ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
მნათე |
Aug 20 2006, 12:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .
საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი" და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . . ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Sep 7 2006, 10:15 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გაუმაჯოს მომწონს თქვენი მსჯელობა, მაგრამ ერთი რა მინდა ვთქვა: რომ განსჯით ხალხს, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ, რატომ იმას არ განსჯით რატომ წავიდნენ? რატომ გადაჯიშდნენ? რატომ გახდნენ პროსტიტუციონერები? იცი ბევრს უბრალოდ ცხოვრებამ აიძულა ასე მოქცეულიყო, ბევრს ისევ და ისევ ქართველებმა შეაძულეს საქართველო თავიანთი ქმედებით და რა ვიცი კიდევ რამდენი მიზეზი არსებობს იმისა რომ ზოგმა დაივიწყა ქართველობა... გეთანხმებით ბევრმა მიზეზების გარეშე დაივიწყა ქართველობა, მაგრამ ბევრს შეიძლება ჰქონდა მიზეზი... იცი საერთოდ როცა არ გამოგიცდია ადამიანს ესა თუ ის მდგომარეობა(ვგულისხმობ იმ მიზეზებს რატოც დატოვეს საქართველო ქართველომა ემიგრანტებმა), არ არის სწორი რომ სასტკად განსაჯო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ ქართველების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში არიან, შინაგანად ქართველები არ არიან და გადაჯიშდნენ ქართველებს ორი ათასი წლის მანძილზე მტერი არ გვასვენებდა და მაინც მედგრად ვიდექით, მაშინ მთავარი ეროვნულობა იყო და არა სოციალური პრობლემები, მრცხვენია, როცა აქცია ამის გულისთვის ეწყობა, ეს ყველაფერი ხასგადასმაა ყოველივე ძველისადმი, თუ ისინი იტანდნენ რატომ არ უნდა ავიტანოთ ჩვენ როდესაც მათზე ათასჯერ უკეთ ვცხოვრობთ? პროსტიტუციას არ აქვს გამართლება! სანამ ცოდვას დადებითი კუთხით შევხედავთ მაცხოვარი გავიხსენოთ რომელიც ამ ცოდვის ამოძირკვისთვის ყველაზე საშინელი სიკვდილით მოკლეს. . . . მდგომარეობა გასათვალისწინებელია მაგრამ დარწმუნებული ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი არ წავა სამშობლოდან ამ მიზნით, მათ ღმერთი არ სწამდათ და თუ ბედნიერები არ იყვნენ ნუ დაადანაშაულებენ ღმერთს! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი