![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში " როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ჩემი აზრით მკვდარია რწმენა რომელიც თავის ასახვას საქმეში არ ჰპოვებს. ბევრი ქართველია დრეს თავისი თავი მართმადიდებელი რომ გონია...
მაგალითად ჩემი ბევრი მეგობარი ძალიან მაღალფარდოვანი სადღეგრძელოებით გამოდიან ხოლმე როცა საკიტხი რწმენას ეხება... გარწმუნებენ რომ მათ სულით ხორცამდე წამთ... მაგრამ რომ შეეკიტხები აბა რას აკეთებ ისეთს რაც რწმენას დაასაბუთებდათქო ყურებს ჩამოყრიან... ამბობე ქრისტესი მწამსო, შე კაი ადამიანო ქრისტემ გითხრა რომ იღუპები და თავს უშველე, შეინანეო... და შენ არ აკეთებ ამას... ესეთი რწმენა იცით რას გავს ? აი, კაცმა რომ გითხრას გაიქეცი შენობაში ცეცხლია და თავს უშველეო, და შენ უპასუხო, კი მჯერა შენი, კარგად მესმის რასაც მეუბნები, აბსოლიტურად დარწმუნებული ვარო... მაგრამ ტელევიზორის ყურება გააგრძელო... ცოცხალია რწმენა რომელი ადამიანში რეალურ სულიერ მეტამორფოზას იწვევს... როცა დამიანი ,,იცვლის ფერს" და ნათთდება ტანდატან, თუნდაც გარე თვალისათვის შეუმჩნევლად, და თავისი თავისთვისაც შეუმჩნევლად... როცა მთელი სულით და ხორციტ ჯერა ჯვარცმული ქრისტესი... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი