ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
fsevdopodia |
Mar 30 2008, 01:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 3-March 08 წევრი № 4,068 |
მაინტერესებს ერთი რამდენად უახლოვდება მართლმადიდებლობას ფსიქოლოგია თუნდაც ფსიქიატრია,ნევროლოგია... და ყველა ის დარგი რაც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული. საინტერესოა თქვენი აზრი როგორც ჩემზე უფრო მართლმადიდებლების. ფსიქოლოგია რელიგიას მოიცავს თუ პირიქით? უჯერებთ ფსიქოლოგებს?
|
ნონა |
Sep 9 2009, 01:40 PM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ფსიქოლოგთან ურთიერთობა ცხადია თავისთავად არამართლმადიდებლურ საქციელად არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ...
საკითხავი ისაა რატომ მივდივართ ფსიქოლოგთან? (!) და ვინაა ფსიქოლოგი, როგორც გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი სუბიექტი? თუ მიხვალ ფსიქოლოგთან რათა დაძლიო ბარიერი, რომელიც არსებობს ვთქვათ მამაოსთან ურთიერთობაში გახსნილობის ხარისხის თვალსაზრისით, ცხადია არ იქნება აქ არაფერი არამართლმადიდებლური. თუმცა თუ ფსიქოლოგი მიმართავს კონსულტაციას არა დაძლევის არამედ როგორც პრობლემის უარყოფის მიზნით, ეს უკვე განსხვავებული (მართლმადიდებლობისაგან) იდეოლოგიის გავლენით ''მკურნალობაა". ერთი ანეგდოტი მახსენდება ახლა ფსიქოლოგისა და პაციენტის ურთიერთობაზე ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს და ერთურთის მოკითხვის შემდეგ გაარკვევენ რომ ერთერთს ფიზიოლოგიური პროცესების შეუკავებლობა აწუხებს, რაზეც მეგობარი ურჩევს ფსიქოლოგს მიმართოს... მომდევნო შეხვედრისას როცა მრჩეველი კვლავ დაინტერესდა მეგობრის მდგომარეობით და კითხა ახლა კიდევ გაწუხებსო, პასუხად მიიღო: კი ისევ ვერ ვახერხებ შეკავებას, მაგრამ ახლა უკვე ვვამაყობ ამითო... სავალალოა, მაგრამ ასე ბევრი ფსიქოლოგი ''უმაღლებს თვითშეფასებას" პაციენტს. და როცა ფსიქოლოგთან მივდივართ იმიტომ რომ ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, თუ როგორ მოვიპოვოთ დომინანტის როლი მეგობრებში, ან კოლეგებს შორის... როცა საუბარი ეხება საყვარლის ძროხა ცოლისათვის ადგილის მისაჩენად სტრატეგიების გამორკვევას (უკაცრავად გამოთქმებისთვის)... როცა ''ვაგვარებთ'' საკუთარ ზედმეტად დამთმობ ხასიათს (რაც ერთერთი დიდი სათნოებაა)და ა. შ... ეს უკვე იმთავითვე არაქრისტიანული მიზნებია და ფსიქოლოგის წმინდა სამედიცინო მიდგომა კიდევ უფრო მეტად აცდენს ადამიანს ჭეშმარიტებას... ასეტ სიტუაციებში მხოლოდ ფსიქოლოგიური განათლება ვერ უშველის ადამიანს... სულიერების მაღალი რანგი ნამდვილად მოეთხოვება ფსიქოლოგს, ისევ და ისევ სრულფასოვანი კონსულტაციების საწარმოებლად -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი