სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
| ნანინა |
Sep 15 2009, 12:11 AM
პოსტი
#2
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
tamuna m
ციტატა ყრმა იესოს შარავანდედში ჯვარი აქვს... ღმრთისმშობელს კი-ვარსკვლავები.აქედან გამომდინარე კანონიკური უნდა იყოს. კი მაგარმ, მაცხოვრის მარჯვენა ხელი ღვთისმშობლის სახეზე რომაა მიდებული და არა მაკურთხეველი? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
| ალექსანდრე |
Sep 15 2009, 12:54 AM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
tamuna m კი მაგარმ, მაცხოვრის მარჯვენა ხელი ღვთისმშობლის სახეზე რომაა მიდებული და არა მაკურთხეველი? ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „ნუგეში“, ანუ „მანუგეშებელი“ - ვატოპედის[size=2] ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, - თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა: 807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონატრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოს გამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალდნენ, მაგრამ წმიდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო. მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის საკუთარ სენაკში დაბრუნდნენ, ამ მონასტრის წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა, უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო, უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლა. წინასამარადისო ყრმამ ხელი თავისი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯნენ“. მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა, რომ თავისი ძის და უფლის ხელი შეეჩერებინა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა სიტყვები: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. საშინელი ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა მთელი საძმო, მოუთხრო მომხდარი: ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ უკიდურესი განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმიდისა და უფლის სახე და საერთოდ მთელი დაწერილობა ხატისა, წინანდელთან შედარებით, სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მათ მონასტრის გალვნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა გუნდის თავდასხმა აიცდინეს. ამის შემდეგ დღევანდლამდე ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება ნუგეში (ანუ მანუგეშებელი), ხოლო ღვთისმშვლის და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ, ე.ი. ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეული. ამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვატოპედის ხატის წინაშე ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი. უძველესი დროიდან ვატოპედში ძმების ბერად აღკვეცა მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანუდოსელი ნაკლოვანება ხატზე? Jul 17 2007, 01:15 PM
ლილიანა დავამტებდი ფერთა ძ... Jul 17 2007, 01:28 PM
კანუდოსელი
დავამტებდი ფერთა ... Jul 17 2007, 01:29 PM
ლილიანა
ოფტოპიკობ ლიკუშ
ა... Jul 17 2007, 01:34 PM
გიორგი
მართალია . . .
მაგრამ... Jul 17 2007, 01:40 PM
კანუდოსელი
იმდენად გავცდეთ რ... Jul 17 2007, 01:49 PM
athos საინტერესო თემაა :)... Jul 17 2007, 01:44 PM
გიორგი
დავით აღმაშენებელ... Jul 17 2007, 02:02 PM
კანუდოსელი
თუ შენ მაინცდამაი... Jul 17 2007, 02:05 PM
გიორგი
კი, სწორედ მაგაზე...... Jul 17 2007, 02:18 PM
კანუდოსელი
ახლაც ვფიქრობ . . .
... Jul 17 2007, 02:22 PM
athos მახვილი შეიძლება ძ... Jul 17 2007, 02:03 PM
გიორგი
მართალია
კი, ეგრეა... Jul 17 2007, 02:35 PM
კანუდოსელი
ახლებური რუსული ხ... Jul 17 2007, 02:40 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
ადრე ... Jul 17 2007, 02:36 PM
კანონისტი კანუდოსელი
მე მახს... Jul 17 2007, 02:40 PM
კანუდოსელი
მახსენდება კიდევ ... Jul 17 2007, 02:41 PM
მხევალი ნინო
უი, სათვალეები? ეს... Jul 17 2007, 02:40 PM
კანონისტი კანუდოსელი
დღესაა... Jul 17 2007, 02:40 PM
მხევალი ნინო კანონისტი
ოფტოპი... Jul 17 2007, 02:42 PM
კანუდოსელი
ოფტოპიკია, მაგრამ ... Jul 17 2007, 02:43 PM
გიორგი
უკვე აღარც მე . . .
გა... Jul 17 2007, 02:44 PM
კანონისტი კანუდოსელი
კაი და ... Jul 17 2007, 02:44 PM
კანუდოსელი
კაი და საროველის ხ... Jul 17 2007, 02:48 PM
მხევალი ნინო კანონისტი
ჯეხრალ... Jul 17 2007, 02:50 PM
კანონისტი კანუდოსელი
ანუ იმ ... Jul 17 2007, 02:51 PM
კანუდოსელი
და ღირსი მატრონა ხ... Jul 17 2007, 03:12 PM
athos
წმ. ლუკიას (თუ არ ვც... Jul 17 2007, 02:55 PM
ალექსანდრე
წმ. ლუკიას (თუ არ ვც... Jul 17 2007, 03:43 PM
კანუდოსელი ძალიან გთხოვთ უაზრ... Jul 17 2007, 03:45 PM
ალექსანდრე
ძალიან გთხოვთ უაზ... Jul 17 2007, 03:46 PM
მნათე კარგი თემაა :)
ანგე... Jul 17 2007, 03:18 PM
di_onise საინტერესო თემაა :)
... Jul 17 2007, 04:16 PM
maZiebeli ალექსანდრე
არ ვიც... Jul 17 2007, 09:28 PM
ალექსანდრე გასაგებია, რომ ხატ... Jul 18 2007, 05:08 AM
marine
http://ra.foto.radikal.ru/0707/44/5097df458851.jp... Jul 18 2007, 12:22 PM
კანონისტი ალექსანდრე
ეს ხატი... Jul 18 2007, 10:00 AM
მხევალი ნინო კანონისტი
დედოფა... Jul 18 2007, 12:22 PM
ალექსანდრე აი ასეთებიც ხდება ... Jul 18 2007, 03:25 PM
marine
აი ასეთებიც ხდება ... Jul 18 2007, 03:35 PM
kato_Bato პირველად ვნახე ხატ... Jul 18 2007, 03:37 PM
კანონისტი kato_Bato
ხოოო.... http://i.smiles2k.net/... Jul 18 2007, 03:38 PM
marine მე კი მისი ჩაცმულო... Jul 18 2007, 03:43 PM
ალექსანდრე გუშინ იყო წმიდა მო... Jul 18 2007, 03:53 PM
კანონისტი ალექსანდრე
ხო მართ... Jul 18 2007, 03:55 PM
ალექსანდრე კანონისტი
კაი კაც... Jul 18 2007, 03:56 PM
izi-bartki შარშან დაბადების დ... Jul 27 2007, 08:38 PM
Tamro
შარშან დაბადების ... Jul 27 2007, 09:48 PM
Tamro
ბოლო დროს შეიმჩნე... Jul 27 2007, 10:20 PM
izi-bartki Tamro
ციტატა(izi-bartki @ Jul 27 200... Jul 28 2007, 12:19 AM
Tamro
დაბეჭდვისას როგო... Jul 31 2007, 01:41 AM
izi-bartki
ვაჩვენებმოძღვარს... Aug 1 2007, 11:12 PM
Tamro
ვაჩვენებმოძღვარს:... Aug 1 2007, 11:52 PM
izi-bartki Tamro
ჩემს გულში იჯექ... Aug 2 2007, 09:13 PM
Tamro ვაიმე საყვარელო მე... Aug 3 2007, 02:17 PM
izi-bartki Tamro
ვაიმე ეხლა მართ... Aug 3 2007, 03:54 PM
Tamro [color=#FF0000][size=7][size=3]ქრისტე ... Aug 3 2007, 04:08 PM
izi-bartki Tamro
გაწითლდა შენი დ... Aug 3 2007, 05:49 PM
ზებედე ამ ხატზე არის რაიმ... Aug 8 2007, 11:59 PM
Sotiris
ამ ხატზე არის რაიმ... Aug 9 2007, 02:12 AM

ზებედე
ისეთივე უნაკლოა, რ... Aug 9 2007, 03:56 AM

მარიამი
მევიოლინე წმინდან... Aug 9 2007, 09:29 AM

Sotiris
მევიოლინე წმინდან... Aug 9 2007, 06:47 PM

ზებედე
ზანგი რომ ყოფილიყ... Aug 10 2007, 04:07 AM

თამარი_ცქნაფო
და ვიქნებოდი [b]ზებ... Aug 11 2007, 04:19 PM

Sotiris
ეს სმაილიკი არ ითვ... Aug 11 2007, 05:54 PM

თამარი_ცქნაფო
მაიქლ ჯექსონი?
სწო... Aug 11 2007, 06:24 PM
Sotiris
ამ ხატზე არის რაიმ... Aug 15 2007, 12:51 AM
kisish
ამ ხატზე არის რაიმ... Aug 16 2007, 11:35 AM
lamasvani
ამ ხატზე თუ არ არის... Jan 2 2008, 11:24 PM
athos
კი, არის, არაკანონ... Aug 9 2007, 12:24 AM
qareli უკაცრავად :) ესენი ე... Aug 15 2007, 02:26 AM
shota-rustavi სადაური ხატია თუ ი... Aug 15 2007, 11:45 PM
shota-rustavi es aris magari sisulele. damijere aset ragaceebze ... Sep 21 2007, 11:18 PM
m16
ბოლო დროს შეიმჩნე... Sep 22 2007, 06:51 PM
კანუდოსელი
მათ უფრო კარგად იც... Sep 25 2007, 03:59 PM
მაეასი ძალიან გთხოვთ,ნუ ა... Sep 29 2007, 02:56 PM
ketino რამდენადაც მე მასწ... Sep 29 2007, 04:45 PM
კანონისტი ketino
ნაკლი უნდა იყოს ... Sep 29 2007, 05:07 PM
KAIROS ჩავარდა ეგ თემა სა... Dec 31 2007, 06:06 AM
ეკატო ეს რა საინტერესო თ... May 26 2009, 09:35 PM
S a l l y
ეს რა საინტერესო თ... May 28 2009, 02:00 PM
KAIROS
იმ ხატის ნახვის შე... Jun 3 2009, 03:27 AM
S a l l y
იმ ხატის ნახვის შე... Jun 3 2009, 09:46 PM
ეკატო
:wub:
მიხარია რომ მოგ... Jun 3 2009, 09:57 PM
iobi ერტი კითხვა მაქვს ... Jul 26 2009, 01:02 PM
mak გამარჯობა!
მაინტ... Sep 14 2009, 12:27 PM
Genesis
გამარჯობა!
მაინტ... Sep 17 2009, 12:01 PM
tamuna m ყრმა იესოს შარავან... Sep 14 2009, 11:47 PM
ეკატო
tamuna m
კი მაგარმ, მაცხ... Sep 15 2009, 01:23 AM
ნანინა ალექსანდრე
:მადლი... Sep 15 2009, 01:20 AM
tamuna m ეკატო
:დიახ:
http://www.orthod... Sep 15 2009, 01:30 PM
ეკატო
მაგალითად არც აქ ა... Sep 16 2009, 07:34 PM
tamuna m
ეს ხატი არამგონია ... Sep 17 2009, 12:30 PM
gvanca_wowko მაინტერესებს წმინ... Sep 15 2009, 03:22 PM
მარიამი gvanca_wowko
მარიამ ეგვიპტ... Sep 15 2009, 03:34 PM
Atman რა მკაცრი სახე აქვ... Sep 17 2009, 12:02 PM
izi-bartki http://s12.radikal.ru/i185/0912/60/156539cb374c.jp... Dec 22 2009, 07:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 09:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი