![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
leluka
ციტატა სული ვარდა სული გულში მყავს.გული გღუპავს, გონება არა. ასე გამოდის სულს ვერ დაინახავ იმიტომ რომ თავად ხარ სული... და მითუმეტეს ვერ იტყვი სადაა სული კონკრეტულად, ის მატერიალური არაა, ამიტომ არც ადგილი აქვს, არც ზომა, თან ყველგანაა თან არსად... და რაც მთავარია სულს ვერაფერი ვერ დაღუპავს, მითუმეტეს გონება... თავს გონებად აღიქვამ სინამდვილეში და არა სულად... მაგაშია პრობლემა. შენი თავი უნდა იპოვო ჯერ და მერე ნათელი გახდება ყველაფერი. ეს უუურთულესია და ამავე დროს იმდენად მარტივი რომ ვერ დაიჯერებ და ამიტომაცაა რთული ![]() აი სული, რომელიც თავის თავის აღწერას ცდილობს: ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ? ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი. არც მუსლიმანი გახლავართ გულით, არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი. არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი, არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი, არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი, არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი. არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი, არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი, არავითარი ამ ქვეყნის ნივთი, არავითარი ამ ნივთთა დარი. არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით, არც გამივლია ბოლღართა ბარი, არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი, არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის. არც იმ ედემის იმედი მალხენს, არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი, ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ, არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი. სამკვიდრო ჩემი არ არის არსად და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი. არავითარი ნიშანი არ მაქვს და მარადისი წინ მიდგას დარი. იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _ მე რომ მაწვნია დღეები მწარი, ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი. ის არს პირველი, ის არის ბოლო, ის არის ჩემი არსობის ფარი, მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა, მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი. ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს, სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი! ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს და მაწანწალებს ავუბი მხარი. მე სიყვარულმა ჩამიდგა სული, მიპკურა გულზე ციური ცვარი და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი. რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი. ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი. გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ, ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი, ახლა წანწალი დავიწყო უნდა და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი. ჯალალედინ რუმი -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი