![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#261
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ამ საიტზე ბევრი ადამიანია არამართმადიდებელი... რომლებსაც აქვთ მრავალი კითხვა მართმადიდებლებთან, და ეს კიტხვები გაბნეულია ხოლმე სხვადასხვა თემებში...
თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... ერთისმ მხრივ არამართმადიდებლებმა დასვან კიტხვები, და მეორეს მხრივ მართმადიდებლებმა გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ამათუიმ საინტერესო საკიტხის შესახებ... შევეცადოთ საკიტხები წავიდეს ეტაპობრივად, ანუ 1000 კითხვა თუ დაისმევა პასუხი ვერ გაეცემა ათასივეს... კიდევ ერთხე ვუსვავ ხაზს, არავიტარი კამათი, უბრალიდ მოსაზრებების გაზიარება... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#262
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მიცვალებულებზე ლოცვაში ვერ მივხვდი კითხვა რაშია ?
ასე ჩამოვაყალიბებ, - რატომ ვლოცულობთ მიცვალებულებისათვის ? ეს საკითხი ძალიან ღრმად ჩაძრომას მოითხოვს. შევეცდები მარტივად გამომივიდეს. მართმადიდებლობაში არის სწავლება სინანულისა და სიყვარულის დასაბუთების შესახებ. ამბობენ რომ ადამიანის უნარი შეინანოს გარდაცვალების შემდეგ, შეზღუდულია. ვინაიდან გარდაცვალების შემდეგ ადამიანს არ აქვს სხეული და მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი. ეს ძალიან მნIშვნელოვანი მომენტია. ანუ თუ ადამიანს არ აქვს სხეული, მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი და მაშასადამე რეალურად არ შეუძლია დაასაბუთოს (თუნდაც საკუთარ თავთან) სინანული... მთელი მართმადიდებლური ცხოვრების პრაქტიაკა აწყობილია ამ მომენტზე, მართმადიდებელი ლოცვით (მის შორის ფეხზე ლოცვით) და მარხვით ცდილობს დაასაბუთოს სინანული, ანუ თავის თავს მოაკლოს შვება... და ამ მოქმედებეით ასახოს თუ რამდენად ღრმაა მისთვის სინანულის გრძნობა... მართმადიდებლობაში ისწავლება რომ ლოცვა გაჟღენთილი უნდა იყოს სინანული ლოცვით, თვით სიტყვა მეტანია - მეტანოია, ეს სინანულის გზით ფერისცვალებას ნიშნავს... შენ შეგიძლია ბევრი იძახო რომ ნანობ ცუდ საქციელს, მაგრამ სანამ ღვაწლის წინაშე არ დადგები შენ თვითონაც კი ვერ მიხვდები რამდენად შორსა ხარ რეალური სინანულისაგან... ამას წმინდა წყლის პრაქტიკა მეუბნება... შემდეგი ნაბიჯი, როცა ადამიანი მიცვალებულია და ის არ მოხვდა სამოთხეში (ჩვენ არ ვიცით მოხდა თუ არა), მაშინ ჩვენ ლოცვას შეუძლია მისი შეწევნა... ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ რეალურად ღვაწლის მატარებლები... დილის ლოცვებში ნახავთ, როცა მართმადიდებელი ვინმესთვის ლოცულობს ის მეტანიას აკეტებს, ნიშნად იმისა რომ თმობს რაღაცას საკუტარს სხვების გულისათვის... ასევეა მიცვალებულების შემთხვევაში. თუ მე ჩემი შრომით მოვიხვეჭე მადლი, მაქვს უფლება ეს მადლი ვისაც მინდა იმას შევაწიო და მაქვს უფლება თუნდა ჯოჯოხეთში მომხვდარ ადამიასნ შევაწიო... იმიტომ რომ იმ ადამიანმა კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში ეტყობა დაიმსახურა ჩემგან თუნდაც ერთხელ დაჩოქება, ან თუნდაც ერთი დღე უჭმელად ყოფნა... ან 40 დღე მარხვა... მე სხვა არაფრის გაკეტება არ შემიძლია, უბრალოდ უფალს ჩემი მოქმედებით ვეუბნები, ღმერთო მე არაფერი არ მაქვს რაც შეიძლება ჩემგან შეიწირო, და არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენთვის... შემიძლია ერთი დღე საჭმელი არ ვჭამო... ან ერთი თვე ლუდი არ დავლიო (აუ ეს რა ძნელია იცი)... და შეიწირე იმ ადამიანისთვის ეს ჩემი უაზრო მაგრამ მაინც - მსხვერპლი. ეს არის ჩემი მარტივი წარმოდგენა მიცვალებულებისათვის ლოცვის შესახებ. ასეთია ჩემი ხედვა. -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 12:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი