![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.
დოქტრინა [რედაქტირება] სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით). ისტორია [რედაქტირება] სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას. მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიადთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი გახლდათ - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა. მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის. სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა. XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ. ურთიერთობა ისლამთან [რედაქტირება] სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთის მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორეს მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა. სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა. ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”ვაჰაბიტების” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული. სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში. ვისაობროთ სუფისტურ მოძრაობაზე. ვინ რა აზრის ხართ და რა იცით მის შესახებ. მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი, ფუნდამენტურ ისლამთან შედარებით ჰუმანური, სიყვარულისადმი და ღმერთისადმი უფრო ახლოს მდგომი მიმდინარეობაა და ბოლოს და ბოლოს გადამტერებულ ინდუსებს და ისლამისტებს აერთიანებს რაღაც ადგილებში. მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ მოძრაობის შესახებ და თქვენი აზრი. ასევე არსებობს თუ არა საქართველოში ეს მოძრაობა... ნუ აქვე დავდებ მერკან დედეს რამდენიმე კომპოზიციას, ესაა დიჯეი, რომელიც სუფისტურ, არაბულ და ინდურ ფოლკს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს. საკმაოდ კარგი მოსასმენია ![]() http://bin.ge/file/70595/Mercan-Dede.zip.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Atman
ციტატა სუფიზმი რელიგია არაა, სულის მდგომარეობა და ცხოვრების სტილია. ჩემი აზრით, რელიგიაა. ყველა დამახასიათებელი ნიშნით. რადგან რელიგია არ არის მხოლოდ ღმერთის ძიების რიტუალური ნაწილი, არამედ ის ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში. ციტატა საიდუმლო კი იმიტომაა რომ მათთვის თეორიას და სიტყვებს ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს და უშუალოდ მოძღვრიდან მოსწავლეს გადაეცემა ცოდნა როგორც ცოცხალი სიტყვა და არა რამე დაწერილი მოძღვრება. მერე ეგ "ცოცხალი სიტყვა" ყველას რატომ არ გადაეცემა? რა არის ისეთი მასში, რასაც ყველა ვერ გაიგფებს და აუცილებლად გასაიდუმლოებული უნდა იყოს ვინმესთვის? ციტატა ურჩევნიათ არ გააპაპსავონ რას ნიშნავს გაპაპსავება? ადამიანს თუკი ღმერთისკენ გზას მიასწავლიან ამით სუფიზმი გაპაპსავდება? და თუკი ვიღაცას მაინც ასწავლიან, ამით არ გაპაპსავდება? ციტატა და თუ მართლა გაინტერესებს ეგ საიდუმლო ცოდნა, ჩვენ ეპოქაში აღარაა ეგ საიდუმლო (თუნდაც თეორიული სახით) და ვედები მისაწვდომი გახდა ჩვენთვის, იუდეველები თითქოს ამჟღავნებენ უკვე კაბალის საიდუმლოს, მაგრამ ეგ გამჟღავნება მოჩვენებითია და იუდეველი მარტო იუდეველს გაუმჟღავნებს მაგ საიდუმლოს (ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ), ეს ცოდნა სახიფათო იარაღია და ეგოისტური მიზნებისთვის თუ გამოიყენე საკუთარ თავსაც დაასახიჩრებ და სხვასაც, ამიტომაცაა საიდუმლო აი, ეს კი მიმაჩნია რომ უზოტერული ბრიაბრუაა ![]() ხალხის დასაბოლებელი იარაღია, რადგან არაფერი საშიში ამაში არ არის. ეს ერთგვარი ხერხია ხალხის მოზიდვისა, რადგან დამალულ-აკრძალული ხილი საინტერესო და გემრიელია. ემ ასე ვფიქრობ. Atman ციტატა ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ? ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი. არც მუსლიმანი გახლავართ გულით, არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი. არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი, არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი, არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი, არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი. არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი, არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი, არავითარი ამ ქვეყნის ნივთი, არავითარი ამ ნივთთა დარი. არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით, არც გამივლია ბოლღართა ბარი, არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი, არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის. არც იმ ედემის იმედი მალხენს, არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი, ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ, არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი. სამკვიდრო ჩემი არ არის არსად და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი. არავითარი ნიშანი არ მაქვს და მარადისი წინ მიდგას დარი. იმ გაორებას ვაქციე ზურგი, - მე რომ მაწვნია დღეები მწარი, ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი. ის არს პირველი, ის არის ბოლო, ის არის ჩემი არსობის ფარი, მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა, მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი. ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს, სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი! ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს და მაწანწალებს ავუბი მხარი. მე სიყვარულმა ჩამიდგა სული, მიპკურა გულზე ციური ცვარი და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი. რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი. ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი. გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ, ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი, ახლა წანწალი დავიწყო უნდა და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი. ჯალალედინ რუმი კარგია რუმი, მომწოდნა ყოველთვის. გულახდილი კაცია და ამის გამო ვაფასებ. ისე, ვფიქრობ რომ დაბნეულია და გზა ვერ უპოვნია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 01:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი