![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნონა
შენც მიყევი და ჩამოთვალე აბა ვინ არ ხარ... და დარჩება ის ვინც ხარ ![]() აი კიდევ ერთი ლექსი სულის რაობაზე: ![]() (...მე დავიბენი) ჯალალ-ედ-დინ რუმი თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ? მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი, აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ? როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ, წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ? უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული, თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი, არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ? განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი, მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი, მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში, ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი, ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ? სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი, მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ? მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა, ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ? უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა, უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ? ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ? შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი