![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
neo
ათეისტის ნაცვლად მე გიპასუხებ, თუმცა ათეისტი არ ვარ (და არც თეისტი): ციტატა 1. მეცნიერებას არასდროს არ შეუძლია მივიდეს ჭეშარიტებამდე რწმენის გარეშე, იმიტომ რომ ნებისმიერი მეცნიერება ეფუძნება პოსტულატებს, აქსიომებს, დაშვებებს... ისეთ მოსაზრებებს რაც ადამიანებს წამთ... და რისი დასაბუთებაც შეუძLებელია... ასე რომ... ეგ ეხება იმ მეცნიერებას, რომელიც მატერიალური და "ობიექტურია" და მეტაფიზიკაზე და ირეალურზე უარს ამბობს. მე პირადად ღმერთისადმი სწრაფვის ცოდნასაც მეცნიერებას დავარქმევდი. როცა რელიგია და მეცნიერება ერთმანეთთან ითანამშრომლებს მაშინ ეშველება რელიგიასაც და მეცნიერებასაც. ციტატა 2. მეცნერებამ უკვე დიდი ხანია დაასაბუთა (თავისივე აქსიმობებზე დაყრდნობით) რომ ევოლუცია შეუძლებელია... მეცნიერებამვე დაამტკიცა საწინააღმდეგო... ციტატა 3. ყველა რელიგია ერთმანეთს შეიძLება გავდეს, და მილიონობით რელიგია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელი ჩაიქნიო... ტყეში რომ მოხვდე და დაიკარგი გზა არ უნდა ეძებო გამოსასვლელად ? არა და სინამდვილეში ძალიან მარტივია ამ გზის პოვნა, უბრალოდ ცოტა დაფიქრება ჭირდება... დაფიქრება არა. გაცნობიერება... ციტატა ,,ღმერთი არ არსებობს" - ეს ფანატიკური რწმენაა, პრაქტიკულად შეუძლიებელია ,,რაღაცის არ არსებობის" დასაბუთება... და ამას მეცნიერება ვერასდროს შეძლებს... ფანატიზმზე თუ მიდგა საქმე: "ღმერთი არსებობს!" ესეც ფანატური რწმენაა რაღაც დონემდე... შეუცნობელზე ვერ იტყვი დარწმუნებით რამეს, ან გჯერა ან არ გჯერა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფანატიკოსი ხარ (გონების კუთხით ვგულისხმობ).. ფანატიკოსი მაშინ არ ხარ, როცა საერთოდ არ ფიქრობ ღმერთზე და გრძნობ მას უსიტყვოდ... ციტატა ,,დემოკრატიაა" ჭეშმარიტება, ერთ დროს ეს ,,ჭეშმარიტება" ,,კომუნიზმიც" იყო, - რა განუვითარებელია სატანის ფანტაზია, ის ისევ და ისევ უმეორებს ადამიანებს - ,, მიიღეთ ნაყოფი და გახდებით ღმერთები, ღმერთის გარეშე"... ვაშენოთ სამოტხე ღმერთის გარეშე... ამას კაცობრიობა მთელი მისი ისტორიი მანძილზე ცდილობდა მაგრამ არფერი გამოდის ჯერ ჯერობით- ჩვენმა ჰუმანურობა მეოცე საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე დანარჩენ 19-ში ერთად... ,,დემოკრატია და ლიბერალიზმი" კიდევ დაგანახებთ თავის ბილწ კლანჭებს ოცდამეერთეში, ცოტა განვითარება ვაცალოთ... და ავაგოთ ახალი დასავლური სოდომი... კომუნისტებმა ახალი რელიგია შექმნეს. სანთელს უნთებდნენ "ნათელ მომავალს" და მიწიერ სამოთხეს, ქურუმწებად კი ლენინი, მარქსი და სტალინი ყავდათ. რიტუალები და ჰიმნები ჩვენ არ გვაქვს მგონი იმდენი მაგათ რომ ქონდათ. ასე რომ მათ ათეისტებს ვერ უწოდებ, ქონდათ რწმენა, უტოპიური, მაგრამ მყარი და ფანატური. ციტატა ღმერთის არსებობის წამდა სერიოზული მეცნიერები 90%-ს, დარვინსაც კი... 90% ბევრია მგონი... თან სიკვდილის წინ შიში აიძულებს უმეტესობას რომ იწამონ. მამაცი ისაა ვინც ცნობიერად იპოვნის თავის რწმენას და არა შიშის გამო. ციტატა მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა... გული თვითონ არასოდეს არ გაიწევს ღვაწლისაკენ... ადამიანი ვალდებულია მართოს საკუთარი გული... ადამიანი რომ ცდილობს გულის მართვას იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე. გულმა უნდა მართოს გონება და არა პირიქით. ადამიანების დიდი უმრავლესობა გონების პლაცდარმიდან უყურებს სამყაროს, გონებამ კი გული არ უნდა მართოს. neo მატრიცა ნანახი გაქვს ავატარიდან ჩანს და უნდა იცოდე რომ სმიტთან ბრძოლით ვერაფერს გახდები, შენი გაძლიერების პირდაპირპროპორციულად გაძლიერდება სმიტიც ![]() გამოსავალი კინოშივეა (თუმცა ფორმალური და გასაცნობიერებლად ძნელი) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი