განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#261
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
Atman |
Sep 17 2009, 08:59 PM
პოსტი
#262
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ხალხო განსაცდელი არც სასჯელია და არც იმის მაჩვენებელი რომ შენი თავი ცოდვილად უნდა აღიარო. მონანიება საჭიროა, მაგრამ გაცნობიერების გარეშე მონანიებას აზრი არა აქვს. ერთი კაი კაცისგან გამიგია, ამდენი ცუდი რაღაც გვემთხვევა და მაინც არ გვინდა ამ უაზრო ილუზიიდან და ამაოებიდან თავის დაღწევა და სულ კარგად რომ ვიყოთ მაშინ რაღა გამოგვაფხიზლებდაო
ციტატა მაგალითად ერთი თვის წინ მამიდაშვილის შვილს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, და ამავდროულად ბიძაშვილიშვილს წარბი გაუსკდა და ოპერაცია დასჭირდა, ორივე ერთად იყო და ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში...საბედნირეოდ ყველაფერი კარგად დასრულდა... რა თქმა უნდა პირველ შემთხვევაში ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, მითუმეტეს ისეთი ნაზი და ემოციური არსებისთვის როგორიც ქალია (და ქალს არც არავინ თხოვს ემოციებზე უარის თქმას, თუმცა გამსკდარ წარბზე ნერვიულობა გადაჭარბებულად მეჩვენება მაინც), ერთია ვინერვიულოთ, და მეორეა გავაცნობიეროთ რომ ღმერთი ყველა განსაცდელს და ავადმყოფობას ისევ ჩვენს დასახმარებლად გვივლენს და რატო გვივლენს ამაზე ფიქრი არცაა საჭირო, იმიტომ რომ ჩიხში შეგვიყვანს ყოველთვის... უნდა გვახსოვდეს რომ სული უკვდავია და იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანი კვდება სასოწარკვეთილებასთან და ყველა ადამიანურ ემოციასთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ ცნობიერების ის წერტილი, რომელსაც სჯერა რომ ხორცი მოკვდა და არა სული... მე პირადად თითქმის ეგეთ სიტუაციებში და იტყვით ალბათ ყინულის გული გაქვსო მაგრამ არაა ეგრე... უბრალოდ მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ღმერთი ამ პიროვნებას არ მიატოვებს... ამ დროს ბედისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და სასოწარკვეთა, ღმერთისადმი საყვედურად მოიაზრება ქვეცნობიერში და უარეს შედეგებს იწვევს... ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება... უნდა ვიტიროთ, უნდა განვიცადოთ, მაგრამ ზომიერად, და სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მივიდეთ. მაშიკო რაც შეეხება განკითხვას, დამიჯერე არაა სასიკვდილო და საშინელი ცოდვა, უბრალოდ როგორც შენ განიკითხავ სხვებს, ისევე განგიკითხავენ შენ მომავალში... და როდესაც შენზე ამბობს ვინმე ცუდს, ესე იგი სხვაზე გითქვამს ადრე ცუდი... გააცნობიერე ეს და აღარც განიკითხავ და აღარც იმაზე დაგწყდება გული სხვა რომ მოგექცევა ეგრე neo ციტატა 2. განსაცდელების დიიიდი უმრავლესობა განკითხვის ცოდვის შედეგია. განკითხვით ადამიანი ,,აიძულებს ღმერთს", სიყვარულს, რომ ის მოაქციოს ისეთივე გარემოს გავლენის ქვეშ, რომელ გარემოშიც ,,განკითხულმა" დაუშვა შეცდომა... გეთანხმები, ეგრეა ზუსტად და ღმერთი ადამიანს ეხმარება მაგ დროს რომ თავი იმ განკითხულის როლში გამოსცადოს რომელიც ადრე განიკითხა, მაგრამ ეს სასჯელი სულაც არაა და მითუმეტეს აღარ იქნება საჭირო დასჯა როცა ამას აცნობიერებ... აქვე დავამატებ რომ განკითხვა არაა ცოდვა თუ გულიდან არ მოდის, ხუმრობით და იუმორით ნებისმიერ პიროვნებას განვიკითხავ (არა დაცინვით) და სინდისი ოდნავაც არ შემაწუხებს, ასევე განკითხვა მოსდევს სიტუაციურ ჭორაობასაც, როცა ობრაზში შედიხარ და როგორც სხვები ლაპარაკობენ იმათ ტალღაზე გადადიხარ... ძირითადად ჭორბიუროებში ხდება ასე -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 03:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი