ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
მნათე |
Aug 20 2006, 12:36 AM
პოსტი
#601
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .
საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი" და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . . ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Sep 7 2006, 11:40 AM
პოსტი
#602
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ბევრს ისევ და ისევ ქართველებმა შეაძულეს საქართველო ამ აზრს ვერასდროს გავიგებ, არათუ დავეთანხმები როგორ შეიძლება ვინმემ საქართველო შემაძულოს... სამშობლოს სიყვარული ხომ არც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და არც სოციალურ პირობებზე... ის გაცილებით უფრო ღრმადაა გულში (თუ საერთოდ არის, რა თქმა უნდა). საქართველოში დღევანდელზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ყოფილა, მაგრამ ამდენი ხალხი არასდროს გაქცეულა, და თუ ვინმე იძულებული იყო წასულიყო, ნოსტალგია კლავდათ... ძალიან მაინტერესებს საიდან გაუჩნდათ დღეს სამშობლოს ასეთი სიძულვილი? (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) და კიდევ ერთი: თუ ეგ გამართლებაა, მაშინ ჩვენც ხომ იგივე პირობებში ვართ, რატომ მე არ შევიძულე საქართველო? სხვა საქართველოში ვცხოვრობ, თუ როგორაა საქმე? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი