განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#981
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
skin |
Sep 24 2009, 11:25 PM
პოსტი
#982
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 09 წევრი № 7,474 |
neo, მართალია. არცერთი საქმე თავმდაბლობის გარეშე, მაგრამ ვხვდები ხშირად, რომ ეს ყველაფერი აკლია ჩემს საქმეს ან რამეს მაგდაგვარს. სიამაყე ძლევს რაღაცის ვიღაცისთვის მტკიცების ან დანახების სურვილი.... სამწუხაროდ ასეა მოწყობილი ჩემში.. მე კი ვიცი, რომ სიკეთეს ისე უნდა აკეთებდე, რომ მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს მარჯვენა.
იმ სიმძიმის ჯვარს კი, რომელის აწევაც შემიძლია აღტაცებულობისგან და ტარება არა, არ მივეკარები. სანამ გონიერად შემეძლება ყოველშემთხვევაში ამის დანახვა. დეფინირება აწევისა და ტარებისა ჯერ არ მქონია ალბათ და არც მინდა.. მოუმზადებლად აღებული ტვირთი ერთ ახალ განსაცდელად შეიძლება, რომ გვექცეს და თან ძლიერ განსაცდელად.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი