![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლალი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს სიკვდილი და მარადიული ტანჯვა, ანუ ჯოჯოხეთი. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე აქ ამ თემის გახსნა. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ ფიქრებით რაც შეიძლება ხშირად ჩავიდეთ ჯოჯოხეთში, რათა მარადიულად არ დავემკვიდროთ მასში. ქვემოთ დაწერილი ჯოჯოხეთის დახასიათება ამოღებულია აკაკი მინდიაშვილის წიგნიდან მწუხარეთა ნუგეშისათვის:
"მარადიული ტანჯვის ჩაუქრობელ ცეცხლს როგორი თვისებები აქვს და როგორ ცეცხლს წარმოადგენს იგი, ცალკე, საგანგებო მსჯელობის საგანია და არაერთი წმიდა მამა წერს ამის შესახებ(წმ.კლიმენტი რომაელი, იუსტინე წამებული, კირილე იერუსალიმელი, ბასილ დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, თეოფილე ანტიოქელი, კვიპრიანე, იპოლიტე, ათანასე, იერონიმე და სხვები). ჯოჯოხეთური ცეცხლის ულმობლობა და სისასტიკე იქიდანაც ჩანს, რომ თვით ბოროტი სულები ევედრებოდნენ იესოს, მათთვის უფსკრულში წასვლა არ ებრძანებინა(ლუკა 8,32) და სთხოვდნენ მას, რომ ღორების დიდ კოლტში შესულიყვნენ (8,32). წმ. დიმიტრი როსტოველი ამგვარად მსხელობს ჯოჯოხეთური ცეცხლის შესახებ: უსაშინლესია ის ცეცხლი, რომლისაც თვით სატანასაც ეშინია. თუ ესოდენ საშიშია ეშმაკებისათვის გეჰენიის ცეცხლი, რაოდენ საშიში და საზარელი იქნება იგი ადამიანისათვის. თუ აქ, დედამიწაზე, სიკვდილმისჯილებს ასე ეშინიათ ცეცხლზე დაწვის, რაოდენ უფრო შიშის მომგვრელია ის სასჯელი, რომელიც ცეცხლის გეჰენიაში ელოდებათ მოუნანიებელ ცოდვილებს. დემონებს ისევე არ ეშინიათ ამქვეყნიური ცეცხლისა, როგორც ჩვენ არ გვეშინია იმ ცეცხლის, რომელიც ქაღალდზეა დახატული. ამქვეყნიური ცეცხლი მხოლოდ სხეულებრივს, ნივთიერს წვავს, ხოლო ჯოჯოხეთის ცეცხლი წვავს და ტანჯავს თვით უსხეულო სულებსაც. ამქვეყნიური ცეცხლი ქრება, ხოლო იმქვეყნიური ცეცხლი ჩაუქრობელია: - ჯოჯოხეთურ, დაუშრეტელ ცეცხლში... ცოდვილტა მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება (მარკოზი 9,43-44). როდესაც ამქვეყნიური ცეცხლი იწვის, ანათებს კიდეც, ხოლო მიღმიერი, ჯოჯოხეთური ცეცხლი წვავს, მაგრამ წყვდიადს იოტისოდენაც არ ანათებს. წმ. ბასილი დიდის თქმით, ეს არის ცეცხლი, რომელსაც არ ახლავს ნათელი, მაგრამ თავის სიწყვდიადეში, თავის სიბნელეში შეიცავს მუდმივად აალებად ძალას, რომელიც სრულიად მოკლებულია ნათელს; გარდა ამისა, ცოდვილთა ტანჯვას ისიც აღრმავებს, რომ ისინი მარადისობაში უსაზარლეს და უმოწყალო ეშმაკებთან და დემონებთან ერთად იქნებიან და მარადიულად დაიტანჯებიან არა მარტო სულით, არამედ- სხეულითაც. რამდენადაც აქ, ამქვეყნად ყოფნისას ცოდვაში სულიც მონაწილეობდა და სხეულიც, ამდენად სასჯელსაც ორივე დაექვემდებარება ჯოჯოხეთში, ამ ცეცხლოვან წყვდიადში, და , მაშასადამე, ადამიანისათვის საზღაური მისი ცოდვების გამო იქნება ორგვარი: შინაგანი, ე.ი სულიერი და გარეგანი, ე.ი გრძნობადი. ... გარდა ამისა, ჯოჯოხეთში ტანჯულთა ხვედრს ისიც დაამძიმებს, რომ მათ ეცოდინებათ, რა გადაულახავი მარადიული უფსკრულია ჯოჯოხეთსა და ზეციურ სამოთხეს შორის. ... მართალთა და ცოდვილთა ზნეობრივ მდგომარეობას შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ ცოდვებში მოუნანიებლად მყოფნი საშინელი სამსჯავროს შემდეგ ვერასოდეს შეძლებენ გახდნენ მართალნი და შესატყვისად მართალნი- ჯოჯოხეთის მკვიდრნი. ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ სული წმიდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით "გამოცხადებიდან" ამბობს, რომ მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით(14,11). წმ. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლედან გაგვიმხელს, რომ უფალი იესო ქრისტე ციდან გამოცხადდება თავისი ძალის ანგელოზებთან ერთად... და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც ღმერთი არ შეიცნო და ემორჩილება უფალ იესოს სახარებას!.. ასეტები სასჯელად უფლის პირისაგან მარადიულ დაღუპვას მიიზღავენ (II თეს. 1,9). ასე რომ, ცეცხლის გეჰენიაში შთაგდებულნი მარადიულ დაწვასა და ტანჯვა-წამებაში იქნებიან, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არ მოკვდებიან, რადგან საყოველთაო აღდგომისას მოკვდავი ადამიანები, ცოდვილნიც და მართალნიც, უკვდავებით შეიმოსებიან, კერძოდ, ცოდვილნი-უკვდავი სიკვდილით, ხოლო მართალნი - უკვდავი სიცოცხლით. თუ ისაა საშინელება, რომ ერთი საათის განმავლობაში იწვოდე ამქვეყნიურ ცეცხლში, მაშ, წარმოვიდგინოთ, რა აუტანელი, რა ენით აუწერელი და უსაზარლესი იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულ წყვდიადში ყოფნა, სადაც წვა ერთი საათი, ერთი დღე, ერთი ან მილიონი წელი კი არ გაგრძელდება, არამედ -დასასრული არ ექნება! უფალი იესო ქრისტე მოგვმართავს: -შენთვის უმჯობესია დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული ცეცხლში. -შენთვის უმჯობესია, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლოვან გეჰენიაში. (მათე 18,8,-10) ... ვინ ან რა ქმნის საუკუნო, მარადიულ ცეცხლს, ცეცხლის გეჰენიას, ცეცხლოვან ტბას? ამ კითხვაზე ეკლესიის მამები, ღვთისმეტყველნი პასუხობენ, რომ მარადიულ ცეცხლს თვით ცოდვილი ადამიანების ცოდვები წარმოქმნიან. როგორც ხორბლის მარცვალი თავის თავში პოტენციურად შეიცავს მთელ თავთავს, -მრავალრიცხოვან მარცვლებს, ასევე ცოდვაც თავის თავში პოტენციურად ცეცხლის მატარებელია. თუ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს შევისწავლით, მათ ბუნებასა და თვისებებს გამოვიკვლევთ , უთუოდ დავრწმუნდებით, რომ ისინი ცეცხლოვანი თვისების მქონენი არიან. ეს ცეცხლი ჩვენში ამჟამად, ვიდრე ამქვეყნად ვართ ,ვასილიადისის თანახმად, მრავალი საკვრელითაა შებორკილი და შეკავებული. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ მას, სწორედ ამიტომ არ ჩანს იგი, თუმცა მის არსებობას მეტნაკლებად, ყველანი შევიგრძნობთ. ვის არ შეუმჩნევია, როგორ ცდილობს ხოლმე ეს ცეცხლი შიგნიდან გარეთ გამოაღწიოს, როგორ უდუღებს სისხლს ადამიანს ორგანიზმში, როგორ უწითლებს მას სახეს, როდესაც მრისხანების ვნება ეუფლება. ეს დაფარული ცეცხლი იმდენად ძლიერი და მწველია, რომ ადამიანს ხშირად გონებას უბნელებს, მისი შესახედაობის, მისი ფიზიონომიის შემზარავ დეფორმირებას ახდენს და არც თუ იშვიათად შოკში აგდებს, ზოგჯერ კი კლავს კიდეც. ... ვინც აქ, ამქვეყნად ჩადენილი ცოდვებით მოუნანიებელი და განუწმენდელნი გადავლენ მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც მათთვის "მეორე სიკვდილი", მარადიული სიკვდილი იქნება, მილიონობით და მილიარდობით ცოდვილი ადამიანების ურიცხვი, უთვალავი მოუნანიებელი ცოდვიდან წარმოქმნილ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათივე ცოდვებისაგან აგზნებულ და აალებულ ცეცხლოვან ტბასი, ცეცხლის გეჰენიაში აღმოჩნდებიან, რადგან როგორებიც არიან მკვიდრნი, ისეთივე იქნება მათი მარადიული სამკვიდრებელი... მასასადამე, ღმერთი კი არ ტანჯავს ცოდვილებს თავისი ყოვლისშემძლე ძალით, რა თქმა უნდა არა, მარადიული სიყვარული არავის არ ტანჯავს! აქაც და იქაც, დედამიწაზეც და ჯოჯოხეთშიც, ადამიანს ქენჯნის, წვავს და სტანჯავს საკუთარი ცოდვები. ღმერთს არც სიკვდილი შეუქმნია, არც ცოდვა, და არც ჯოჯოხეთი: ერთიც ,მეორეც და მესამეც ცოდვამ შვა. ... წმ. დიმიტრი როსტოველის მიხედვით: "გეჰენიაში არის ჩუქრობელი ცეცხლი, ულმობელი ზამთარი, დაუძინებელი მატლი, აუტანელი სუნი, ენითუთქმელი მწუხარება, უნუგეშო ცრემლი, უსავესი წყვდიადი, საშინელი შიმშილი, დაუმცხრალი წყურვილი და წარმოუდგენელი სივიწროე. " ჯოჯოხეთში მყოფთათვის უფლის ანგელოზს ცნობა რომ მოეტანა, რომ ღმერთი დაატოვებინებდა მათ ჯოჯოხეთს, ვთქვათ, მილიონობით საუკუნის შემდეგ, იმდენი საუკუნის შემდეგ, რამდენი წყლის წვეთიც დედამიწის ყველა ოკეანეშია, მაშინ უბედური ცოდვილნი უაღმტაცესი სიხარულით გაიხარებდნენ, და მართალიც იქნებოდნენ ამ სიხარულის გამო, რადგან იფიქრებდნენ: მართალია, მრავალი და მრავალი მილიონი საუკუნე უნდა ველოდოთ ტანჯვებში ამ სასიხარულო უწყების აღსრულებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს; ოდესღაც ხომ მაინც დადგება ის სანუკვარი ჟამი, როცა ჩვენი უშრეტი ტანჯვა-წამება დასრულდება! მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის! რა რაოდენობის დროც არ უნდა გავიდეს, ჯოჯოხეთის ყოველი მომდევნო წუთი , საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ, ცოდვილთათვის თითქოს ყოველთვის თავიდან დაიწყება, თუმცა იქ ყველა ერთნაირად არ დაიტანჯება, ისევე, როგორც ცათა შინა ყველა ერთნაირ დიდებასა და ნეტარებაში არ იქნება. როგორც პავლე მოციქული აცხადებს: "თითოეული თავის საზღაურს თავისი სრომისაებრ მიიღებს" (I კორ.3,8) ... წმ. იოანე ოქროპირი რომაელთა მიმართ თავის საუბრებში ამბობს, რომ გონებისა და გრძნობის მქონეთათვის ღვთისგან განშორებულობა გეჰენიაში ყოფნას ნიშნავს, ხოლო მათეს სახარების განმარტებაში ეს დიდი მამა აცხადებს, რომ ათასი გეჰენიაც რომ წარმოვიდგინოთ, ყოველივე ეს, ერთად აღებული, მაინც არაფერს ნიშნავს ამ უბედურებასთან შედარებით, რასაც ცათა სასუფეველში მარადიული ნეტარი დიების დაკარგვა, ქრისტესგან განშორება ჰქვია, მისგან მოკვეთა ჰქვია, რასაც ჰქვია თუნდაც საშინელ სამსჯავროზე უფლისაგან შემდეგი სიტყვების მოსმენა: -წადი, ჩემგან წყეულო... გამშორდი, უსამართლობის მოქმედო, მე არ გიცნობ შენ. როგორც იოანე ოქროპირი შენიშნავს, უსასრულოდ უმჯობესი იქნება ამ დროს ურიცხვი, უთვალავი მეხის დაცემა, ვიდრე შენს მიერ უფლის ამ სიტყვების მოსმენა, ვიდრე ნახვა უფლის სახისა, რომელიც შენგან მიბრუნდება, ხილვა უფლის თვალებისა, რომლებითაც ის ცვენს დანახვას , ჩვენს ნახვას არასოდეს აღარ მოისურვებს. ... ამიტომ, ცოდვებისაგან განვიწმინდოთ, განვიწმინდოთ ყოველივესაგან, რაც სიტყვით, საქმით ან გულისხმისყოფით შეგვიცოდავს. მაგრამ როგორ უნდა განვიწმინდოთ? რა თქმა უნდა, სინანულით, მონანიებით, აღსარებით, ცრემლებით, ხშირი ზიარებით, საღვთო მცნებათა აღსრულებით. ქრისტეანულ სათნოებათა მოხვეჭით; და თუ აქ ცოდვებისაგან ასეთნაირად განვიწმინდებით, მაშინ იმ ცეცხლს მართლაც რაღა საბაბი ექნება მარადისობაში ჩვენს დასაწვავად?! არანაირი! და მაშინ ამ ცეცხლისგან გადარჩენილნი სხვა მართლებთან ერთად უაღმატებულესი სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს მოვისმენთ: -მოდით, მამა ჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი (მათე 25, 34)" |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
tamuna m
აი სწორედ ეგ ილუზია, რომ ღმერთი ღმერთი ყველგან არაა და ყველაფერს არ მოიცავს, ეგაა სწორედ ჯოჯოხეთი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი