ხოჭო, ანუ ევოლუციის თეორიის პრობლემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხოჭო, ანუ ევოლუციის თეორიის პრობლემები |
orthodox-georgia |
Sep 16 2009, 05:12 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ყველას შეგახსენებთ, რომ პოლს (ორივეს) აქვს ერთერთი პასუხის ასეთი ფორმულირება: სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ). ვისაც არ გაკმაყოფილებთ პოლში არსებული ვარიანტები აირჩიეთ ეს პასუხი და ნუ იქნება შემდეგ პრეტენზიები პოლის არასრულყოფილებაზე!!!
ევოლუციაზე არის თემა, მაგრამ ვთვლი, რომ გამოკითხვა, რომელიც იმ თემაშია არაა სრულყოფილი; ასევე ამ თემის გახსნა გადავწყვიტე, რადგან ის თემა ემსახურება ევოლუციის თეორიის პოპულარიზაციას, ეს კი პირიქით, კრეაციონიზმის. ამიტომ მოდერატორებს ვთხოვ არ შეაერთონ ეს 2 თემა. ახლა გადავიდეთ საქმეზე. გაინტერესებთ ალბათ რატომ აქვს ამ თემას ასეთი უცნაური სათაური იმიტომ, რომ პირველ პოსტში ზუსტადაც რომ ხოჭოზე მექნება საუბარი ევოლუციური მოძღვრების ერთ ერთი რთული პრობლემა ერთობ არაჩვეულებრივი ორგანოების მქონე დიდი რაოდენობის მცენარეებისა და ცხოველების არსებობაში მდგომარეობს. ევლუციის თეორიას არ შეუძლია მატი წარმოშობის დამაჯერებელი ახსნა. მრავალთაგან ერთ-ერთ ასეთ უცნაურ მაგალითად ხოჭო გამოგვადგება. ეს ხოჭო ცნობილია ხოჭო ბომბარდირის სახელით და საკმაოდ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს. როცა "ხოჭო ბომბარდირს" მტერი თავს ესხმის, იგი მტრისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესევა და მასში ტკივილს და დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის.. ეს "ორთქლის ფარდა" ხოჭოს მტაცებლის შეშინებაში ეხმარება(რაც აიძულებს მტერს უკან დაიხიოს), ამასობაში კი ხოჭო თავს უშველის. შემინდეთ რომ დაწვრილებით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ საჭიროა. სადაც ამდენი წაიკითხეთ, დანარჩენზეც ნუ იტყვით უარს ამ ხოჭოს აქვს ორი ტიპის ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილ "წვის კამერაში" გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროქინონსა და 28 % წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება, ხოჭო კი ამ ნარევს იმ ნივთიერებებთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი "წვის კამერაში"მოხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი კომპლექსი: ჯირკვლები, შემგროვებელი ტომრები, "წვის კამერები" და მილები, არამედ ერთდროულად 4 ქიმიური ნივთიერების: ჰიდროქინონის, წყალბადის ზეჟანგის, შემაკავებელი და მანეიტრალიზირებელი ნივთიერებების ქონა უზრუნველეყო. როგორ შეიძლებოდა ხოჭოს სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი შეფარდებისთვის მიეღწია? გარდა ამისა, საჭიროა მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს! ნუთუ ეს რთული მექანიზმი თანდათანობით, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა? წარმოვიდგინოთ რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განავითარა (რაც შეუძლებელია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებს საჭირო სითხეებს. აი, მტრის ოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ........ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არაა მზად. "ამ" და ხოჭო უკვე აღარ არის . ნუ კარგით, ვთქვათ და რაღაცა სასწაულით ხოჭო გადარჩა და ასევე სასწაულით შეძლო და "ისწავლა" 2 ქიმიური ნივთიერების დამზადება და მათი ტომარაში შენახვა. "ბახ", მოხდა აფეთქება და აღარაა ხოჭო (საწყალი ). და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! აგერ ბატონო, აღარ ხდება აფეთქებები და ხოჭომაც ამოისუნთქა. ის ხედავს მისკენ მომავალ მტერს, მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ........ ისევ არაფერი არ ხდება (თუ არ ჩავთვლით "ამ"-ს და მტაცებლის ნასიამოვნებ სახეს ). საწყალ ხოჭოს ხომ ჯერ არ დაუხვეწავს შემაკავებლის ნეიტრალიზები მექანიზმი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა! ბოლოს და ბოლოს ყველა აუცილებელი კომპონენტი ხოჭოს განკარგლებაშიაყველა საჭირო ორგანო და ქიმიური ნითიერება, მაგრამ დარჩა სულ 2 ხოჭო, მამრი და მდედრი. მამრს უახლოვდება მომხიბლავი მდედრი, მაგრამ აქ ხდება ყველაზე უარესი . მამრი მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის! ოჯახის შექმნის ერთადერთი შანსი სამუდამოდ დაკარგულია (ბოდიშით, ჰეპი ენდი არ გამოვიდა ). აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდა ყველაზე რთული, გამოცნობის მექანიზი: როდის და ვის ესროლოს. ამ მექანიზმის გარეშე კი სამწუხაროდ გადაშენება არ ასცდება მოკლედ ამ პატარა მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე კიდევ დავწერ საინტერესო მასალებს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Genesis |
Sep 18 2009, 07:23 PM
პოსტი
#2
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ნონა
აკი თავიდანვე ავღნიშნე, სიტუაციას გააჩნია რისი დაჯერება გინდათქო... შენ იმის დაჯერება გირჩევნია, რომ ყოვლადამოუხსნელი, ყოვლად ამოუცნობი და ფენომენალური რამ მოხდა... და ამ საკუთარი რწმენის ხარჯზე აკეთებ შედარებას დღევანდელ მედიცინასთან. ისიც კი არაა ცნობილი, რა სჭირდა იმ ბრმას...რამდენად ბრმა იყო... იქნებ თავისქალისმომატებული წნევის გამო შეზღუდული ქონდა მხედველობა... კაროჩე დზალიან ცოტა ფაქტია იმისთვის რომ დამაჯერებელი ახსნა გააკეთო. პლაცებოს ლოგიკურობას კი რაც შეეხება... თვალსაჩინოებისთვის აიღე ყინულის ნატეხი და ვინმე ახლობელს (უცხო არ მოგითმენს) მიადე კეფაზე ან ზურგზე, ისე რომ ვერ ხედავდეს... და მიაძახე, ცხელია ცხელიათქო და თუარდაწვავს მაგასაც ნახავ -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნონა |
Sep 18 2009, 08:17 PM
პოსტი
#3
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა აკი თავიდანვე ავღნიშნე, სიტუაციას გააჩნია რისი დაჯერება გინდათქო... შენ იმის დაჯერება გირჩევნია, რომ ყოვლადამოუხსნელი, ყოვლად ამოუცნობი და ფენომენალური რამ მოხდა... ვკითხულობ ბიბლიას და მწამს!!! ჰოდა მეცნიერების არ მჯერა, როცა არ ეთანხმება ბიბლიას! ციტატა და ამ საკუთარი რწმენის ხარჯზე აკეთებ შედარებას დღევანდელ მედიცინასთან. იმ დროინდელი უფრო წინ იყო თუ საით მიმანიშნებ რაღაც ვერ .. ციტატა ისიც კი არაა ცნობილი, რა სჭირდა იმ ბრმას...რამდენად ბრმა იყო... იქნებ თავისქალისმომატებული წნევის გამო შეზღუდული ქონდა მხედველობა... კაი ერთი ეგაა სწორედაც პრობლემა ანუ თუ სიბრმავის კლინიკურად მძიმე შემთხვევას ქონდა ადგილი ასე იოლად ვერ განკურანავდა ხო მაცხოვარი? Genesis მაპატიე მაგრამ რასაც ახლა შენ ამტკიცებ, მაგას მხოლოდ ერთი სახელი ქვია - მცირედმორწმუნეობა! ციტატა პლაცებოს ლოგიკურობას კი რაც შეეხება... თვალსაჩინოებისთვის აიღე ყინულის ნატეხი და ვინმე ახლობელს (უცხო არ მოგითმენს) მიადე კეფაზე ან ზურგზე, ისე რომ ვერ ხედავდეს... და მიაძახე, ცხელია ცხელიათქო და თუარდაწვავს მაგასაც ნახავ და არასოდეს შეგიმჩნევია რომ ეგ მხოლოდ ინსტიქტია და ავტომატური ნერვული სისტემის რეფლექსური რეაქცია გამღიზიანებელზე? ამ შემთხვევაში კი გამღიზიანებელი სიტყვითია...ისე კი არ დაწვავს, უბრალოდ მყისიერად იგრძნობს წვას, დამწვრობა რაღაც ნამეტანი ხომ არ გადააჭარბე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Genesis |
Sep 19 2009, 11:42 AM
პოსტი
#4
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მე არაფრის დაჯერება არ მირჩევნია ვკითხულობ ბიბლიას და მწამს!!! ჰოდა მეცნიერების არ მჯერა, როცა არ ეთანხმება ბიბლიას! იმ დროინდელი უფრო წინ იყო თუ საით მიმანიშნებ რაღაც ვერ .. კაი ერთი ეგაა სწორედაც პრობლემა ანუ თუ სიბრმავის კლინიკურად მძიმე შემთხვევას ქონდა ადგილი ასე იოლად ვერ განკურანავდა ხო მაცხოვარი? Genesis მაპატიე მაგრამ რასაც ახლა შენ ამტკიცებ, მაგას მხოლოდ ერთი სახელი ქვია - მცირედმორწმუნეობა! და არასოდეს შეგიმჩნევია რომ ეგ მხოლოდ ინსტიქტია და ავტომატური ნერვული სისტემის რეფლექსური რეაქცია გამღიზიანებელზე? ამ შემთხვევაში კი გამღიზიანებელი სიტყვითია... ისე კი არ დაწვავს, უბრალოდ მყისიერად იგრძნობს წვას, დამწვრობა რაღაც ნამეტანი ხომ არ გადააჭარბე კაროჩე ჩემი სიტყვები არაა... ქრისტესია, რომ ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშნებს და სასწაულებს... მე სასწაულომანი არვარ და ვტვლი რომ ღმერთს შეუძლია ისე გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დაარღვიოს ბუნებაში არსებული კანონზომიერება... ყველაფრის გამისტიურება რწმენის ფალსიფიკაციას იწვევს... და ადამიანს ლომკები ეწყება ცხოვრებაში სასწაულის ხილვის... აქედან ჩნდება მერე 1000 ლეგენდა ან მართალი გადმოცემები სასწაულმოქმედ, ან მტირალა-სისხლმდინარ ხატებზე... ჩემთვის სასწაულმოქმედს და არასასწაულმოქმედ კანონიკურ ხატს ერთი ფასიაქვს... საზოგადოებისთვის კიდევ არა. სახარებაში ან ბიბლიაში რომ იხედება ადამიანი, მანდ სასწაულებს კიარუნდა ეძებდეს არამედ სიმართლეს... მართალია ამ უკანასკნელის მიგნება ძნელია, მაგრამ მოწადინეობა ფასდება... ეს არის ჩემი შეხედულება ევოლუციაზე და საერთოდ სასწაულებზე. მოვრჩი მე აქ პოსტვას, წარმატეებბი ყველას -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 06:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი