![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მოკლედ მეგობრებო მომინდა ასეთი სათაურით თემის გახსნა.
არსებობს ისეთი ინტერნეტ გვერდები სადაც საქმიანი იდეები იწერება ხოლმე. ერთ-ერთ მათგანზე მეც ვწერ. მოკლედ გამიჩნდა მოსაზრება რომ, კარგი იქნება თუ ასეთ იდეებს ერთმანეთს გავუზიარებთ. მე გადმოვიტან იქ დაწერილ ისეთ იდეებს რომელში ჩემი წვლილია. დანარჩენს ლინკს დავდებ და ვისაც გსურთ შეგიძლიათ ეწვიოთხოლმე. -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება რაც დავიჭირე, ჩემი აზრით შრომის კულტურაა…წარმოიდგინეთ ევროპული სამუშაო დღე. დილით ადრე დგებით, სამსახური გათენებიდან ერთ საათში იწყება, შუადღით ჩვეულებრივ ისვენებთ, საღამოს კი მუშაობა ძალიან ადრე მთავრდება… ჩვენ რეალობასთან ხაზი რომ გავავლოთ… წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება სამუშაო დღე საქართველოში 7-ზე რომ იწყებოდეს და 4-ზე მთავრდებოდეს…ერთ-ერთი სტატისტიკური კვლევის თანახმად ქართული მოსახლეობის 72%-ი თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს… საღამოს 8 საათისთვის სახლში მისული ადამიანი გადაღლილია, დასვენების შემდეგ კი უკვე 10 საათია, ღამეა, გარეთ ვეღარ გადის და მისი ყველაზე კარგი მეგობარი ტელევიზორი ან კომპიუტერი ხდება… შემდეგ ფილმებს შეყოლიებული ხშირად ღამის 2 საათამდე ტელევიზორთან ან ინტერნეტ მეგობრებთან ზის დილით კი დღის ყველაზე პროდუქტიულ საათებს ძილში ატარებს… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… აღარც სპორტი, აღარც სწავლა, აღარც საქმეები, არც მეგობრები და არც ადამიანური დასვენება… ყველაფერი ,,შაბათ-კვირას” უნდა მოასწრო…ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება რომ სამუშაო საათებმა გადაინაცვლოს?უპირველეს ყოვლისა ადამიანები მოწყდებიან ტელევიზორებს და კომპიუტერებს, გამოვლენ შენობებიდან, დროს ერთად გაატარებენ, საჭიროების შემთხვევაში უამარავ პირად საქმეს მოასწრებენ, უფრო აქტიურად ივლიან სპორტზე, ისწავლიან უცხო ენებს, დაისვენებენ პარკებში და სხვადასხვა ცენტრებში…ერთი სიტყვით დახარჯავენ უფრო მეტს. უფრო მეტი ხარჯის გაწევა კი უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს სხვისთვის, რომელიც ასევე ხარჯავს… და ამ გზით ეკონომიკას ძალიან მძლავრი სტიმული ეძლევა… წარმოიდგინეთ თითო ადამიანმა 10%-ით რომ გაზარდოს თავისი ხარჯი, რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე?გამოთავისუფლებული დღის გამო უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკლესიაში, უფრო მეტი ადამიანის ზნეობრივ კულტურული შემეცნება ამაღლდება, უფრო მეტი ადამიანი გახდება პატრიოტი, პატიოსანი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული და სულიერად ამაღლებული… აბსოლუტურად გეთანხმები. 6 საათზე გვიან არ უნდა დგებოდეს ადამიანი და რამხელა ცვლილებები მოაქვს ადრე ადგომას ეს პირადი პრაქტიკიდანაც ვიცი და თეორიულად კი ამის სერიოზული არგუმენტაცია არსებობს აიურვედაში, ასტროლოგიაში, იოგაში და რა თქმა უნდა ღვთისმსახურებაში. тот кто рано встает, таму бог дает ![]() 6-დან 10 საათამდე ის პერიოდია, როცა ადამიანი ყველაზე კარგად მუშაობს გონებრივად, განსაკუთრებით აქტიურდება ამ დროს გრძელვადიანი მეხსიერება და მაგ დროს სწავლა ყველაზე ეფექტურია. 10-2 საათამდე ჭამის დროა და ტვინი ცოტა ჩლუნგდება, 2-6 საათებში კი ისევ აქტიურდება (თუმცა ამ დროს ფიზიკური მუშაობა უფრო ეფექტურია). საღამოს 9-10 საათი კი ყველაზე კარგი დროა ძილისთვის იმიტომ რომ 12 საათამდე ძილის დროს გონება ისვენებს და ამ დროს 1 საათის ძილი უდრის 12-ის შემდეგ 2 საათის ძილს, 12-ის მერე გონება ნაკლებად ისვენებს და ისვენებს უფრო ფიზიკური სხეული. 9 საათზე დაძინების მერე 5-6 საათი ძილი აბსოლუტურად საკმარისია ზრდასრული ნორმალური ადამიანისთვის. ღამის 3-5 საათამდე შუალედს წმინდანების დროს ეძახიან და ეს დრო ყველაზე კარგია ლოცვისთვის და სულიერი პრაქტიკისთვის. ამ რეჟიმის სასწაულმოქმედ ძალას სანამ არ გამოცდი ძნელია დაჯერება, თავიდან რთულია, მაგრამ მერე ავტომატივით ეწყობა ყველაფერი. მოკლედ შრომის სწორი განაწილების ყველაზე ეფექტური საშუალება დროის სწორი განაწილებაა, მერე მოდის სწორი კვება (აქ შევჩერდები ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი