![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სანამ თავად არ გავესაუბრე რამოდენიმე ძველ და რამოდენიმე ახალ, მაგრამ აქტიურ ფორუმელს, და არ ვნახე დღევანდელი მდგომარეობა ფორუმისა, მანამ განგებ შევიკავე თავი მსგავსი თემის გახსნისაგან, ეს არაა თემა, სადაც ჩვენ რაიმე შენიშვნებს ვაძლევთ ადმინისტრაციას, არც საჩივრების ადგილია და არც კამათების გარჩევა გვექნება მიზნად.
არამედ ის რომ ამ უკანასკნელ პერიოდში მართლმადიდებლური ფორუმი ჩორჩ.გე განიცდის მძიმე კრიზისს, ეს უკვე ფაქტია და ამის კულუარებში დამალვა, თვითმოტყუება იქნება და ეს ყველამ ვიცით, არადა შესანიშნავი საზოგადოება არის შეკრებელი, მე პირადად რამოდენიმე გულისხმიერი ადამიანი შევიძინე და რამოდენიმესთან მეგობრობამდის გავაღრმავეთ ურთიერთობა და ზოგადად კი ფორუმმა დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებელთა შორის დიალოგში და ეს დიდი საქმეა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, დღეს ფორუმი ვერ ასრულებს ვერცერთ მისიას რაც აკისრია, ფაქტობრივად არ მუშაობს არცერთი ინსტანცია, რომელიც ფორუმის ირგვლივ შეიქმნა, უკვე წელია ჩემი და რამოდენიმე მეგობრის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საეკლესიო ბიბლიოთეკა სრულიად უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი განახლება, შესაბამისად ეს უნიკალური იდეა ქართულ ენაზე პირველი საეკლესიო ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ რომელიც წლების წინ დაგვებადა რამოდენიმე ადამიანს, ისევ განუხორციელებულია და სადღაც ინტერნეტსამყაროს ოკეანის ფსკერზე განისვენებს... ცნობილია რომ, მხოლოდამხოლოდ რამოდენიმე უკარგესი ადამიანის პირად ენთუაზიაზმზე და მონდომებაზეა მინდობილი საქველმოქმედო ფონდის არსებობაც... სრული ქაოსია შიგნით ფორუმშიც, ნებისმიერი კამათი პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და ამის გამო არაერთმა ძალიან კარგმა და ფორუმისათვის საჭირო ადამიანებმა დატოვეს ფორუმი, ამავდროულად, როგორც მე ვიცი, ძალიან იკლო დარეგისტრირების რიცხვმა, მით უფრო იმ ახალი იუზერების რიცხვმა, რომელიც ფორუმს გამოაცოცხლებდა და ნორმალურ რეჟიმში გადაიყვანდა კამათების სტილს და სისტემას. არადა კამათები მიმდინარეობს (თუ საერთოდ მიმდინარეობს) ერთიდაიგივე საკითხების ირგვლივ, რაიმე ახალი არგუმენტების გარეშე, რამოდენიმემ სცადა ცალცაკე განყოფილებებში საძიებელის გაკეთება, ფსევდომართლმადიდებლობის თემაში ავტორმა ლინკებითაც მიანიშნა უკვე განხილული საკითხების მისამართები, მაგრამ აშკარად არც ეს კმარა, ვფიქრობ ნათლად უნდა გაკეთდეს ცალკე თემები ყველა განყოფილებაში, სადაც მოდერატორები ანბანის მიხედვით დააწყობენ (როგორც არის კიდეც გაკეთებული რამოდენიმეს მიერ) ყველა თემას, ხოლო ყველაზე აქტიურ თემებში (როგორც მაგალითად დაჯდომა ღვთისმსახურებისას, ეკუმენიზმი, ფსევდომართლმადიდებლობა, კალენდარი და ა.შ.) უნდა იყოს მინიშნებული ის გვერდები სადაც ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული, რათა ეს კითხვა ამ თემის ირგვლივ ისევ არ დაებადოს ახალშემოსულს, ამას სჭირდება მოწესრიგება. სრულიად უყურადღებოდაა მოძღვართა კითხვა-პასუხის თემა, ამ პრობლემაზე რამოდენიმე თემაც კი გაიხსნა, მაგრამ შედეგი სახეზეა, ბოლო კითხვა რომელიც უპასუხოდაა დარჩენილი არის 19 სექტემბრის (ალბათ უკვე კითხვის დასმის სურვილმაც მოიკლო) და უპასუხოდაა კითხვები მთელი წლის განმავლობაში, აი პირველი კითხვა რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ უნდა იყოს დარჩენილია უპასუხოდ 31st December 2008 - 09:56 AM ამის შემდეგ ფორუმზე, მხოლოდ ალაგალაგ არის გაცემული პასუხები, მაგალითად ბოლო პასუხი მოძღვარს , მამა ირაკლის გაცემული აქვს 29 ივლისს, მანამდის რამოდენიმე კითხვას ერთდროულად უპასუხა მამა ანდრიამ 21 ივლისს და ივნისში რამოდენიმე კითხვას უპასუხა მამა იოანემაც, იანვარში ერთ კითხვასაც უპასუხეს და სულ ესაა, მთელი 2009 წელში! როგორც ვნახე თავადაც და მეგობრებმაც მითხრეს, ფაქტობრივად არ ხდება ფორუმელების საქმიანი შეკრება, არ ვგულისხმობ ვინმეს დაბადების დღეზე მისვლას ან ხინკლაობას, არ ხდება ერთმანეთში ლიტერატურის გაცვლა, კამათების და დიალოგების მოწყობა, თუკი რამოდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით რომელსაც მეუფე ესწრებოდა, არ არსებობს ყოველთვიური შეკრების ტრადიცია, არ არსებობს ტრადიცია შეხვედრების მოწყობა სასულიერო აკადემიის (სემინარიაში ქაოსია ) და საპატრიარქოსთან არსებული ინსტიტუტის, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან, რაც ასე მნიშვნელოვანია ფორუმისათვის, რადგან ამით ჩვენ მათ მოვიზიდავთ, რაც ნიშნავს თეოლოგიაში ასეთუისე ჩახედული პირების მოზიდვას ფორუმზე, არ არსებობს ინტერკონფენსიალური და ინტერრელიგიური დისპუტების იდეაც კი, არ არსებობს სკოლის მაღალი კლასის ბავშვებთან და სხვა სტუდენტებთან შეხვედრის და გასაუბრების მცდელობაც, არადა რამოდენიმე ჩვენი ფორუმელი შესანიშნავად გაესაუბრებოდა ახალგაზრდებს ბიბლიაზე, ქრისტიანობაზე... ისინიც პოტენციური ფორუმელებია. აღარ გავაგრძელებ... დიდია ეს სია, რადგან ფაქტობრივად არაფერი კეთდება, ამიტომ სიის ჩამოწერას აჯობებს, ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს 1. ადმინისტრაციის ირგვლივ უნდა შეიქმნას რამოდენიმე კაციანი დამხმარე ჯგუფი, მათ შორის პროგრამისტები, რომ გაიმართოს ბიბლიოთეკაც და დაემატოს ის საძიებელი თემები და საკითხები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. 2. უნდა დაწესდეს ფორუმის საქმიანი შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ყველაფერი, რასაც მოითხოვს თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ერთმანეთში გაიცვლება ახალი წიგნები ან ახალი სტატიები, ახალი იდეები და ახალი წევრები გაიცნობენ ძველებს და ა.შ. 3. ფორუმს უნდა ქონდეს მოწესრიგებული მოძღვართა პასუხების სისტემა, სრულიად თავისუფლად შეიძლება კითხვების დიქტოფონზე ჩაწერა, თვეში ერთხელ რომელიმე მოძღვართან სტუმრობა და მისი პასუხების გადატანა ან რაიმე მსგავსი გზის გამოძებნა. 4. ფორუმი უნდა იყოს უფრო რეკლამიზირებული და გატანილი სხვა ფორუმებზე, ასევე სკოლა-ინსტიტუტებში, უნდა მოხდეს სამთვეში ერთხელ მაინც დიდი შეხვედრების მოწყობა უპირველესად სასულიერო სასწავლებებში და ფაკულტეტებზე. 5. ფორუმელები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში, მეც თავად ფინასისტებში ვარ, და ხანდახან ბიუჯეტზე ზარების რაოდენობა იმდენაც ცოტაა, რომ სამრცხვინოც კია, ასობით ადამიანი სისტემატურად პოსტავს, და 1 ლარის დარეკვა, კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც რა გახდა? სამწუხაროდ მოუწესრიგებელია ასევე უცხოეთიდან დახმარების სისტემაც, რის გამოც, ბევრი ფორუმელი ვისაც შეუძლია და უნდა ფონდის დახმარება ფაქტიურად უძლური რჩება. 6. ბიბლიოთეკის დასახმარებლად უნდა გაერთიანდნენ ინ ფორუმელები, რომელთაც აქვთ სახლში სკანერი, და ნელნელა დაიწყონ დასკანერება კარგი წიგნებისა, რომელიც შემდეგ საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდება ბიბლიოთეკაში, ასევე რაგდან ყველა ვერ ახერხებს კომპიუტერში წიგნის წაკითხვას ან ამობეჭდვას, ამიტომ ფორუმმა უნდა მოინდომეს და რამოდენიმე კარგი წიგნი ქსეროქსზე გადაიღოს და ფორუმელებს რიგის მიხედვით გარკვეული ვადით ათხოვოს, შემდეგ კი შეკრებაზე უნდა მოხდეს ამ წიგნის ან სტატიის შესახებ საუბარი და გარჩევა, ასეთ სტატიებს ბლომად იპოვით ღვთისმეტყველების თემებშიც კი, და არის სპეციალური თემებიც. 7. რადგან ზემოთ დასახალებული უძრაობის გამო, ფორუმი სასტიკად განიცდის თეოლოგიაში ჩახედული პირების სიმცირეს, ამიტომ სხვა ფორუმელებმა, რომლებიც არიან ხელოვნებათმცოდნეები, არიან ისტორიკოსები, არიან საკმაოდ ჩახედულნი სხვადასხვა სასარგებლო საკითხებში, უნდა შეეცადონ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ფორუმელებს, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ფორუმი, მით უფრო მიმზდიველი და საინტერესო გახდება იგი. ეს შვიდი დღეისათვის იკმარებს, დანარჩენები თქვენ დაამატეთ და ვნახოთ რა შეიცვლება და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის თანდათანობითი განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოაკლდა ფორუმს ლენუსი, სოტირისი ან მნათე, მოაკლდება სხვებიც, მაგალითად იგივე კანუდოსელი ან თუნდაც მე... იხარეთ და იაქტიურეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მე შემიძლია ამ საკითხში შევიტანო ჩემი წვლილი. 3. ფორუმს უნდა ქონდეს მოწესრიგებული მოძღვართა პასუხების სისტემა, სრულიად თავისუფლად შეიძლება კითხვების დიქტოფონზე ჩაწერა, თვეში ერთხელ რომელიმე მოძღვართან სტუმრობა და მისი პასუხების გადატანა ან რაიმე მსგავსი გზის გამოძებნა. მატასის მადლობა, ადმინისტრაცია რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება ? ![]() ლექციებისათვის ი თვეში ერთხელ უამრავი საინტერესო ადამიანია და ესეც შეიძლება. ისე სასაუბროს თემას დიდი დასუფთავება სჭირდება, თუმცა მე მაინც გარეთა არავირტუალურად აქტიურობაზე მივაქცევდი უპირველესად ყურადღებას. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი