სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Aug 18 2009, 08:57 PM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.
დოქტრინა [რედაქტირება] სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით). ისტორია [რედაქტირება] სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას. მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიადთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი გახლდათ - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა. მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის. სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა. XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ. ურთიერთობა ისლამთან [რედაქტირება] სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთის მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორეს მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა. სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა. ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”ვაჰაბიტების” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული. სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში. ვისაობროთ სუფისტურ მოძრაობაზე. ვინ რა აზრის ხართ და რა იცით მის შესახებ. მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი, ფუნდამენტურ ისლამთან შედარებით ჰუმანური, სიყვარულისადმი და ღმერთისადმი უფრო ახლოს მდგომი მიმდინარეობაა და ბოლოს და ბოლოს გადამტერებულ ინდუსებს და ისლამისტებს აერთიანებს რაღაც ადგილებში. მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ მოძრაობის შესახებ და თქვენი აზრი. ასევე არსებობს თუ არა საქართველოში ეს მოძრაობა... ნუ აქვე დავდებ მერკან დედეს რამდენიმე კომპოზიციას, ესაა დიჯეი, რომელიც სუფისტურ, არაბულ და ინდურ ფოლკს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს. საკმაოდ კარგი მოსასმენია http://bin.ge/file/70595/Mercan-Dede.zip.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Sep 15 2009, 10:26 PM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
cinemamu სუფიზმი Aug 18 2009, 08:57 PM
ქევანა ოჰ ოჰ ოჰჰჰჰჰოო :D
მა... Aug 18 2009, 09:22 PM
cinemamu თუ დაინტერესდებით ... Aug 18 2009, 09:33 PM
cinemamu ეს კი სუფისტური სი... Aug 19 2009, 06:42 AM
cinemamu http://files.ge/file/426055/800-ape.html Aug 19 2009, 10:00 AM
kato_Bato bekas
:blink:
:D
აქედან და... Aug 20 2009, 12:36 AM
bekas cinemamu
სეფიანთა საგვა... Aug 20 2009, 05:34 PM
cinemamu
მსოფლიოს მესამედ... Aug 20 2009, 06:53 PM
bekas cinemamu
მე სუფიზმზე ის ... Aug 22 2009, 02:01 AM
cinemamu kato_Bato
მოუთმენლად ვ... Aug 31 2009, 08:48 AM
ქევანა სუფიზმი როგორც მე ... Aug 31 2009, 03:17 PM
cinemamu
გირჩევ ნახო ფილმი... Aug 31 2009, 07:41 PM
cinemamu http://www.youtube.com/watch?v=nbhLArrHi3s... Aug 31 2009, 08:04 PM
abo cinemamu
ამ ორი წინადად... Aug 31 2009, 10:38 PM
ქევანა abo
აბო ბიძია, ინტიმუ... Sep 1 2009, 12:29 AM
abo ქევანა
ვაგლახ რომ ... Sep 1 2009, 12:31 AM
ქევანა
მაგას ბევრი რელიგ... Sep 1 2009, 12:36 AM
cinemamu
პრინციპები და წეს... Sep 1 2009, 05:36 AM
cinemamu ესეც კარგი საიტები... Sep 1 2009, 06:48 PM
Atman აქ დავდებ აუდიო ლე... Sep 10 2009, 01:56 PM
neo
ეს ჩვენთანაც ასეა.... Sep 10 2009, 06:15 PM
Atman
იდეაში ასეა ჩვენთ... Sep 10 2009, 06:31 PM
neo
სად არის ახლა ეს ც... Sep 11 2009, 01:00 PM
Atman [img]http://i079.radikal.ru/0909/f5/ab2080f66b05.j... Sep 11 2009, 01:06 PM
დათიკო საღოლ, მაგარი მუსი... Sep 11 2009, 05:28 PM
Atman დათიკო
ბაბა აზიზს ... Sep 11 2009, 07:28 PM
Atman ეს სუფისტური მუსიკ... Sep 12 2009, 01:47 PM
დათიკო Atman
მაგ კინოს ველოდ... Sep 12 2009, 11:56 PM
Atman
მომავალ წლამდე არ... Sep 13 2009, 06:07 AM
Atman ელექტრონულ მუსიკა... Sep 13 2009, 12:25 PM
Atman ღმერთი არა გწამთ? მ... Sep 13 2009, 06:58 PM
დათიკო Atman
ჩემი აზრით, რელი... Sep 14 2009, 01:26 PM
Atman
მე ვიგულისხმე რომ... Sep 14 2009, 01:50 PM
Atman [img]http://s60.radikal.ru/i170/0909/9a/f7c1cb7a97... Sep 14 2009, 02:26 PM
Atman . Sep 14 2009, 08:08 PM
დათიკო Atman
მუსიკები კარგია,... Sep 15 2009, 11:33 AM
Atman დათიკო
სუფიების თ... Sep 15 2009, 11:39 AM
დათიკო Atman
არა, მელომანიის ... Sep 15 2009, 12:00 PM
Atman დათიკო
თავად ნუსრ... Sep 15 2009, 12:05 PM
დათიკო Atman
გასაგებია. :) Sep 15 2009, 12:08 PM
დათიკო Atman
და რა შუაშია ეს ს... Sep 17 2009, 04:32 PM
Atman დათიკო
მთვრალი ვი... Sep 17 2009, 05:01 PM
Atman მერკანის უმაგრესი ... Sep 19 2009, 12:47 PM
Atman არსებობს ზღვა, რომ... Oct 5 2009, 10:44 AM
ქევანა ბზრიალა დერვიშები ... Oct 5 2009, 01:43 PM
Atman ქევანა
ეგრე ბზრია... Oct 5 2009, 01:45 PM
ქევანა Atman
ბზრიალსაც ცოდნა... Oct 5 2009, 01:50 PM
Atman ქევანა
თვეობით უნ... Oct 5 2009, 01:51 PM
Atman ჯელალ ედ-დინ რუმი
... Oct 27 2009, 08:28 PM
Atman Who Am I, Poem By Rumi
What is to be done, O Mosle... Nov 2 2009, 02:05 PM
xokaido
მომიტევეთ, ბევრი ა... Nov 2 2009, 03:21 PM
ქევანა xokaido
არა, მიეზღვევა ... Nov 2 2009, 05:30 PM
xokaido ქევანა
გეთანხმები ... Nov 2 2009, 05:53 PM
ქევანა xokaido
და რატომ ასკვნ... Nov 2 2009, 06:03 PM
xokaido ქევანა
ჩემი მიზან... Nov 2 2009, 07:27 PM
ქევანა xokaido
არა, საბოდიშო არ... Nov 2 2009, 08:02 PM
xokaido ქევანა
კაი, დავარღ... Nov 2 2009, 08:08 PM
Atman მირზაკარიმ ნორბეკ... Nov 3 2009, 08:27 AM
Atman წინასწარმეტყველი
... Nov 3 2009, 02:36 PM
Otherguy Atman
ვა ოშო მოგწონს? რ... Nov 4 2009, 12:05 PM
Atman ”ადამიანი იშვიათა... Nov 4 2009, 12:29 PM
აკაკი Atman
ეს მარტო ოშოს აზ... Nov 4 2009, 12:30 PM
Otherguy Atman
მაგ ფრაზები ამო... Nov 4 2009, 12:32 PM
KAIROS
უჰუჰუუჰუუ :D
არ შეწ... Nov 4 2009, 02:18 PM
death
დავწერდი რას ვფიქ... Nov 4 2009, 02:44 PM
Otherguy
დავწერდი რას ვფიქ... Nov 4 2009, 05:39 PM
KAIROS აპოლოგეტიკაში ჩაგ... Nov 4 2009, 02:46 PM
Doc მერკან დედე ბმული ... Nov 4 2009, 09:56 PM
Atman Doc
[img]http://i039.radikal.ru/0909/4b/43fdc0c38... Nov 5 2009, 08:15 AM
Atman მერკანის უმაგრესი ... Nov 5 2009, 08:49 AM
Atman მერკან დედე - Nefes
[img]htt... Nov 5 2009, 12:43 PM
Atman ხოოო დავბრუნდი ახა... Nov 5 2009, 04:13 PM
Atman ძალიან მაგარი სუფი... Nov 13 2009, 05:26 PM
Atman ციტატები ამ წიგნიდ... Nov 13 2009, 05:39 PM
Doc Atman
გმადლობ. ისე რო ი... Nov 13 2009, 09:02 PM
Atman Doc
რომელი არ მუშაობ... Nov 14 2009, 07:13 AM
დათიკო Atman
ეს კარგია! :)
ეს... Nov 17 2009, 11:06 AM
Atman დათიკო
http://www.futura.ru/hazrat/in... Nov 17 2009, 11:38 AM
დათიკო Atman
ვნახე ეგ საიტი. ზ... Nov 18 2009, 03:43 PM
Atman დათიკო
ანუ იმან რ... Nov 18 2009, 04:00 PM
დათიკო Atman
ო, რა პოეტურია :D
... Nov 22 2009, 03:49 AM
ქევანა ეს ატმანისგან :D
Баб... Jan 29 2010, 05:23 PM
Atman დოკუმენტური ფილმი ... May 4 2010, 09:38 AM
Atman სუფი ფართი! :D
http://www.y... May 15 2010, 10:15 PM
taam შეგიძლიათ bab'aziz გან... Jan 3 2011, 04:16 PM
აბდალა სამშაბათს სუფი შეი... Apr 12 2012, 03:44 PM
აბდალა Суфийское понимание смерти... Apr 12 2012, 06:24 PM
karpaki ისეეეეეეეეეეეეევ... Apr 17 2012, 08:42 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 08:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი