განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
neo |
Sep 17 2009, 05:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ორი მნიშვნელოვანი მომენტი:
1. განსაცდელი არ მოდის იმის გამო რომ ვინმემ რამე დააშავა, ან რამის ღირსია წარსულში მომხდარი მოვლენების გამო... არა! განსაცდელის ამოცანაა არა დასჯა, არამედ ,- შეცვალოს ადამიანი, მოახდინოს მისი ფერსიცვალება სინათლისაკენ... ანუ, თქვენ შეგიძლიათ განსაცდელის ტავიდან არიდება თუ სინანულს ,,ხვალისათვის" არ გადადებთ... საკმარისი სინანულის შემტხვევაში განსაცდელის აუცილებლობა ქრება (მაგრამ არა ყოველთვის); 2. განსაცდელების დიიიდი უმრავლესობა განკითხვის ცოდვის შედეგია. განკითხვით ადამიანი ,,აიძულებს ღმერთს", სიყვარულს, რომ ის მოაქციოს ისეთივე გარემოს გავლენის ქვეშ, რომელ გარემოშიც ,,განკითხულმა" დაუშვა შეცდომა... ამიტომ არის ნათქვამი, რომ ღმერთი არ განცდის, არამედ ადამიანი განცდის თავის თავს თავისივე გულისთქმებით... ჩემი აზრით, -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი