განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#981
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
Atman |
Sep 15 2009, 09:07 AM
პოსტი
#982
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა კარგი მოკლედ გეტყვი მაშინ არ მინდა ჩემი აზრი თავს მოგახვიო და გულთან მიიტანო... მე დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვა რამ ვიფიქრო და სხვა რამეს დავპოსტავ, მაგრამ ხომ შეიძლება შენ ხვალ არ შემოხვიდე და მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდეს?ანუ არ მინდა ჩემს გამო დაიგრუზო და ჩემმა აზრმა დაგაბრკოლოს....ეშმაკი ხან რას მაფიქრებინებს და ხან რას... თუმცა ბოლოს თავს მეც იმით ვიმშვიდებ რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნებათქო, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და... ვიცოცხლოთ ამ იმედით... ეგ ეშმაკი კი არა შენი გონებაა აქეთ-იქეთ რო მიედ-მოედება დააკვირდი უბრალოდ, შეფასებების გარეშე დააკვირდი როცა რამეს გაიფიქრებ და თანდათან აღმოაჩენ რაღაცას... უფრო ადვილი კი ისაა რომ უბრალოდ მიენდო ღმერთის ნებას და არ დაიძაბო, ის უკეთ იზრუნებს შენზე ვიდრე თავად შენ, გონება კი მიუშვი, იფიქროს რაც უნდა, ოღონდ არ აყვე და ქმედებებში არ გადაიტანო მისი აბდაუბდა... იყოს თავისთვის, რას ერჩი... აღელვებულია და დაიწმინდება თავისით თუ ხელებს არ უფათურებ და უარესად არ აამღვრევ... ციტატა ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება.ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. შენც იგივეს გირჩევ... ღმერთს მიენდე და ნუ ცდილობ თავად გააკეთო ღმერთის გასაკეთებელი, გონებას კი არ აყვე უბრალოდ... გონების ძალით გონებას ვერ მოერევი, შენი ფიქრები კი ყოველთვის გონების მოძრაობებია და არა შენი... უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და გაგეცლება, გვერდზე დაიყენე შენი გონება და დააკვირდი უბრალოდ, რომ დაიწმინდება მერე გამოიყენე ისევ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი