![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ამ საიტზე ბევრი ადამიანია არამართმადიდებელი... რომლებსაც აქვთ მრავალი კითხვა მართმადიდებლებთან, და ეს კიტხვები გაბნეულია ხოლმე სხვადასხვა თემებში...
თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... ერთისმ მხრივ არამართმადიდებლებმა დასვან კიტხვები, და მეორეს მხრივ მართმადიდებლებმა გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ამათუიმ საინტერესო საკიტხის შესახებ... შევეცადოთ საკიტხები წავიდეს ეტაპობრივად, ანუ 1000 კითხვა თუ დაისმევა პასუხი ვერ გაეცემა ათასივეს... კიდევ ერთხე ვუსვავ ხაზს, არავიტარი კამათი, უბრალიდ მოსაზრებების გაზიარება... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში? უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია... საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ აუ რა სუსტი ვარ არა... სიამოვნებით მოგისმენთ... ძალიან მჭირდება თან ასეთ საზოგადოებაში ჯვარის გარდასახვა, ან პირჯვარის გადაწერა რაღაც ხალასი და მარხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღვაწლია განსაკუტრებით ახალი ქრისტიანისთვის - პრაქტიკის შემდეგ ეს გიადვილდება, ხოლო მადლის მომცემი მანამდეა სან გიჭირს... ქრისტე ამბობს, ვისაც უნდა ჩემთან უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ამბობს ასევე ვისა დედა უფრო მეტად უყვარს ვიდრე მე არ არის ის ჩემი ღირსი... მართმადიდებლობა ადამიანისაგან მოითხოვს არც მეტი არც ნაკლები - გმირობას, - თავგანწირვას. ქართული ენა ტყუილად არ აკავშირებს სიტყვა მადლს, - სიტყვა მადლობასთან... მოიქცევი ისე რომ ქრისტე მადლობელი იყოს და მიიღებ მადლს... და რაც უფრო ძნელი იქნება შენთვის ასე მოქცევა მით უფრო უხვად გადმოგედინება მადლი... ასეთია ჩემი ხედვა, როგორც უბრალო ვაიმართმადიდებლის -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი