ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Feb 22 2007, 02:26 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
რუსთველოლოგია, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.მეც ამ კითხით დავწერ რაღაცეებს...
„ვეფხისტყაოსანს“ დართული აქვს პროლოგი, ანუ შესავალი ნაწილი, კომპოზიციურადაა შეკრული „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ნაწილთან და თეორიულ ასპექტშია გადაწყვეტილი ყველა ის პრობლემა, რომლებიც პოემის ძირითად ამბავშია მხატრულად ხორცშესხმული.ტრადიციის მიხედვით პოეტი შესავალში ჯერ უფალს ახსენებს, შემდეგ მეფეებსა და პერსონაჟებს. პროლოგში რუსთაველი ორჯერაა პოემის ავტორად დასახელებული: „დავჯე, რუსთველმან გავლექსე, და კიდევ: „მე რუსთველი , ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი... რუსთველი პოემის ავტორად მოხსენიებულია სხვა ლიტერატურულ წყაროებშიც. XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი მწერალი სერაპიონ საბაშვილი აღნიშნავს, რომ რუსთაველმა შეამქო ის, „ვინ სოფელი დაამშვენა“ აქ თამარ მეფე იგულისხმება ამავე საუკუნეში სპარსულიდან გადმოთარგმნული „ზილიხანიანის“ შესავალში ვკითხულობთ:„თუმცა ხელქმნილი რუსთველი თინათინს აქებს არ. ავსა, ნესტან-დარეჯანს ბროლ-ვარდსა, გიშრის მელანით სარავსა“. დიდი პოეტის სახელი, შოთა, პოემაში არ გვხვდება, მაგრამ სხვადასხვა ლიტერატურული წყაროთი. ასე, მაგალითად, XVIII საუკუნისს ცნობილი პოეტი თეიმურაზ I ერთგან აღნიშნავს: „ესენი“ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითა.“ რუსთაველი გვარი არ არის, მხოლოდ ზედწოდებაა დარუსთავის მფლობელს უნდა ნიშნავდეს ამ დროს საქართველოში კი ორი რუსთავი იყო: ჰერეთსა და მესხეთში. ზოგიერთი ლიტერატურული წყარო, მაგალითად, XVIII საუკუნეში შექმნილი „არჩილიანი“, განსაკუთრებით კი ხალხური გადმოცემები, რუსთაველს თვლის მესხად. ეპილოგში მოცემული სიტყვები: „ვპერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.“ კვლევართა აზრით პოეტის მიმბაძველის მიერ უნდა იყოს ჩართული და შემდეგნაირად უნდა წავიკითხოთ: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამას რუსთველის მიბაძვით ვწერ. მართალია დამოწმებული ტაეპი რუსთველის მესხობის დასამტკიცებლად არ გამოდგება, მაგრამ მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან პოეტმა მშვენივრად იცის ხელოვნების თეორია და ამ თეორიას თანამედროვე პოეტებსაც ასწავლის. მესხი მელექსე რუსთველის სკოლის პოეტია, მაგრამ იგი არ არის თვითონ რუსთაველი. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რუსთველიც მესხი ყოფილილყო, მესხეთის რუსთავის მფლობელ- მეპატრონე. მეცნიერთა აზრით, შოთა რუსთაველი საქართველოს სემეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესია, რომელმაც ხანდაზმულ ასაკში შეაკეთებინა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებელსა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს. რუსთველის სხვა ნაწარმოებები, გარდა “ვეფხისტყაოსნისა“ ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს პოემა დაწერილი უნდა იყოს 1189-1207 წლებში. ლეგენდარული თამარ მეფისა და მისი მეუღლის ზეობის ხანაში. თუმცა პოემის უზველესი ხელნაწერი XVII საუკუნითაა დათარიღებული. პოეტი მოწიწებით ახსენებს მეფე-პატრონებს, ვის საქებრადაც დაუწერია “ხელის-ხელ საგოგმანები“ “ვეფხისტყაოსანი“: -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი