IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქმიანი იდეები, ხელი შევუსწოთ დადებიტ ცვლილებებს ქვეყანაში
neo
პოსტი Aug 18 2009, 10:27 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მოკლედ მეგობრებო მომინდა ასეთი სათაურით თემის გახსნა.
არსებობს ისეთი ინტერნეტ გვერდები სადაც საქმიანი იდეები იწერება ხოლმე. ერთ-ერთ მათგანზე მეც ვწერ.

მოკლედ გამიჩნდა მოსაზრება რომ, კარგი იქნება თუ ასეთ იდეებს ერთმანეთს გავუზიარებთ. მე გადმოვიტან იქ დაწერილ ისეთ იდეებს რომელში ჩემი წვლილია. დანარჩენს ლინკს დავდებ და ვისაც გსურთ შეგიძლიათ ეწვიოთხოლმე.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
neo
პოსტი Sep 13 2009, 03:02 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მოკლედ მეორე იდეა.

ჩემი მეგობარი წერს სტატიას, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, მინდა რომ დავეხმაროთ. ქვემოთ სტატიის დრაფტს დავაგდებ და თქვენ დაწერეთ შენიშვნები...

ჯერ ეს ნახეთ:
IPB-ს სურათი

ართული სოფლის მოდელი

სტატიაში ასახულია იდეა, იმის შესახებ თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ქართული სოფლის მეურნეობის სწარფი აღორძინებისათვის.
იდეა ეფუძნება მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ში ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ შემუშავებულ პროგრამას (ნიუ დილ), რომლის მიზანიც ეკონომიკის მძაფრი კრიზისიდან გამოყვანა იყო. რა თქმა უნდა აქ არ წერია ზემოთ ნახსენები პროგრამის კოპირებული ვარიანტი. ჩვენ გავიაზრეთ თუ რა საერთო ჰქონდა პროგრამას საქართველოს რეალობასთას, რის შემდეგაც ამერიკულმა ვარიანტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
გარდა ამისა ვიაზრებთ რომ სახელმწიფო დღეს დგავს მიზანმიმართულ ნაბიჯებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, თუმცა ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს და შესაძლებლობებს, რაც პრინციპში გახდა ამ სტატიის დაწერის ძირითადი მოტივი.
2008 წლის მონაცემებით საქართევლოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის ღირებულებამ 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის ღირებულებას მთითქმის 5 ჯერ აღემატება. ჩვენი აზრით მარტივი ცვლილებების განხორციელებით სახელმწიფოს შეუძლია ამ ციფრების ურთიერთშეფარდება პირუკუ დააყენოს.


(აქ უნდა დავიწყოთ სტატისტიკური ინფორმაციით, რომელიც ასახავს იაფი კრედიტების მასსტაბებს, და პრობლემურების წილებს)
რა თქმა უნდა ფინანსური რესურსის ნაკლებობა დღეს არის სოფლის მეურნებობის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს დეფიციტი გამოწვეულია სხვა უფრო ღრმა მიზეზებით, კერძოდ ესენია:
1. განათლების დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირებაში;
2. განათლების დეფიცითი სოფლის მეურნეობის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში;
3. ზედმეტად მაღალი კონკურენცია ფერმერებს შორის, თვითღირებულებაზე დაბალი ფასები;
4. სადაზღვევო სისტემის მხარდაჭერის არ არსებობა მაღალი რისკების გამო.
ზემოთ ნახსენები ფაქტორები განაპირობებენ სოფლის მეურნეობაში ბზინესის არამომგებიანობას, რაც შემდგომში ძირითადი ფაქტორია, რომელიც წინ ეღობება დაკრედიტებისა თუ ინვესტიციების მოზიდვის ამოცანას.

განათლების დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირებაში
უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია რომ სოფლის მეურნება დღეს განიცდის თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს განათლების მქონე ადამიანების სერიოზულ დეფიციტს. პრობლემა მდგომარეობს არა კრედიტის გამცემი ინსტიტუტების მუშაობის არაეფექტიანობაში არამედ, თვითონ კრედიტის მსურველი პირების უუნარობაში - სწორად დაგეგმონ და დააბანდონ ფული, რის შედეგადაც შეძლებდნენ კრედიტის დაბრუნებას.
სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი ბიზნესია, და მასში მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება შევადაროთ ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლას. იმისათვის რომ მიზანი მიღწეული იქნას საჭიროა კარგი დამიზნება, - გასროლის შემდეგ ტყვიას მიმართულებას ვეღარ შეუცვლი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ბიზნესმა რომ წარმატებით იარსებოს საჭიროა გრძელვადიანი ფინანსური და მარკეტინგული გეგმების ფორმირება პროფესიონალების მიერ. ბიზნესი დასაწყისშივე მომგებიანად უნდა დაიგეგმოს.
დღეს გლეხები ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, შესაბამისად არცერთი ბანკი არ აფინანსებს ასეთ საქმიანობას. ასევე იზღუდება იაფი კრედიტების პროგრამის მოქმედების არიალი.
(აქ გვინდა ფინანსური განატლების არ ქონის გამო გამაზული გადაწყვეტილებები)

განათლების დეფიციტი ტექნოლოგიებში:
მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ხელს უშლის დაკრედიტებას და განაპირობებს ბიზნესის წამგებიანობის მაღალ ალბათობას არის განათლების დეფიციტი სოფლის მეურნეობის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ქართველი გლეხის კაპიტალის, მიწისა და საქონელის წარმადობა დღეს უკიდურესად დაბალია, და ამის მიზეზი მარტივი გაუნათლებლობაა.
(აქ გვინდა მაგალითები ტექნოლოგიური კრახების შესახებ)
მიუხედავად იმისა რომ დღეს აქტიურად დაიწყო საკონსულტაციო ცენტრების ფორმირება, რომელთა მიზანია სწორედ ასეთი განათლების დეფიციტის აღმოფხვრა, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. ამის მიზეზია:
(აქ გვვინდა სწორი არგუმენტები)

გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები
ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რაც დღეს სოფლის მეურნეობის მომგებიანობას ზღუდავს ესაა გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც საფუძვლად უდევს ხელოვნურად შექმნილი მაღალი კონკურენცია გლეხებს შორის. გლეხები დღეს არ ფლობენ არავითარ ძალას, აკონტროლონ თავიანთი ფასები. ხოლო ერთეული თითქმის მონოპოლისტი შემსყიდველები აიძულებენ მათ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ თვითღირებულებაზე დაბალ ფასებშიც კი.
აღსანიშნავია რომ ანალოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით რუზველტმა სპეციალური დეპარტამენტი შემქნა, რომელიც მაკროეკონომიკურ დონეზე მართავდა მეურნეობას. წინასწარ გეგმავდა და ზღუდავდა გარკვეული პროდუქციის წარმოების მასშტაბებს, (აქ ლინკი რომ დავუდოთ ?), ადგენდა პროდუქციაზე მინიმალურ ფასებს, ხელს უწყობდა ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბებას.
(აქაც რამე მაგალითები)


სადაზღვევო სისტემა
ზემოთ ასახული პრობელემების გამო სოფლის მეორუნების ბიზნესი ხასიათდება ძალიან მაღალი რისკებით, როგორც ტექნოლოგიური-ბუნებრივი თვალსაზრისით ასევე გაყიდვების კუთხით. შესაბამისად დაზღვევის სფეროსათვის დარგი ჯეჯერობით მიმზიდველი არ არის. თუ გადაიჭრება ზემოთ ასახული პრობლემები, დაზღვევაც დაინტერესდება სექტორით და ამდენად დაკრედიტების ამოცანაც გაცილებით იოლი გახდება.

რა შეუძლია სახელმწიფოს ? ცვლილებები:

1. საკონსულტაციო ბიზნეს ცენტრების ჩამოყალიბება:
სახელმწიფომ დღეს უკვე შექმნილი საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე, ან სხვაგვარად უნდა დააფუძნოს ბიზნეს ცენტრები. ანუ ისეთი საკონსულტაციო ლაბიორატორიები, რომლებიც დაიქირავებენ განათლებულ კადრებს და იმუშავებენ კონკრეტული ბიზნეს გეგმების განვითარებაზე, იზრუნებენ როგორც ბიზნესის განვიტარების არა მხოლოდ ტექნოლოგიურ რისკებზე არამედ ასევე ფინანსურ და მარკეტინგულ მხარეზე. შედეგად მივიღებთ წარმატების მაღალი ალბათობის მქონე გადაწყვეტილებებს.
ამასთან სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ასეტი ცენტრების პროპაგანდა. მესიჯით: ,,ამ ცენტრის მიერ დამუშავებული ბიზნესები დაფინანსდება იაფი კრედიტით”. ასეთი ხედვა ბევრ, კაპიტალის მქონე ფერმერს მოიზიდავს ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ასეთი ცენტრების მოტივაციის სისტემა. ის დაფუძნებული უნდა იყოს წარმოებული ბიზნესიდან მოგების მაჩვენებლებზე და კონკურენციას უნდა უწევდეს დედაქალაქის ბიზნეს სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ. და ეფექტიანობის დონე არ ასცდება დღევანდელი საკონსულტაციო ცენტრების ეფექტიანობის დონეს.
ცენტრები თავის ღირებულებას შექმნიან არა მარტო მარკეტინგული და ფინანსური გეგმების ფორმირებისა და კრედიტის აღების ეტაპზე, არამედ ბიზნესის შემდეგი წარმართვის დროსაც. კერძოდ პერიოდული მონიტორინგის გზით იზრუნებენ რომ საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და ეფექტურად.

2. ფერმერთა გაერთიანებების ფორმირება:
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფერმერთა გაერთიანებას. ამ მიზნით შესაძლებელია სოფლების დონეზე დაფუძნდეს ამხანაგობები. რომელთა დამფუძნებლები იქნებიან გლეხები. ამხანაგობის ამოცანა კი იქნება გლეხების მიერ შექმნილი პროდუქციის მომგებიანი წარმოება და რეალიზაცია.
ამხანაგობა არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, თუმცა მისი მთავარი მიზანი ფერმერების მოგებაზე გაყვანა იქნება, რაზეც მიებმება მასში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების სისტემა.
ამხანაგობის საქმიანობის წარმოება პირველ ეტაპზე შესაძლებელია შეასრულოს ბიზნეს ინკუბატორმაც მაგრამ ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხი არ არის. პრინციპულია ორი მომენტი:
1. ფერმერებმა შეძლონ გაბნეული სატრანსპორტო, და ტექნოლოგიური რესურსის კონცეტრაცია და ეფექტური მოხმარება;
ამხანაგობები შეძლებენ სერვის ცენტრების ჩამოყალიბებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერმერებს ტრაქტორებით, სატრანსპორტო საშუალებებით, საწამლავებით და სხვა მხარდამჭერი საშუალებებით. დღეს ეს საშუალებებები გაბნეულია ცალკეული გლეხების საკუთრებაში და გამოიყენება ძალიან არაეფექტურად, წინასწარ განსაზრვრული გეგმების (დაკვეთების) არ არსებობის გამო.

2. გაერთიანების შედეგად შეძლონ უფრო მაღალი და სამართლიანი ფასების დაჭერა თავიანთ პროდუქციაზე;
სხვა შემთხვევაში ასეთი გაერთიანება შეიძლებოდა ჩაგვეთვალა არაკანონიერად, ვინაიდან ხელს შეუშლიდა კონკურენციას. თუმცა დღეს სხვა ვითარებაა, და ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის აუცილებელია ბაზარზე აღდგეს საბაზრო ძალათა ბალანსი ფერმერებსა და მათი პროდუქციის ბითუმად შემსყიდველებს შორის (კონკურენციას შედეგები მაშინ მოაქვს როცა ხელს უწყობს გასაყოფი ტორტის მასშტაბების ზრდას, რაც დღეს არ ხდება).

გარდა ზემოთ თქმულისა პროდუქციის ასეთი სისტემით გაყიდვა აუცილებლად გააჩენს მოთხოვნას მარაგების შემნახველ სისტემებზე, ნოვაციურ მაცივრებზე, სხვა ანალოგიურ ტენოლოგიებსა და უფრო შენახვად მცენარეულ ჯიშებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისათვის მაღალი სეზონურობიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი წარმოუდგენელი მასშტაბებით ხდება... ჩვენ უბრალოდ კარგად არ ვიცით შენახვა.

3. სადაზღვევო სისტემის სტიმულირება
მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდება საკონსულტაციო ბიზნეს ცენტრები და ფერმერთა გაერთიანებები, ბიზნესში წარუმატებლობის რისკების დონე მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს კი ავტომატურად გახდება სადაზღვევო სისტემის დაინტერესების მნიშვნელოვანი საბაბი. თუმცა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე დაზღვევის სრული ეფექტიანობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ამონარიდი სინერჯის სტატიიდან

ევროკავშირი
2004 წლის მონაცემებით ევროკავშირმა აწარმოა 162 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აქედან დაზღვეული იყო 37 მილიარდი ევროს მოსავალი, ანუ მთლიანის 23%, სადაზღვევო პრემიის საშუალო განაკვეთმა შეადგინა 4%, საიდანაც 32% დაფარულ იქნა სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის სახით.

პოლონეთი
პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. სტატისტიკით ფერმერების მხოლოდ 3 % აზღვევს მოსავალს, თუმცა 2009 წლიდან უკვე სახელმწიფო იღებს სერიოზულ თანამონაწილეობას და აფინანსებს 40 %-ს მოსავლის დაზღვევაში და 50%-ს საქონლის დაზღვევაში.

ავსტრია
სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს სახელმწიფო, დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეული - 80%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 30%.

ყაზახეთი
ყაზახეთი, როგორც გამოკვეთილად აგრარული ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს აგროდაზღვევის ნორმატიული ბაზის განვითარებასა და სახელმწიფო რეგულირებას.
ყაზახეთის კანონმდებლობით აგროდაზღვევა სავალდებულოა და ტარიფები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
1. მარცვლოვნები - 5.8 % - საშუალოდ
2. ზეთოვანი კულტურები - 3.4 %
3. შაქრის ჭარხალი - 8.3%
4. ბამბა - 1.3%

გარდა ამ ქვეყნებისა, სახელმწიფოს ჩართულობა სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა და ა.შ.

მაკროეკონომიკური მენეჯმენტის გააქტიურება
მაკროეკონომიკური მართვა აუცილებელია იმისათვის რომ ფერმერებმა არ გააკეთონ ბევრი დაუმიზნებელი გასროლა. ერთი მხრივ არ ავიღოთ იმაზე მეტი მოსავალი ცალკეულ კულტურებში, რაც წაგებაზე გაიყვანს ბიზნესს და მეორეს მხრივ გავზარდოთ მოსავლის წარმოება სხვა კულტურებისა, რომელებზე მოთხოვნაც აჭარბებს მიწოდებას.
რუზვლეტის მიერ ფორმირებული ,,სოფლის მეურნეობის მოწესრიგების დეპარტამენტი” სწორედ ასეთ საქმიანობებს ეწეოდა. ზოგ შემთხვევაში ის ფერმერებისაგან ყიდულობდა და ანადგურებდა ჭარბად წარმოებულ პროდუქციას. ზოგი პროდუქციის წარმოებას კი ასტიმულირებდა.
ქართული სფლის მოდელი
საბოლოო ჯამში ზემოთ აღწერილი ცვლილებების გატარებით, მივიღებთ ქართული სოფლის მოდელს, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც პატარა სოფლების ასევე მთლიანი რეგიონებისა და ქვეყნის მასშტაბზეც კი.
რუზველტი ამერიკულ მოდელს მიუდგა ძალიან მასშტაბურად, და ინტენსიური ტემპებით შეძლო 2 წელიწადში ფერმერები 30-იანი წლების ცნობილი კრიზისიდან გამოეყვანა. თუმცა შესაძლებელია მოდელი ჯერ ერთ სოფელზე გამოიცადოს, დაიხვეწოს და შემდეგ მოხდეს მისი კოპირება.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
neo   საქმიანი იდეები   Aug 18 2009, 10:27 AM
Ligia   ისა და საქმიან იდე...   Aug 18 2009, 10:27 AM
neo   მაშ ასე, პირველი ი...   Aug 18 2009, 10:31 AM
Ligia   მაშ ასე, პირველი ი...   Aug 18 2009, 11:56 AM
neo   რა ზარმაცები ხართ ...   Aug 18 2009, 07:31 PM
თამარი_ცქნაფო   და ძილს როდისრა აპ...   Aug 18 2009, 07:33 PM
მაშიკო   neo მე მირჩევნია სამ...   Aug 18 2009, 10:18 PM
neo   ეტყობა გულდასმით ...   Aug 19 2009, 09:55 AM
მაშიკო   არ ივარგებს მასე თ...   Aug 19 2009, 01:20 PM
თამარი_ცქნაფო   neo ეგ სავაუაროდ, მაგ...   Aug 19 2009, 10:16 AM
Ligia   მე ყველანაირად მომ...   Aug 19 2009, 10:21 AM
admin   neo ნეო იმაში ასი პრო...   Aug 19 2009, 10:25 AM
asmoo   სამსახური იყოს და ...   Aug 20 2009, 08:19 PM
neo   ჰო როგორც ყველა ნი...   Aug 27 2009, 02:22 PM
qetevani-82   დააა... მერე დილის ძ...   Aug 27 2009, 03:04 PM
.:Lela:.   neo გეთანხმები ბევრ ...   Aug 28 2009, 08:13 PM
ciracira   ხალხო სამსახური ვე...   Aug 30 2009, 05:10 PM
მაშიკო   ciracira ხოოო მართალი ხა...   Aug 30 2009, 09:52 PM
ქევანა   კი: შრომითი ურთიერ...   Aug 30 2009, 09:53 PM
მაშიკო   ქევანა დეკრეტი არ ...   Aug 30 2009, 09:56 PM
ქევანა   მაშიკო არა, არის, ოღ...   Aug 30 2009, 10:07 PM
მაშიკო   არა, არის, ოღონდ თე...   Sep 10 2009, 12:32 AM
მაშიკო   ქევანა ბანკში არ ა...   Aug 30 2009, 10:17 PM
neo   2 მილიონი დასაქმე...   Aug 31 2009, 09:32 AM
ანნო   7-დან 4-მდე კი არა როდ...   Sep 10 2009, 12:37 AM
Atman   აბსოლუტურად გეთა...   Sep 10 2009, 07:39 AM
M.M.   ახლა რვა ხდება. ამ დ...   Sep 10 2009, 07:46 AM
მაშიკო   ახლა რვა ხდება. ამ ...   Sep 10 2009, 11:20 AM
Atman   მე კალათბურთს ვთა...   Sep 10 2009, 07:53 AM
M.M.   Atman მე და ბურთი ერთმ...   Sep 10 2009, 07:58 AM
Atman   M.M. მშვენიერი აზრია ...   Sep 10 2009, 08:02 AM
neo   მოკლედ მეორე იდეა. ...   Sep 13 2009, 03:02 PM
neo   კიდევ ერთი იდეა: რო...   Apr 21 2010, 08:46 PM
neo   ა კიდევ ერთი (თუმცა ...   Jul 4 2010, 02:25 PM
ნოე   დისციპლინა ვფიქრო...   Aug 15 2010, 06:20 PM
neo   კიდევ ერთი ასეთი მ...   Aug 15 2010, 04:24 PM
nuckia2010   მაგარი დეებია.   Aug 17 2010, 07:34 PM
.zakaria.   ძალიან მომეწონა ამ...   Sep 2 2010, 09:39 PM
.ნინო   ჩეხეთში პირველ შე...   Sep 2 2010, 10:06 PM
ნოე   საბერძნეთში ძალაშ...   Sep 2 2010, 11:32 PM
ikanosi   აი ერი რომელიც თავ...   Sep 3 2010, 12:40 AM
.zakaria.   საქართველოში როდე...   Sep 10 2010, 10:06 PM
starscream   საერთოდ უფასოდ უნდ...   Sep 10 2010, 10:27 PM
.zakaria.   საერთოდ უფასოდ უნ...   Sep 10 2010, 10:30 PM
karpaki   დაბარებები და მაყუ...   Sep 11 2010, 11:24 AM
starscream   karpaki ჰოდა ძაან კაი.. დ...   Sep 11 2010, 11:37 AM
karpaki   გამაცნობ ერთს მაი...   Sep 11 2010, 11:48 AM
starscream   karpaki ვინ დაწერა. რა რ...   Sep 11 2010, 11:57 AM
karpaki   არ ვიცი მე ყოველდღ...   Sep 11 2010, 12:00 PM
starscream   karpaki ჰო რას იზამ..   Sep 11 2010, 12:04 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი