როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
neo |
Sep 6 2009, 03:08 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მოყვასის ნაკლოვანაბების დათმენა ალბათ თავდმაბლობიდან გამომდინარეობს, თავმდაბლობას კი ხელს უწყობს საკუტარი ნაკლოვანებების შეცნობა, საკუტარი ნაკლოვანაბების შეცნობა კი შესაძლებელია მხოლოდ დამ მხოლოდ ცნებების დაცვის მცდელობით...
ლოგიკა მარტივია ადამიანი იწყებს ცხოვრებას წმინდა წერილის და ეკლესიის გადმოცემების მიხედვით => თავიდან თვლის რომ მარტივია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს თავის თავში უამარავ ავადმყოფობას და იწყებ ნელნელა მკურნალობას => ამავე დროს ვინაიდან ხვდება რომ თვითონ უამრავი ნაკლი აქვს უქრება საბაბი სხვების ნაკლოვანებების გაკრიტიკებისა. რაც უფრო და უფრო წმინდა ხდბე ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი სრულყოფილების წრეწირი და მით უფრო მეტი შეხების წერტილი უჩნდება სრულყოფილების უსაზრვრო შესაძლებლოებთან... მით უფრო ხვდება ცოდვილია და სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს არის. შედეგად რაც უფრო თავმდაბალია, და სრულყოფილია მით უფრო მომთბენია. მაგრამ ვეტანხმევი გენეზის რომ ,,ზოგჯერ ტქმა ჯობს არა ტქმასა"... გააჩნია მომენტს და რეალურ მოტივს. ციტატა neoმართალია შენი ავატარი ძალიან არ მხიბლავს და არცთუ მოსაწონ ასოციაციას მიყალიბებს შენზე, ჰო ბევრია მაგაში უარკოფიტი... და შეიზლება ასოციაცია მოსაწონი არ არის, მაგრამ სწორია... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 10:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი