![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მართლმადიდებლობაში ეს ორივე ცნება გვხვდება და ორივეს ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათ შორის არის შინაარსობრივი განსხვავება. ჩემი აზრით უფრო სწორი იქნება ვიხმაროთ სიტყვა მსახური, რადგან მსახურება უფრო გაცნობიერებული მოქმედებაა, ხოლო მონა გაუცნობიერებელს და იძულებითს უფრო გავს. თქვენი აზრი მაინტერესებს.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი. საკითხის არსის ვერ გაგება იმთავითვე არასწორი შეხედულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირდაპირი, ამქვეყნიური გაგებით ცხადია მონობა არასასიამოვნო ცნებაა და ის უარყოფით რეაქციას იწვევს ყველა ადამიანში. მაგრამ ქრისტიანული რელიგიის ჭრილში ხმარება ამ ცნებისა აუცილებლად მოითხოვს შესაბამის მიდგომას. მონა ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვა პიროვნებამ იყიდა და თავის მფლობელობაში მოაქცია, ანუ გამოისყიდა ასევე სხვა პიროვნებისგან, რომელსაც ეს მონა ეკუთვნოდა და თავის მფლობელობაში მოაქცია. ესაა ვიწრო და მშრალი გაგება მონობის, როგორც უარყოფითი მოვლენისა. მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობას, უფრო სწორად რატომ იხმარება მონობა ქრიტიანობაში არა უარყოფითი გაგებით. მოგეხსენებათ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ პირდაპირი გაგებით მონა გახდა ცოდვისა, ანუ მას თავისუფლება წაერთვა და იგი მჭიდროდ დაუკავშირდა ცოდვას, ისე რომ მისგან გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა მას. მაგრამ მაცხოვარმა თავისი განკაცებით გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლით ამ მონობისგან, ცოდვის მონობისგან, ანუ მაცხოვარმა გვიყიდა და დაგვამონა სიკეთეს (რაზეც თუ არ ვცდები პავლე მოციქულიც საუბრობს), ცხონებას, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ცხონდება, საჭიროა თავისუფალი ნება, რომ ადამიანის ცხონება შედგეს. მხოლოდ ამ გაგებით თუ შეიძლება ჩვენ ვიხმაროთ მონობის ცნება ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რომ გამოსყიდულნი ვართ ცოდვისგან ქრისტეს მიერ, რომ გამომსყიდველი ჩვენი მეუფეა, რომელიც ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს პიროვნებაზე არამედ აძლევს მას საშუალებას თავისუფლად ქმედებისა. შესაბამისად ამ "მონობაში" (შეგნებულად ვსვამ უკვე ბრჭყალებში) აღვასრულებთ ჩვენ უფლის მსახურებას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი