IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხოჭო, ანუ ევოლუციის თეორიის პრობლემები
ევოლუციის შედეგი თუ ღვთის ქმნილება?
თქვენი აზრი ადამიანის წარმოშობის შესახებ
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და შეიქმნა ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, დამოუკიდებლად(ღვთის მიერ) [ 21 ] ** [65.62%]
ადამიანი ევოლუციის შედეგად განვითარდა მაიმუნისგან [ 4 ] ** [12.50%]
არ ვიცი [ 3 ] ** [9.38%]
არ მაინტერესებს [ 0 ] ** [0.00%]
სხვა ვარიატი (დაწერეთ ქვემოთ) [ 4 ] ** [12.50%]
სამყაროს ასაკი
მილიარდობით წელი, განვითარდა შემთხვევით [ 4 ] ** [12.50%]
რამოდენიმე ასეული ათასი წელი, შემთხვევით განვითარდა [ 1 ] ** [3.12%]
დაახლოებით 7000 დან 10000 წლისაა და შეიქმნა გონიერი არსების (ღმერთის) მიერ [ 12 ] ** [37.50%]
არ ვიცი [ 9 ] ** [28.12%]
სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ) [ 6 ] ** [18.75%]
სულ ხმები:: 64
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
orthodox-georgia
პოსტი Sep 16 2009, 05:12 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ყველას შეგახსენებთ, რომ პოლს (ორივეს) აქვს ერთერთი პასუხის ასეთი ფორმულირება: სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ). ვისაც არ გაკმაყოფილებთ პოლში არსებული ვარიანტები აირჩიეთ ეს პასუხი და ნუ იქნება შემდეგ პრეტენზიები პოლის არასრულყოფილებაზე!!!


ევოლუციაზე არის თემა, მაგრამ ვთვლი, რომ გამოკითხვა, რომელიც იმ თემაშია არაა სრულყოფილი; ასევე ამ თემის გახსნა გადავწყვიტე, რადგან ის თემა ემსახურება ევოლუციის თეორიის პოპულარიზაციას, ეს კი პირიქით, კრეაციონიზმის. ამიტომ მოდერატორებს ვთხოვ არ შეაერთონ ეს 2 თემა.


ახლა გადავიდეთ საქმეზე. გაინტერესებთ ალბათ რატომ აქვს ამ თემას ასეთი უცნაური სათაური biggrin.gif
იმიტომ, რომ პირველ პოსტში ზუსტადაც რომ ხოჭოზე მექნება საუბარი biggrin.gif

ევოლუციური მოძღვრების ერთ ერთი რთული პრობლემა ერთობ არაჩვეულებრივი ორგანოების მქონე დიდი რაოდენობის მცენარეებისა და ცხოველების არსებობაში მდგომარეობს. ევლუციის თეორიას არ შეუძლია მატი წარმოშობის დამაჯერებელი ახსნა. მრავალთაგან ერთ-ერთ ასეთ უცნაურ მაგალითად ხოჭო გამოგვადგება.
IPB-ს სურათი
ეს ხოჭო ცნობილია ხოჭო ბომბარდირის სახელით და საკმაოდ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს. როცა "ხოჭო ბომბარდირს" მტერი თავს ესხმის, იგი მტრისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესევა და მასში ტკივილს და დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის.. ეს "ორთქლის ფარდა" ხოჭოს მტაცებლის შეშინებაში ეხმარება(რაც აიძულებს მტერს უკან დაიხიოს), ამასობაში კი ხოჭო თავს უშველის. შემინდეთ რომ დაწვრილებით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ საჭიროა. სადაც ამდენი წაიკითხეთ, დანარჩენზეც ნუ იტყვით უარს
ამ ხოჭოს აქვს ორი ტიპის ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილ "წვის კამერაში" გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროქინონსა და 28 % წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება, ხოჭო კი ამ ნარევს იმ ნივთიერებებთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი "წვის კამერაში"მოხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი კომპლექსი: ჯირკვლები, შემგროვებელი ტომრები, "წვის კამერები" და მილები, არამედ ერთდროულად 4 ქიმიური ნივთიერების: ჰიდროქინონის, წყალბადის ზეჟანგის, შემაკავებელი და მანეიტრალიზირებელი ნივთიერებების ქონა უზრუნველეყო. როგორ შეიძლებოდა ხოჭოს სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი შეფარდებისთვის მიეღწია? გარდა ამისა, საჭიროა მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს!
ნუთუ ეს რთული მექანიზმი თანდათანობით, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა? წარმოვიდგინოთ რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განავითარა (რაც შეუძლებელია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებს საჭირო სითხეებს. აი, მტრის ოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ........ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არაა მზად. "ამ" და ხოჭო უკვე აღარ არის biggrin.gif . ნუ კარგით, ვთქვათ და რაღაცა სასწაულით ხოჭო გადარჩა და ასევე სასწაულით შეძლო და "ისწავლა" 2 ქიმიური ნივთიერების დამზადება და მათი ტომარაში შენახვა. "ბახ", მოხდა აფეთქება და აღარაა ხოჭო (საწყალი user.gif ). და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! აგერ ბატონო, აღარ ხდება აფეთქებები და ხოჭომაც ამოისუნთქა. ის ხედავს მისკენ მომავალ მტერს, მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ........ ისევ არაფერი არ ხდება (თუ არ ჩავთვლით "ამ"-ს და მტაცებლის ნასიამოვნებ სახეს biggrin.gif ). საწყალ ხოჭოს ხომ ჯერ არ დაუხვეწავს შემაკავებლის ნეიტრალიზები მექანიზმი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა!
ბოლოს და ბოლოს ყველა აუცილებელი კომპონენტი ხოჭოს განკარგლებაშიაყველა საჭირო ორგანო და ქიმიური ნითიერება, მაგრამ დარჩა სულ 2 ხოჭო, მამრი და მდედრი. მამრს უახლოვდება მომხიბლავი მდედრი, მაგრამ აქ ხდება ყველაზე უარესი sad.gif . მამრი მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის! ოჯახის შექმნის ერთადერთი შანსი სამუდამოდ დაკარგულია (ბოდიშით, ჰეპი ენდი არ გამოვიდა biggrin.gif ). აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდა ყველაზე რთული, გამოცნობის მექანიზი: როდის და ვის ესროლოს. ამ მექანიზმის გარეშე კი სამწუხაროდ გადაშენება არ ასცდება

მოკლედ ამ პატარა მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო
ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე კიდევ დავწერ საინტერესო მასალებს smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 11:30 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
ციტატა
სადაა აუცილებლობა იმისა რომ სხვაგვარად ის ვერ შეძლებდა თვითგადარჩენას?

თვითონ ბუნებაში.
ციტატა
გიორგი ბიბლიაში აბსოლიტურად პირდაპირ გიწერია რისგან ხარ და რად იქცევი...

ვირწმუნო თუ არა რომ ვარსკვლავები და გალაქტიკები მაკროკოსმოსური ევოლუციის შედეგია?
ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა თქვა და თავისით გაჩნდა.

ისე აცნობიერებ თუ არა იმას რომ ადამიანის მიწისგან შექმნა ბევრად უფრო ჩახლართული და რთული პროცესი იქნებოდა ვიდრე ევოლუცია?
ციტატა
შემზარავი ცინიზმია!

შემზარავი რეალობა და კიდევ ძალიან პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, რაც ხალხის დიდ ნაწილში შესაბამისი დისციპლინების ძალიან დაბალ დონეზე ცოდნით არის გამოწვეული.
ციტატა
შენ საწინააღმდეგოს დაამტკიცებ?

თერმოდინამიკას ევოლუციასთან კავშირი არა აქვს და მეტი რა დამტკიცება გინდა...
neo
ციტატა
რა არსებითი სხვაობაა ადამიანსა და მაიმუნს შორის ? და რა ალბათობა არსებობს რომ ეს განსხვავება ,,სპეციალური" ჩარევის გარეშე გაჩნდეს ?

ერთი განსხვავება, რასაც მხოლოდ რელიგია გვთავაზობს არის - სული. მაიმუნი ცხოველია, მხოლოდ სამშვინველი აქვს. ადამიანი კი სულიერია.

სულის არსებობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. მეცნიერებას სული არ აღმოუჩენია, არც დაუნახავს და არც რაიმე იცის მის შესახებ. (თვისებები, ფორმა, ზომა და ა.შ)

ჩვენ ვერ ვიტყვით როგორ შეიძლება გაჩნდეს სული, რა არის, საიდან ჩნდება, "სპეციალური" ჩარევის შედეგად თუ ესიც ბუნების ჩვეული მოვლენაა. ერთი სიტყვით არაფერი არ ვიცით და ვერც ვერაფერს ვიტყვით ამ კუთხით.

სულის არსებობის და არ არსებობის იდეას ზუსტად თანაბარი პოზიციები უკავიათ მეცნიერების გადასახედიდან და უკვე ადამიანის ნება ერთვება აქ, რას ირწმუნებს და რას არა ანუ რისი სჯერა მას.

მეორე განსხვავება არის ინტელექტი. ადამიანის ინტელექტი შეუდარებლად აღემატება მაიმუნისას თითქმის ყველაფრით. მეხსიერებით, ლოგიკური კავშირის უნარით, მიხვედრის უნარით, დაგეგმარების შესაძლებლობებით და ა.შ.

ინტელექტის ცვლილება ცხადია შესაძლებელია ბუნებრივი გზით, მაგრამ აქ ცოტა უფრო მაღალ დონეზე უნდა ვიმსჯელოთ. რას ნიშნავს "ჩარევა"? "ჩარევა" არ არის არსებულ ბუნებრივ პროცესებში მისი კანონების წინააღმრდეგ რაღაც კრექტივების შეტანა. "ჩარევა" არის ის რომ თვითონ ბუნება, მისი კანონები, მასში მომხდარი ხდომილებები და მთელი მიზაზ-შედეგობრივი მრავალმილიარდწლიანი ჯაჭვი ისეა შექმნილი (წინასწარვე, შეიძლება დროის მიღმაც) რომ მასში ბოლოს ჩნდება ადამიანი, ჩნდება მაიმუნისგან და ეს "ბოლოს" გამოცენაც ძალიან პირობითია, რადგან მილიარდობით წლები ჩვენი აღქმისთვის არის სასწაულად დიდი დრო თუ არა ისე ეს არაფერია საერთოდ.

ანუ "ჩარევა" არ არის ის "ჩარევა", რასაც შენ გულისხმობ. ალბათობა იმისა რომ მაიმუნისგან ადამიანი შეიქმნას შეიძლება მერყეობდეს 100%-დან 0.000000000000001%-მდე, გააჩნია ალბათობის მოდელს როგორ შეადგენ, ჩვენ არ ვიცით რაში და როგორ ხდება "ჩარევა", არც ის ვიცით რას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი და რას არა, რადგან არ ვიცნობთ ბუნების კანონებს ბოლომდე (ის ხომ უსასრულოა) თუმცა თავის მხრივ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ის მცდარია. ამიტომ მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა.

დღევანდელი ცოდნით და დღეს არსებული თეორიების მიხედვით ალბათობა იმისა რომ ადამიანი მაიმუნისგან შექმნილიყო, შემთხვევით, ქაოსურად, არის ძალიან დაბალი, მაგრამ ერთის მხრივ ეს ემყარება დღეს არსებულ ცოდნას და მეორეს მხრივ ჩვენ არ ვიცით ეს "ჩარევა" რას ნიშნავს და იქნებ არამც თუ მცირედი ალბათობა, არამედ გარდაუვალი აუცილებლობა იყო ადამიანის შექმნა პირველივე უჯრედის შექმნისთანავე.
ციტატა
რატომ ფიქრობ შენ რომ მაიმუნის გან შეიქმნა ადამიანი

იმიტომ რომ მე ევოლუცია დავინახე. ის უბრალოდ დამტკიცდა. ნატურალური ნივთმტკიცებულებებით.

ევოლუციის დამტკიცება ხდება პირდაპირი გზით და არა თეორიის საფუძველზე.

სიტყვაზე შენ გამოიანგარიშე და დაადგინე რომ მანქანას არ შეუძლია 400კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად სიარული ანდა ასეთი მანქანის არსებობა/შექმნის ალბათობა არის მიზერულად მცირე, ამას გეუბნება შენს ხელთ არსებული ცოდნა, მასზე დაფუძნებული გამოთვლები და გამოკვლევები, მაგრამ უცბად ნატურალურად, საკუთარი თვალით დაინახე რომ მანქანამ ჩაიარა 400კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად და შენ სიჩქარის ზუსტად გაზომვა უკვე შეგიძლია, მაგრამ გაგებაში არ ხარ ეს როგორ მოხდა, უბრალოდ ხედავ რომ მოხდა და იძულებული ხარ ეძებო უკვე კონკრეტული დამამტკიცებელი თეორიული საბუთები. ასეა ევოლუციაც. მე მივწერე ერთ იუზერს აქ და ახლა გავიმეორებ იგივეს:

ციტატა
ევოლუციის უპირველესი საფუძველი არის ნაპოვნი თავის ქალები (რაც ყველაზე გამძლე და თვალსაჩინო სურათს იძლევა) და აგრეთვე ჩონჩხის სხვა ძვლები. ნაპოვნი არის უამრავი თავის ქალა. საერთო რიცხვი რამოდენიმე ათასია. ძალიან მნიშვნელოვანი ეგზემპლიარების ფოტოსურათები შეგიძლია დაძებნო ინტერნეტში და გაიგო ისც თუ კონკრეტულად რომელ ინსტიტუტში თუ სამეცნიერო მუზეუმში ინახება.

ეს თავის ქალები თარიღდება სხვადასხვა პერიოდებით. დაწყებული 3-4 მილიონი წლიდან, დამთავრებული დღევანდლამდე. დათარიღების მეთოდები არის კომპლექსური. არსებობს 7-8 სხვადასხვა მეთოდი, ზოგიერთი მათგანი +/-40 წლის სიზუსტით ათარიღებს ძვლებს. ნაპოვნი თავის ქალები რაც უფრო ძველია მით უფრო წააგავს მაიმუნისას. (ყველაზე მეტად შიმპანზის თავის ქალას და ჩონჩხს). შემდეგ ქრონოლოგიურად ხდება მათი ცვლილება. დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალები არის რაღაც შუალედური ფორმის, ისინი განსხვავდებიან მაიმუნის თავის ქალებისგან, არც ერთი დღეს არსებულ ცოცხალ არსებას არა აქვს ისეთი თავის ქალა, რაღაცით უკვე წააგავს ადამიანის თავის ქალებს. შემდეგ, 2 მილიონი წლის წინ ნაპოვნი თავის ქალები კიდევ უფრო ახლოს არიან ადამიანის თავის ქალასთან, ამავე დროით თარიღდება ფეხის და მენისკის ისეთი ძვლები, რომელიც გათვლილი იყო ორ ფეხზე სიარულისთვის, ანუ დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა რაღაც არსება დედამიწაზე, რომელიც ორ ფეხზე დადიიოდა, მისი თავის ქალა წააგავდა ადამიანისასაც და შიმპანზისასაც. შემდეგ სულ უფრო და უფრო ემსგავსება ქრონოლოგიურად ნაპოვნი ჩონჩხები ადამიანისას. არის 1,8 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალები, 1,5 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალები და ასე შემდეგ ქრონოლოგიურად 200.000 წლამდე. ისინი სულ უფრო და უფრო იღებენ თანამედროვე ადამიანის თავის ქალის ფორმას.

ეს არის ქრონოლოგიურ-ვიზუალური დამტკიცება არსებული ნაშთების ფორმების და დათარიღებების მიხედვით. ძალიან ბევრი ასეთი ნაშთია ნაპოვნი, მარტო 300 ცალი არის ნეანდერტალელი ადამიანის. სხვაც უამრავია. არის მთლიანი ჩონჩხებიც ნაპოვნი ხელუხლებელივით (მათი რაოდენობა მცირეა) ზოგი ყინულმა და კლდემ შეინახა. მაგალითად ასეთი უნიკალური რაღაცაც კი მოხდა რომ ერთ-ერთი მაიმუნ-ადამიანის თავის ქალის კვლევისას მასში აღმოაჩინეს ქვის ტვინი, ანუ მილიონობით წლების განმავლობაში ტვინის ცილა და სითხეები ამოშრა, ის შეავსი ქვიშამ და გამაგრდა ზუსტად ტვინის ფოსოს კონტურის ფორმაზე ისე რომ ტვინის ფორმა შემოგვინახა.

არის სხვა დამამტკიცევბელი საბუთებიც. ცხადია უკლებლივ ყველა ამ ტავის ქალის დნმ-ის ანალიზის ცატარება შეიძლება და გენეტიკური მსგავსებების წაკითხვა. იწყება ადამიანისადმი 98%-იანი მსგავსებით. (ეს შიმპანზეა). დროში ქრონოლოგიურად დაწყობილი შემდეგი არსებები, უკვე 99%-ით, შემდეგ 99,5-ით% შემდეგ 99,9%-ით და ბოლოს 200.000 წლის წინ ნაპოვნი არსებები უკვე იგივე ჩვენ ვართ, 100%-იანი იდენტურობით. ესიც არის ევოლუციის დამამტკიცებელი საბუთი გენეტიკური ანალიზით.

არსებობს შრომის იარაღებით ევოლუციის თეორიის არგუმენტაციაც. შრომის იარაღების დათარიღებაც შეიძლება, შრეების მიხედვით იმის მიხვედრაც თუ როდის გამოჩნდა და როგორ განვითარდა ეს იარაღები.

გენეტიკური კოდის გაშიფვრის შემდეგ კი შესაძლებელია უკვე ამ არსებების მთლიანი აღდგენა ანუ იმის გაგება თუ როგორი ფორმის სხეული ჰქონდა (და ასევე სხვა მრავალი დეტალისაც). ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ევოლუციის პროცესს, რომელიც რამოდენიმე მილიონი წელი მიმდინარეობდა.

არის სხვადასხვა დეტალებიც. მაგალითად ტრანსლოკაცია - ქრომოზომების რიცხვის ცვლილება და კიდევ სხვა ფაქტორები რაც დასაშვებს ხდის ევოლუციას.

შემდეგ უკვე წავიდა გაცილებით ღრმა ანალიზი. ნაპოვნი ტავის ქალების და თტვინის ფორმის მიხედვით ნათელი გახდა კონკრეტულად ტვინის ევოლუცია ანუ როგორ თანდათანა გაიზარდა ტვინი, ფიზიკური ევოლუციის ნიშანი - მოუხეშავი თითები ქრონოლოგიურად ჩაანაცვლა უფრო მოქნილმა, დეტალებზე სამუშაოდ მოქნილმა თითებმა.

ეს ნივთმტკიცებულებები დევს თაროებზე, ასევე მათი შრომის იარაღები, ასევე მათი შრომის იარაღები, გამოკვლეული გენეტიკური კოდი - კი, კომპიუტერებშია დახარისხებული და ქრონოლოგიურად დალაგებული.

პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ყველაზე გონიერ მაიმუნ შიმპანზეზე, მისი ლოგიკის, უნარების შემოწმება, რა შეუძლია მას. შიმპანზე არის დაახლოებით 5-7 მილიონი წლის წინანდელ საფეხურზე, 3-4 მილიონი წლის წინანდელი არსებები უკვე უფრო განვიტარებულები და მოქნილები არიან.

მეტი რაღა უნდა იყოს?


P.S. და საერთოდ, მიჭირს ყველაფრის დაკოპირება და ვისაც გაინტერესებთ რატომ ვემხრობი ევოლუციას წიკითხეთ ჩემი თემა:

ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია

ბევრი არ არის, სულ 18 გვერდია, თუ ეგეც გეზარებათ მარტო ჩემი პოსტები წაიკითხეთ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
orthodox-georgia   ხოჭო   Sep 16 2009, 05:12 PM
თამარი_ცქნაფო   აუუუუუუუუუუუ, ვიკი...   Sep 16 2009, 05:20 PM
orthodox-georgia   რატო?   Sep 16 2009, 05:23 PM
ნაინა   თამარი_ცქნაფო რაღ...   Sep 16 2009, 05:24 PM
syd   orthodox-georgia :user:   Sep 16 2009, 06:06 PM
კანონისტი   orthodox-georgia ხოჭოს შემდე...   Sep 16 2009, 06:09 PM
მხევალი ნინო   orthodox-georgia მხოლოდ ერთს...   Sep 16 2009, 06:44 PM
neo   რა თქმა უნდა შეიძლ...   Sep 16 2009, 07:56 PM
მხევალი ნინო   კანონისტი სწორედ...   Sep 16 2009, 08:14 PM
Genesis   orthodox-georgia ევოლუციია ტ...   Sep 16 2009, 10:41 PM
Genesis   ნუთუ ეს რთული მე...   Sep 16 2009, 10:57 PM
გიორგი   orthodox-georgia ძალიან საინ...   Sep 17 2009, 12:03 AM
orthodox-georgia   ეხლა გულზე ხელი და...   Sep 17 2009, 12:17 AM
Genesis   ეხლა გულზე ხელი და...   Sep 17 2009, 12:53 AM
გიორგი   orthodox-georgia ერთის მხრივ ...   Sep 17 2009, 12:25 AM
orthodox-georgia   გიორგი ევოლუციის ...   Sep 17 2009, 12:30 AM
გიორგი   orthodox-georgia 1) ის თუ გესმი...   Sep 17 2009, 12:35 AM
orthodox-georgia   :D სხვათაშორის საკმ...   Sep 17 2009, 11:33 AM
Genesis   :D სხვათაშორის საკმ...   Sep 17 2009, 11:48 AM
გიორგი   orthodox-georgia თავი თუნდაც ...   Sep 17 2009, 11:37 AM
გიორგი   ვინც ეს ვერსია ამ...   Sep 17 2009, 12:07 PM
Genesis   P.S. ძალიან გთხოვთ, ვ...   Sep 17 2009, 12:11 PM
orthodox-georgia   იგივეს ვიტყოდი შე...   Sep 17 2009, 12:23 PM
გიორგი   Genesis ძალიან სამარცხ...   Sep 17 2009, 12:37 PM
orthodox-georgia   გიორგი სანამ შენს ...   Sep 17 2009, 02:12 PM
გიორგი   orthodox-georgia 13.7 მილიარდი. ...   Sep 17 2009, 02:14 PM
orthodox-georgia   გიორგი მე როგორც ვ...   Sep 17 2009, 05:48 PM
გიორგი   orthodox-georgia მაქსიმალურ...   Sep 17 2009, 05:48 PM
orthodox-georgia   მადლობა ბარემ ისი...   Sep 17 2009, 05:54 PM
constantine   რამოდენიმე კითხვა ...   Sep 17 2009, 06:34 PM
orthodox-georgia   შენ კანის ფერის ცვ...   Sep 17 2009, 07:27 PM
constantine   ეს პასუხია? :blink: მა...   Sep 17 2009, 08:07 PM
sable   არსებობდნენ? ეგ ერ...   Sep 18 2009, 02:11 AM
მაშიკო   ხოჭო, ანუ ევოლუციი...   Sep 17 2009, 08:10 PM
ნონა   Genesis გიორგი constantine გან...   Sep 17 2009, 08:34 PM
Genesis   [b]Genesis პ.ს. და რომელ მა...   Sep 18 2009, 01:09 AM
ნონა   ძვირფასო ნონა, მთა...   Sep 18 2009, 09:29 AM
orthodox-georgia   კი არსებობდნენ და ...   Sep 17 2009, 09:25 PM
ikaragua   ჩემი აზრით პოლი არ...   Sep 18 2009, 02:04 AM
Atman   პლაცებო ეფექტი მაგ...   Sep 18 2009, 09:50 AM
neo   მოდი რამოდენიმე ფა...   Sep 18 2009, 10:09 AM
ნონა   12 თერმოდინამიკის მ...   Sep 18 2009, 10:15 AM
Atman   დარვინის ევოლუციი...   Sep 18 2009, 10:22 AM
neo   ასე რატომ ფიქრობ ?   Sep 18 2009, 10:33 AM
Atman   neo ვედებშია ახსნილ...   Sep 18 2009, 10:52 AM
გიორგი   neo ძალიან ბევრი შეც...   Sep 18 2009, 11:03 AM
ნონა   ნონა არ ვიცი. :არა: ა...   Sep 18 2009, 11:33 AM
გიორგი   orthodox-georgia სპექტრულ ან...   Sep 18 2009, 11:13 AM
გიორგი   ნონა შეეძლო არ შეე...   Sep 18 2009, 11:43 AM
ნონა   შეეძლო არ შეეძლოზ...   Sep 18 2009, 12:00 PM
კანონისტი   ნონა შეეძლო. უფალ...   Sep 18 2009, 11:44 AM
ნონა   ნონა შეეძლო. უფალ...   Sep 18 2009, 11:50 AM
subterranean   მოკვდებით და გაიგე...   Sep 18 2009, 11:54 AM
გიორგი   subterranean ქვესკნელის დ...   Sep 18 2009, 11:59 AM
კანონისტი   ნონა ეგ რა შუაშია. ...   Sep 18 2009, 12:01 PM
ნონა   მე კიდევ მგონია, რო...   Sep 18 2009, 12:06 PM
გიორგი   ნონა ეეეჰ, ნონა, ნონ...   Sep 18 2009, 12:18 PM
ნონა   [b]ნონა ეეეჰ, ნონა, ნო...   Sep 18 2009, 07:50 PM
Atman   სასწაული არ არსებო...   Sep 18 2009, 12:27 PM
კანონისტი   ნონა მე რა ვიცი სად...   Sep 18 2009, 12:55 PM
orthodox-georgia   მაინც? თერმოდინამ...   Sep 18 2009, 01:04 PM
Giorgi-   ---------უფალს არ შეეძლო...   Sep 18 2009, 01:10 PM
გიორგი   orthodox-georgia აუფ.... :D რა ა...   Sep 18 2009, 04:11 PM
გიორგი   Giorgi- იმიტომ რომ ამათ...   Sep 18 2009, 04:23 PM
Atman   ეს ახლა წავიკითხ...   Sep 18 2009, 04:48 PM
Giorgi-   გიორგი :) 7 000 წლის მ...   Sep 18 2009, 04:54 PM
neo   ვირაც მეცნერებატ...   Sep 18 2009, 05:01 PM
Giorgi-   მაგრამ, ძაან ნუ შეყ...   Sep 18 2009, 05:05 PM
neo   ოოო ვედებმა თუ თქვ...   Sep 18 2009, 05:07 PM
გიორგი   neo მერე? შეეშვას მთვ...   Sep 18 2009, 05:12 PM
neo   მე ასე არ ვფიქრობ. ...   Sep 18 2009, 05:34 PM
გიორგი   orthodox-georgia თუ მართლა ო...   Sep 18 2009, 05:35 PM
გიორგი   neo ევოლუციის თეორი...   Sep 18 2009, 05:59 PM
Genesis   ნონა აკი თავიდანვე...   Sep 18 2009, 07:23 PM
ნონა   ნონა აკი თავიდანვ...   Sep 18 2009, 08:17 PM
Genesis   მე არაფრის დაჯერე...   Sep 19 2009, 11:42 AM
orthodox-georgia   გიორგი შენ საწინა...   Sep 18 2009, 07:30 PM
კანონისტი   ნონა და კანონზომი...   Sep 18 2009, 07:53 PM
ნონა   და კანონზომიერები...   Sep 18 2009, 08:03 PM
orthodox-georgia   Genesis პლაცებოს ეფექტ...   Sep 18 2009, 08:01 PM
neo   მოდი ამ თემაზე შე...   Sep 18 2009, 08:04 PM
კანონისტი   ნონა არა, არსებული...   Sep 18 2009, 08:15 PM
ნონა   საერთოდ, უბედურებ...   Sep 18 2009, 08:24 PM
orthodox-georgia   ეს კითხვა მეც დავს...   Sep 18 2009, 08:18 PM
კანონისტი   ნონა იმედი შეგისრ...   Sep 18 2009, 08:49 PM
ნონა   სამოთხეში უფლის წა...   Sep 18 2009, 08:57 PM
კანონისტი   ნონა 1. ვინ გითხრა რ...   Sep 18 2009, 09:09 PM
ნონა   ნონა მე რომ ბათუმშ...   Sep 18 2009, 09:27 PM
orthodox-georgia   ყუთი და ტელევიზორ...   Sep 18 2009, 10:17 PM
გიორგი   ნონა თვითონ ბუნებ...   Sep 18 2009, 11:30 PM
orthodox-georgia   ეგ როგორ, სამყაროშ...   Sep 19 2009, 12:08 AM
გიორგი   orthodox-georgia მერე? თერმო...   Sep 19 2009, 12:15 AM
orthodox-georgia   გიორგი კარგად გად...   Sep 19 2009, 01:00 PM
გიორგი   დიდი სიბნელეა საქა...   Sep 19 2009, 11:56 PM
orthodox-georgia   კი, ნამდვილად :კი: ...   Sep 20 2009, 12:25 AM
გიორგი   orthodox-georgia მიშას განათ...   Sep 20 2009, 12:39 AM
neo   ეჰ, მეცნიერებას რო...   Sep 20 2009, 02:25 PM
orthodox-georgia   ოოოოო, ეგ ისეთი კით...   Sep 20 2009, 02:57 PM
neo   თუ ადამიანის დაცე...   Sep 20 2009, 03:13 PM
egri3   ეს თემაც მოცლილ ღმ...   Sep 21 2009, 03:54 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 10:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი