსნილებინა. 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებაზე ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უხსენებია.http://www.link.ge/file/279129/28-08-09.flv.html უმორჩილესად გთხოვთ დაწერეთ მხოლოდ თქვენი აზრი,ვიმარხულოთ თუ არა? მშვიდობა მამაო, პატრიარქმა კურთხევა მოგვცა და თქვა გარკვევით, რომ ხსნილია სრულიად. ეს არის უმაღლესი იერარქის კურთხევა და შესაბამისად ყველას ეხება, ერსაც და ბერსაც. პატრიარქმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მთავარი პრობლემა "ჭამაში" არ არის, არამედ იმის გააზრებაში, რისთვის აკეთებ ამას, რატომ მარხულობ, ეკლესიაში რატომ დადიხარ. ერთი და იგივე რატომ უნდა ეთქვა ორჯერ, ან სამჯერ. მეორეა, რამდენად "ეთანხმებიან":) მორჩილება მარტო ერისკაცს არ ეხება. ამიტომ არის ხალხში ასეთი დაბნეულობა, ვის დაუჯერონ ვერ გაუგიათ, საკუთარ მოძღვარს, თუ პატრიარქს...... პ.ს. ისე რომელი იქნებოდა სწორი????????? ჩემი აზრით, თუ პატრიარქი იძლევა კურთხევას, მაშინ სასულიერო პირიც უნდა დაემორჩილოს, ანუ მრევლს აცნობოს ამის შესახებ და დანარჩენს თვითონ ადამიანები გადაწყვიტავენ იმარხულონ თუ არა, ზოგი მარხვის შემდეგაც არ იღებს ხორცს, ეს ინდივიდუალურია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი