![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ამ საიტზე ბევრი ადამიანია არამართმადიდებელი... რომლებსაც აქვთ მრავალი კითხვა მართმადიდებლებთან, და ეს კიტხვები გაბნეულია ხოლმე სხვადასხვა თემებში...
თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... ერთისმ მხრივ არამართმადიდებლებმა დასვან კიტხვები, და მეორეს მხრივ მართმადიდებლებმა გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ამათუიმ საინტერესო საკიტხის შესახებ... შევეცადოთ საკიტხები წავიდეს ეტაპობრივად, ანუ 1000 კითხვა თუ დაისმევა პასუხი ვერ გაეცემა ათასივეს... კიდევ ერთხე ვუსვავ ხაზს, არავიტარი კამათი, უბრალიდ მოსაზრებების გაზიარება... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ლაო ძი ამბობს, ვინც სხვას ძლევს ძლიერია, ვინც ტავის თავს მძლეთა მძლეო დუუტ! ლაო ძის ნუ აციტირებ, მარტო ქრისტეს სიტყვები მოიყვანე, ლაო ძი მაცდურია და ეშმაკისეული , გვიბნევს გზას და ნირვანაში გვეპატიჟება ![]() ციტატა მე აღმოვაჩინე რომ ქრისტიანობა ყველაზე აღმატებულია თავისი ხედვით და ყველაზე ახლოს არის ჩემს გულტან, ამიტომაც გავხდი ქრისტიანი... ხოლო ქრისტიანობამ მითხრა რომ სხვა რელიგიებს შევეშვა, იმიტომ რომ მათი ნაწილი ადამიანური წარმომავლობისაა, ნაწილი დემონური... მე მინდა ჩავწვდე იმას, რაც რელიგიებს მიღმაა. ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ქრისტიანული რელიგია განსხვავდება ერთმანეთისგან. და საერთოდ ამოვიდა ყელში ეს სახელები და კონცეფციები. ძირს გონება! გაუმარჯოს სიყვარულს! დღეიდან ცოტა ხნით სიყვარულს ვარქმევ ჯუზმარდულ რელიგიას და ჯუზმარდისტი ვხდები, ნეტა ვინმემ მითხრას არაა ჭეშმარიტი, კანონიკა და დოგმატიკა არა აქვსო და!.. ![]() ![]() ციტატა ბოდიში, მაგრამ ფხიზელი ხარ? ქადაგებ, თან უჩვეულოდ, არა, არაფერი, კარგია პირიქიტ, მაგრამ გავოცდი რა... ხო რაღაც ფორმაშია ნეო... გონება უჭრის ![]() ციტატა არც მე მიყვარს, მამაო საღეჭი რეზინით, ან სიგარეტს რომ ეწევა ჩუმად მარშუტკის უკან, ან კიდევ რა ვიცი...მამაო ყირაზეც რომ გადავდეს ერთი მისხალ ცვლილებას ვერ მოახდენს ჩემს რწმენაში... იმიტომ რომ არსებობენ უამრავი ,,პატიოსანი მღვდელნი" როგორც დილის ლოცვანშია, და ესეც რომ არა მაინც არაფერი შეიცვლებოდა...ასეთია ჩემი ხედვა... აი მე კი ეგეთი მამაო უფრო მიყვარს, ვინც ხორცს ლობიოდ აკურთხებს როცა სხვა არაფერია სუფრაზე ![]() ![]() ციტატა მე გეტყვი რატომ მიყვარს ხატები, და რატომ ვცემ თაყვანს, მერე გადავალ მეორე საკითხზე...რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო:1. ნებისმერი ჩემი საყვარელი ადამიანის სურათი მიყვარს ძალიან, და არავის ვაპატიებ რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურათს შეურახყოფა მიაყენოს, ეს ალბათ საკამათო არ არის... პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ხატები ასეც დაინახო...2. ხატებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. არა მარტო ნაკურთ ხატებს, ნებისმიერ ხატს... მე პირადად დავაკვირდი, და დაჟე ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისიც კი რა სურათი უყენია დესკტოპზე... ამას ფსიქოლოგები მიხვდებიან რას ვგულისხმობ, ასეთი სურათები გარკვეულწილად აპროგრამირებენ ადამიანებს, და გადააქვთ მასშუ ხასიათი... აქედან გამომდინარე სასარგებლოა წმინდანი ხატი ძალიან ახლოს იყოს შენთან დღის განმავლობაში... მისგან ასე ვთქვათ სწავლობ, ქვეცნობიერად რაღაცეებს...3. გარდა ზემოთ თქმულისა, ხატს აქვს შინაარსის, ანუ ინფორმაციის გადაცემის ფუნქციაც, ისინი თავის დროზე წერაკითხვის უცოდინარ ადამიანებს გადასცემდნენ ცოდნას, და დღესაც ბევრს ასწავლიან რაღაცეებს... ანუ განათლების ფუქციასაც ატარებს...4. მართმადიდებლური ხატები, მაქსიმალურად დაშრეტილია ემოციისაგან, იმიტომ რომ ადამიანია პირველხარისხოვანი და ხატი მეორეხარისხოვანი... ანუ, ხატმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანზე ისე რომ მასში გააჩინოს არასწორი გრძნობები... ადამიანმა მხოლოდ შინაარსი უნდა აღიქვას...5. ცოტა მისტიკასაც შევეხები. ადრე ბევრი პრაქტიკოსისგან მქონდა გაგონილი და მერე ჩემი საკუთარ გამოცდილებითაც დავრწმუნდი რომ ხატის ტარება საკმაოდ რთულია. მთავარანგელზი მიქაელის ხატი ვიყიდე ერთხელ, და აღმოვაჩინე რომ რამდენი ამ ხატს გავიკეტებდი, იმდენი მძიმე ცოდვაში ვარდებოდი იმ დღეს (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმის ეფექტია, მაგრამ მაინც დავწერ). შემდეგ გამახსენდა ერთი მორჩილის ნათქვამი, რომ ხატის ტარება მიჭირსო... მოვძებე ამ მთავარანგელოზის დაუჯდომელი და ლოცვა, და ახლა იმ ხატს აღარ ვიკეტებ თუ ის ლოცვა არ წავიკითხე... ცვლილება ნამდვილად ვიგრძენი. ანუ, ხატის ტარებას ცოდნა უნდა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ (საკუთარ თავში ცოდვის დანახვასაც ცოდნა უნდა)...5. ამბობენ, რომ ხატი სარკმელია აქაურ და იქაურ სამყაროს შორის. არ ვიცი ეს როგორ არის, მაგრამ როცა ხატტან ვდგევარ, ასე მგონია იმ ხატიდან ის მიყურებს ვინც მასზეა ასახული... შესაბამისად ამის ნაყოფიც ძალიან კეთილი და სასარგებლოა...6. ჩვენ ხატებს, არ ვაკერპებთ როგორც ასეთი. ანუ როცა ხატს ვემთხვევით, თაყვანისცემის ობიექტი არის პიროვნება და არა თვითონ ხატი. ისევე როგორც საყვარელი ადამიანის სურათი. მართმადიდებლობაში როგორც ვიცი წმიდა სამებიდან, მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის(დარწმუნებული არ ვარ) იესო ქრისტესხატად გამოსახვა შეიძლება, ვინაიდან იქ ასახულია ქრისტეს ადამიანური ბუნება... მამა ღმერთის ასახვა, როგორც წესი არაკანონიკურია (თუმცა გვხვდება ასეთი ხატები), ვინაიდან არავის უხილავს ღმერთი... ხატების თაყვანისცემა თეთრი მაგიაა თავისი არსით, მითუმეტეს ხატებს ძირითადად სურვილებით მიმართავენ (არავინ შემედაოს ამაში, თქვენს გულებში ჩაიხედეთ და იხვდებით რომ ასეა... არ ვამბობ რომ ეს ცუდია, მითუმეტეს თიუ სურვილები სხვისთვისაა და არა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ჩნდება კითხვა როცა რამე გჭირდება, თუნდაც შენთვის თუნდაც სხვისთვის, მენეჯერისთვის თხოვნას არ ჯობია პირდაპირ დირექტორს თხოვო?) მაგრამ აქვე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მენეჯერები უფრო მალე ასრულებენ წვრილმან სურვილებს ![]() ![]() ![]() ერთ რაღაცას მოგიყვებით რაც საკუთარი თვალით ვნახე წირვის დროს. ერთი ძალიან სათნო სახის მოხუცი ქალბატონი მივიდა ხატთან (რომელზეც წმინდანს მახვილი უპყრია ხელთ) სანთელი დაუნთო და თხოვა, თან საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად: "მაგ მახვილით მოსპე ვისაც მე არ ვუყვარვარო" (რაღაც ამდაგვარი, ტექსტი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ შინაარსი ეს იყო). ასე რომ ყველა წესში და ტრადიციაში ნათელი მხარეც არის და ბნელიც, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. ქრისტესათვის ასეთი რაღაცის თხოვნა უკანასკნელ კრეტინსაც კი გაუჭირდება, მაგრამ ხატთან რა პრობლემაა, ხატი მტრებს მიუზღავს, ქრისტე კი შეგვინდობს მტრის სიძულვილს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს კრეტინის გონებაში! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Rati_Van_Bakuradze |
![]()
პოსტი
#3
|
![]() რატი ბაკურაძე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,100 ![]() |
აი მე კი ეგეთი მამაო უფრო მიყვარს, ვინც ხორცს ლობიოდ აკურთხებს როცა სხვა არაფერია სუფრაზე ![]() ![]() ეს სიტყვა ცოტა უადგილო ხომ არაა? "ცოტა" ? -------------------- ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი