![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
iobi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 ![]() |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა კარგი მოკლედ გეტყვი მაშინ არ მინდა ჩემი აზრი თავს მოგახვიო და გულთან მიიტანო... მე დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვა რამ ვიფიქრო და სხვა რამეს დავპოსტავ, მაგრამ ხომ შეიძლება შენ ხვალ არ შემოხვიდე და მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდეს?ანუ არ მინდა ჩემს გამო დაიგრუზო და ჩემმა აზრმა დაგაბრკოლოს....ეშმაკი ხან რას მაფიქრებინებს და ხან რას... თუმცა ბოლოს თავს მეც იმით ვიმშვიდებ რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნებათქო, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და... ვიცოცხლოთ ამ იმედით... ეგ ეშმაკი კი არა შენი გონებაა აქეთ-იქეთ რო მიედ-მოედება ![]() ![]() ![]() ციტატა ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება.ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. შენც იგივეს გირჩევ... ღმერთს მიენდე და ნუ ცდილობ თავად გააკეთო ღმერთის გასაკეთებელი, გონებას კი არ აყვე უბრალოდ... გონების ძალით გონებას ვერ მოერევი, შენი ფიქრები კი ყოველთვის გონების მოძრაობებია და არა შენი... უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და გაგეცლება, გვერდზე დაიყენე შენი გონება და დააკვირდი უბრალოდ, რომ დაიწმინდება მერე გამოიყენე ისევ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 11:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი