![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
N.N |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 14-February 07 წევრი № 1,071 ![]() |
დამლოცეთ მამაო
ბევრი საუბრით არ მინდა თავი შეგაწყინოთ, თუმცა ალბათ აუცილებელია რომ ჯერ საკუთარ თავზე ვთქვა ორიეოდე სიტყვა და მერე გადავიდე შეკითხვაზე, რომელიც დღითიდღე მებადება თუმცა რწმენაცა და სიმტკიცეც მასთან ერთად იზრდება... ორი წელია რაც ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი (ინტერნეტით), და ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. ის არაბია. იგი 10 თვის წინ, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია. არა იმიტომ რომ ქვეყანა ენახა, იგი ჩემი გულისათვის ჩამოვიდა. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, პირველი შეხვედრის თანავე ჩვენი ურთიერთობა უჩვეულოდ წარიმართა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ რამდენადაც ერთმანეთი გვიყვარს, იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან (სარწმუნოებას ვგულისხმობ). როგორც იტყვიან გულს ვერ უბრძანებო, ასე ვარ ახლა, ვერ ვუბრძანებ გულს დაშორდი ამ ადამიანსთქო, თუმცა ეს ურთიერთობა კი ძალიან მტანჯავს. მტანჯავს იმიტომ რომ მომავალი არ უწერია. ვიცი, შეუძლებელია ჩვენს მომავალზე ლაპარაკი, რადგან რამდენადაც მე ვარ ჩემს ღმერთზე შეყვარებული, იმდენად ის არის თავის ალახზე გადარეული. თითქოს ჩვენ ორნი, ერთი ხის ტოტები ვიყოთ, ერთი ღმერთი გვყავს მაგრამ მისკენ მიმავალი გზა სხვადასსხვა გვაქვს. ორმხრივი სიყვარული ღვთის საჩუქარიაო, მაგრამ ვერ ვხვდები ჩემთვის რა არის. საჩუქარი, რომელსაც ასე ველოდი, თუ კიდევ ერთი გამოცდა ჩემი რწმენისა. დაბნეული ვარ. არ ვიცი რა ვქნა. მხოლოდ დღევანდელზე ფიქრით ცხოვრება აღარ შემიძლია. ეს გრძნობა, არ არის მიწიერი, ეს რაღაც უფრო სხვაა, ამაღლებული. მიწიერი რომ იყოს, თავადვე ვიტყოდი უარს მაგრამ რა ვქნა რომ ასე არ არის. ვერ ვბედავ მისვლას ეკლესიაში რომ ეს ყველაფერი პირისპირ ვუამბო მღვდელს, და ვკითხო ის ყველაფერი რაც მაინტერესებს. ალბათ იმიტომ რომ, მეშინია მოსალოდნელი პასუხებისა, ან თავადვე ვიცი სავარაუდო პასუხები და ამის გაგების მეშინია. მამაო, შესაძლებელია თუ არა ჩვენი მომავალი ერთმანეთს დავუკავშიროთ (ქორწინებას ვგულისხმობ), ისე რომ ჩვენ ჩვენი გვწამდეს ყოველთვის ? ცოდვაა თუ არა იმ ადამიანის შეყვარება რომელიც ალახს ადიდებს თუმცა არ უარყოფს ღმერთის ძეს? და ბოლოს, გამოცდაა თუ საჩუქარი ეს გრძნობა, ბოძებული ღვთისაგან? შემინდეთ და დამლოცეთ მამაო .... |
![]() ![]() |
pushoka |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 21-February 07 წევრი № 1,152 ![]() |
ჩემო კარგო მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს ოღონდ ის თურქია.და რა მერე არც არაპერი.ითან რაც მთვარია ართვინელი ქართველია ანუ ბათუმიდან გადსახლებული ქართველბი რო გაამაჰმადიანეს მერე მაგრამ მაინც არა მე მუსულმანი ვარ და მაგად უნდა დავიმარხოო.მეც შრენნაერ ღტულ სიტუაციაში ვარ.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი