განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
neo |
Sep 24 2009, 10:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა აქვე დავამატებ რომ განკითხვა არაა ცოდვა თუ გულიდან არ მოდის, ხუმრობით და იუმორით ნებისმიერ პიროვნებას განვიკითხავ (არა დაცინვით) და სინდისი ოდნავაც არ შემაწუხებს, ასევე განკითხვა მოსდევს სიტუაციურ ჭორაობასაც, როცა ობრაზში შედიხარ და როგორც სხვები ლაპარაკობენ იმათ ტალღაზე გადადიხარ... ძირითადად ჭორბიუროებში ხდება ასე სახარება ამბობს, რომ პასუხს მოგთხოვენ ყოველ უქმად ნათვამ სიყვაზეც კი... არა თუ ჭორაობაზე... ჭორაობა გულიდან მოდის... ამას ნახევარ საათიანი დაკვირვებაც გიჩვენებს... ასევეა დაცინვაც, სხვაზე ცუდის თმა ნიშნავს იმ ადამიანის რეპუტაციის მსხვრევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში... ასე რომ ძალიან მარტივად ნუ მიუდგები... ,,სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო" ციტატა როცა ცდილობ, რომ იცხოვრო სათნოდ, სწორედ მაშინ ხდება ათასგვარი დაბრკოლების შემჩნევა თუ შეხვედრა. როცა ცდილობ გაკაფო გულიდან სისუსტე, ვნება თუ ათასგვარი ფიქრი, სამგანზომილებად, რომ გვიყოფს გონებას, მაშინ უფრო ვხედავთ ამას და გვასუსტებს უმეტესად. მყოფადი სოციუმიდან გადართვა უფლისმიერ სივრცეში ანდა გარდაქმნა უკვე ნიშნავს იმას, რომ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის, . ! თუნდაც დავიღალოთ, არ აქვს მნიშვნელი იმას თუ ასაკობრივ რომელ ზღვარზე ვართ, უნდა ვიბრძოლოთ! უნდა ვაიძულოთ თავი ! ჩვენს გასაკითებელს არავინ გააკეთებს. მე მართლა მინდა, რომ უხვად მოვიდეს განსაცდელი, ეს დამეხმარება. მეხმარება. ყველანაირ ფსევდოს ვცილდები ამით და უფრო მეტად შევიგრძნობ გულის გულს, იმას, რასაც ჭეშმარიტი გამოცდა ჰქვია. ადამიანის ღირსებაზე მისი მტრების მაშტაბებითაც მსჯელობენ, რაც დიდია განსაცდელი მიტ ღირსეული ხარ შენ - ეს არ უნდა დაგავიწყდეს... ,,ვინც მიყვარს, იმას ვსწავლი და ვწვრთნი" თქვა უფალმა... ზოგჯერ ისე ხდება რომ ჩვენ ადამიანი ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე ძისეთი სიმძიმის ჯვარს, რისი აწევაც არ შეგვიძლია, - სიკეთის კეტებასაც უფლება ჭირდება... და ხშირად სიკეთის გამო გამოგვითხოვს ხოლმე ეშმაკი და ამბობს, მოდი აბა ვნახოთ ხარ თუ არა მართლა კეთილი... და, ვხვდებით ხოლმე, რომ ისევ ისეთივე ბითურები ვართ რაც ბევრი წლების წინ ვიყავით... მთავარის სიკეტე და ღვაწლია კი არ არის, მთავრია ,,ღვაწლი თავმდაბლობით შეზავებული", სწორედ ამ მომენტის გამო გახღა დედა ღვთისა უწმიდესი ქმნილებათა შორის... მტავარი ის კი არ იყო, რომ მან ღმერთი შვა, მთავარი იყო ის რომ მას მან ამასთან ერთად თავმდაბლობა შეინარჩუნა.. ჩემი აზრით... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი