IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფორუმის განვითარებისათვის, სიტუაცია,რჩევები და იდეები
KAIROS
პოსტი Sep 28 2009, 08:37 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სანამ თავად არ გავესაუბრე რამოდენიმე ძველ და რამოდენიმე ახალ, მაგრამ აქტიურ ფორუმელს, და არ ვნახე დღევანდელი მდგომარეობა ფორუმისა, მანამ განგებ შევიკავე თავი მსგავსი თემის გახსნისაგან, ეს არაა თემა, სადაც ჩვენ რაიმე შენიშვნებს ვაძლევთ ადმინისტრაციას, არც საჩივრების ადგილია და არც კამათების გარჩევა გვექნება მიზნად.
არამედ ის რომ ამ უკანასკნელ პერიოდში მართლმადიდებლური ფორუმი ჩორჩ.გე განიცდის მძიმე კრიზისს, ეს უკვე ფაქტია და ამის კულუარებში დამალვა, თვითმოტყუება იქნება და ეს ყველამ ვიცით, არადა შესანიშნავი საზოგადოება არის შეკრებელი, მე პირადად რამოდენიმე გულისხმიერი ადამიანი შევიძინე და რამოდენიმესთან მეგობრობამდის გავაღრმავეთ ურთიერთობა და ზოგადად კი ფორუმმა დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებელთა შორის დიალოგში და ეს დიდი საქმეა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, დღეს ფორუმი ვერ ასრულებს ვერცერთ მისიას რაც აკისრია, ფაქტობრივად არ მუშაობს არცერთი ინსტანცია, რომელიც ფორუმის ირგვლივ შეიქმნა, უკვე წელია ჩემი და რამოდენიმე მეგობრის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საეკლესიო ბიბლიოთეკა სრულიად უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი განახლება, შესაბამისად ეს უნიკალური იდეა ქართულ ენაზე პირველი საეკლესიო ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ რომელიც წლების წინ დაგვებადა რამოდენიმე ადამიანს, ისევ განუხორციელებულია და სადღაც ინტერნეტსამყაროს ოკეანის ფსკერზე განისვენებს... ცნობილია რომ, მხოლოდამხოლოდ რამოდენიმე უკარგესი ადამიანის პირად ენთუაზიაზმზე და მონდომებაზეა მინდობილი საქველმოქმედო ფონდის არსებობაც... სრული ქაოსია შიგნით ფორუმშიც, ნებისმიერი კამათი პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და ამის გამო არაერთმა ძალიან კარგმა და ფორუმისათვის საჭირო ადამიანებმა დატოვეს ფორუმი, ამავდროულად, როგორც მე ვიცი, ძალიან იკლო დარეგისტრირების რიცხვმა, მით უფრო იმ ახალი იუზერების რიცხვმა, რომელიც ფორუმს გამოაცოცხლებდა და ნორმალურ რეჟიმში გადაიყვანდა კამათების სტილს და სისტემას.
არადა კამათები მიმდინარეობს (თუ საერთოდ მიმდინარეობს) ერთიდაიგივე საკითხების ირგვლივ, რაიმე ახალი არგუმენტების გარეშე, რამოდენიმემ სცადა ცალცაკე განყოფილებებში საძიებელის გაკეთება, ფსევდომართლმადიდებლობის თემაში ავტორმა ლინკებითაც მიანიშნა უკვე განხილული საკითხების მისამართები, მაგრამ აშკარად არც ეს კმარა, ვფიქრობ ნათლად უნდა გაკეთდეს ცალკე თემები ყველა განყოფილებაში, სადაც მოდერატორები ანბანის მიხედვით დააწყობენ (როგორც არის კიდეც გაკეთებული რამოდენიმეს მიერ) ყველა თემას, ხოლო ყველაზე აქტიურ თემებში (როგორც მაგალითად დაჯდომა ღვთისმსახურებისას, ეკუმენიზმი, ფსევდომართლმადიდებლობა, კალენდარი და ა.შ.) უნდა იყოს მინიშნებული ის გვერდები სადაც ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული, რათა ეს კითხვა ამ თემის ირგვლივ ისევ არ დაებადოს ახალშემოსულს, ამას სჭირდება მოწესრიგება.
სრულიად უყურადღებოდაა მოძღვართა კითხვა-პასუხის თემა, ამ პრობლემაზე რამოდენიმე თემაც კი გაიხსნა, მაგრამ შედეგი სახეზეა, ბოლო კითხვა რომელიც უპასუხოდაა დარჩენილი არის 19 სექტემბრის (ალბათ უკვე კითხვის დასმის სურვილმაც მოიკლო) და უპასუხოდაა კითხვები მთელი წლის განმავლობაში, აი პირველი კითხვა რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ უნდა იყოს დარჩენილია უპასუხოდ 31st December 2008 - 09:56 AM
ამის შემდეგ ფორუმზე, მხოლოდ ალაგალაგ არის გაცემული პასუხები, მაგალითად ბოლო პასუხი მოძღვარს , მამა ირაკლის გაცემული აქვს 29 ივლისს, მანამდის რამოდენიმე კითხვას ერთდროულად უპასუხა მამა ანდრიამ 21 ივლისს და ივნისში რამოდენიმე კითხვას უპასუხა მამა იოანემაც, იანვარში ერთ კითხვასაც უპასუხეს და სულ ესაა, მთელი 2009 წელში!
როგორც ვნახე თავადაც და მეგობრებმაც მითხრეს, ფაქტობრივად არ ხდება ფორუმელების საქმიანი შეკრება, არ ვგულისხმობ ვინმეს დაბადების დღეზე მისვლას ან ხინკლაობას, არ ხდება ერთმანეთში ლიტერატურის გაცვლა, კამათების და დიალოგების მოწყობა, თუკი რამოდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით რომელსაც მეუფე ესწრებოდა, არ არსებობს ყოველთვიური შეკრების ტრადიცია, არ არსებობს ტრადიცია შეხვედრების მოწყობა სასულიერო აკადემიის (სემინარიაში ქაოსია ) და საპატრიარქოსთან არსებული ინსტიტუტის, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან, რაც ასე მნიშვნელოვანია ფორუმისათვის, რადგან ამით ჩვენ მათ მოვიზიდავთ, რაც ნიშნავს თეოლოგიაში ასეთუისე ჩახედული პირების მოზიდვას ფორუმზე, არ არსებობს ინტერკონფენსიალური და ინტერრელიგიური დისპუტების იდეაც კი, არ არსებობს სკოლის მაღალი კლასის ბავშვებთან და სხვა სტუდენტებთან შეხვედრის და გასაუბრების მცდელობაც, არადა რამოდენიმე ჩვენი ფორუმელი შესანიშნავად გაესაუბრებოდა ახალგაზრდებს ბიბლიაზე, ქრისტიანობაზე... ისინიც პოტენციური ფორუმელებია.
აღარ გავაგრძელებ... დიდია ეს სია, რადგან ფაქტობრივად არაფერი კეთდება, ამიტომ სიის ჩამოწერას აჯობებს, ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს

1. ადმინისტრაციის ირგვლივ უნდა შეიქმნას რამოდენიმე კაციანი დამხმარე ჯგუფი, მათ შორის პროგრამისტები, რომ გაიმართოს ბიბლიოთეკაც და დაემატოს ის საძიებელი თემები და საკითხები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

2. უნდა დაწესდეს ფორუმის საქმიანი შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ყველაფერი, რასაც მოითხოვს თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ერთმანეთში გაიცვლება ახალი წიგნები ან ახალი სტატიები, ახალი იდეები და ახალი წევრები გაიცნობენ ძველებს და ა.შ.

3. ფორუმს უნდა ქონდეს მოწესრიგებული მოძღვართა პასუხების სისტემა, სრულიად თავისუფლად შეიძლება კითხვების დიქტოფონზე ჩაწერა, თვეში ერთხელ რომელიმე მოძღვართან სტუმრობა და მისი პასუხების გადატანა ან რაიმე მსგავსი გზის გამოძებნა.

4. ფორუმი უნდა იყოს უფრო რეკლამიზირებული და გატანილი სხვა ფორუმებზე, ასევე სკოლა-ინსტიტუტებში, უნდა მოხდეს სამთვეში ერთხელ მაინც დიდი შეხვედრების მოწყობა უპირველესად სასულიერო სასწავლებებში და ფაკულტეტებზე.

5. ფორუმელები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში, მეც თავად ფინასისტებში ვარ, და ხანდახან ბიუჯეტზე ზარების რაოდენობა იმდენაც ცოტაა, რომ სამრცხვინოც კია, ასობით ადამიანი სისტემატურად პოსტავს, და 1 ლარის დარეკვა, კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც რა გახდა?
სამწუხაროდ მოუწესრიგებელია ასევე უცხოეთიდან დახმარების სისტემაც, რის გამოც, ბევრი ფორუმელი ვისაც შეუძლია და უნდა ფონდის დახმარება ფაქტიურად უძლური რჩება.

6. ბიბლიოთეკის დასახმარებლად უნდა გაერთიანდნენ ინ ფორუმელები, რომელთაც აქვთ სახლში სკანერი, და ნელნელა დაიწყონ დასკანერება კარგი წიგნებისა, რომელიც შემდეგ საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდება ბიბლიოთეკაში, ასევე რაგდან ყველა ვერ ახერხებს კომპიუტერში წიგნის წაკითხვას ან ამობეჭდვას, ამიტომ ფორუმმა უნდა მოინდომეს და რამოდენიმე კარგი წიგნი ქსეროქსზე გადაიღოს და ფორუმელებს რიგის მიხედვით გარკვეული ვადით ათხოვოს, შემდეგ კი შეკრებაზე უნდა მოხდეს ამ წიგნის ან სტატიის შესახებ საუბარი და გარჩევა, ასეთ სტატიებს ბლომად იპოვით ღვთისმეტყველების თემებშიც კი, და არის სპეციალური თემებიც.

7. რადგან ზემოთ დასახალებული უძრაობის გამო, ფორუმი სასტიკად განიცდის თეოლოგიაში ჩახედული პირების სიმცირეს, ამიტომ სხვა ფორუმელებმა, რომლებიც არიან ხელოვნებათმცოდნეები, არიან ისტორიკოსები, არიან საკმაოდ ჩახედულნი სხვადასხვა სასარგებლო საკითხებში, უნდა შეეცადონ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ფორუმელებს, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ფორუმი, მით უფრო მიმზდიველი და საინტერესო გახდება იგი.

ეს შვიდი დღეისათვის იკმარებს, დანარჩენები თქვენ დაამატეთ და ვნახოთ რა შეიცვლება და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის თანდათანობითი განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოაკლდა ფორუმს ლენუსი, სოტირისი ან მნათე, მოაკლდება სხვებიც, მაგალითად იგივე კანუდოსელი ან თუნდაც მე...

იხარეთ და იაქტიურეთ;


კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 30 2009, 03:39 PM
პოსტი #2


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



sergi_glaxa

ციტატა
შენ ის არა ხარ ოთახში ლოთების მფარველი წმინდანი რომ გიკიდია?


ხუმრობის მცდელობა არის უკვე, პროგრესია, წინ მივიწევთ biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ფორუმის განვითარებისათვის   Sep 28 2009, 08:37 PM
ბექა   სანამ წახვიდოდი კა...   Sep 29 2009, 03:17 AM
ზარნაშო   მოსწავლეებთან და ს...   Sep 29 2009, 09:18 AM
Atman   + ატმანი :jump:   Sep 29 2009, 09:53 AM
მატასი   კაიროსს ვეთანხმებ...   Sep 29 2009, 11:13 AM
kato_Bato   რამდენჯერ დავწერო,...   Sep 29 2009, 11:30 AM
ქევანა   kato_Bato კატ, შენ ერთ-ერ...   Sep 29 2009, 03:03 PM
ზარნაშო   ყველაფერი ბოლოს მა...   Sep 29 2009, 03:07 PM
მხევალი ნინო   ქევანა მართლა გინ...   Sep 29 2009, 03:41 PM
sergi_glaxa   სამწუხაროდ ამ ფორუ...   Sep 29 2009, 03:56 PM
Misha Songulashvili   ფაქტია რომ ფორუმის...   Sep 29 2009, 04:29 PM
ნანინა   ვეთანხმები კატოსა...   Sep 29 2009, 05:13 PM
sergi_glaxa   კრახი_ ამ ფორუმის ბ...   Sep 29 2009, 05:37 PM
ზარნაშო   kato_Bato სად შევიკრიბე...   Sep 29 2009, 06:10 PM
ბექა   ა ხო ვამბობდი : ))) ვი...   Sep 29 2009, 06:21 PM
kato_Bato   ამ ადამიანის მოთქმ...   Sep 29 2009, 06:33 PM
Misha Songulashvili   მივესალმები თქვენ...   Sep 29 2009, 06:48 PM
ზარნაშო   [b][color=#000000]ა ხო ვამბობ...   Sep 29 2009, 08:32 PM
Misha Songulashvili   თქვენო უწმინდესობ...   Sep 29 2009, 10:21 PM
Atman   ავოეეეეე აქ რომ მა...   Sep 29 2009, 10:25 PM
მხევალი ნინო   Atman განახევრებული ...   Sep 29 2009, 10:31 PM
Misha Songulashvili   Atman მერე მეც იმას არ ...   Sep 29 2009, 10:33 PM
Atman   კარგი ბატონო, მოგ...   Sep 29 2009, 10:43 PM
kato_Bato   რა არის იცი, მიშა, ა...   Sep 29 2009, 10:43 PM
მხევალი ნინო   kato_Bato მზად ვარ ვაპა...   Sep 29 2009, 10:45 PM
ნანინა   Misha Songulashvili "შენ პონტ...   Sep 29 2009, 10:48 PM
Misha Songulashvili   შეიძლება ბევრმა მა...   Sep 29 2009, 11:39 PM
თამარი_ცქნაფო   არაფერს არ დავწერ-...   Sep 30 2009, 12:01 AM
Misha Songulashvili   თამარი_ცქნაფო ნუ თ...   Sep 30 2009, 12:15 AM
თამარი_ცქნაფო   Misha Songulashvili უი, სხვა რაღ...   Sep 30 2009, 12:17 AM
syd   Misha Songulashvili ოჰჰ, დიდი კ...   Sep 30 2009, 02:09 AM
Misha Songulashvili   მაშ თბილი ქუდი უნდ...   Sep 30 2009, 12:20 AM
თამარი_ცქნაფო   მაშ თბილი ქუდი უნდ...   Sep 30 2009, 12:21 AM
ბექა   ღმერთმა ხელი მოგიმ...   Sep 30 2009, 12:28 AM
თამარი_ცქნაფო   ბექა ოჰ, გაბრაზდა. ი...   Sep 30 2009, 12:33 AM
ბექა   თამარი_ცქნაფო ეგ შ...   Sep 30 2009, 12:36 AM
თამარი_ცქნაფო   ბექა გეთანხმები.   Sep 30 2009, 12:39 AM
ნანინა   მეუფესთან საუბარი ...   Sep 30 2009, 12:54 AM
KAIROS   მოიცა, მოიცა მე რა შ...   Sep 30 2009, 01:57 AM
ნაინა   ადმინისტრაციამ კა...   Sep 30 2009, 01:59 AM
Misha Songulashvili   ნაინა დააგვიანე :D   Sep 30 2009, 02:03 AM
ნაინა   Misha Songulashvili არაა, არ და...   Sep 30 2009, 02:05 AM
ნანინა   ნაინა მოკლედ შენ დ...   Sep 30 2009, 02:07 AM
KAIROS   მატასის მადლობა, ა...   Sep 30 2009, 02:10 AM
ნაინა   ნანინა განყოფილებ...   Sep 30 2009, 02:10 AM
Misha Songulashvili   KAIROS უცნაური მოსაზრ...   Sep 30 2009, 02:17 AM
KAIROS   მიშა, ახლა შენ უბრა...   Sep 30 2009, 02:27 AM
Misha Songulashvili   მიშა, ახლა შენ უბრა...   Sep 30 2009, 02:35 AM
ნანინა   Misha Songulashvili დღეს რაღაც...   Sep 30 2009, 02:38 AM
Misha Songulashvili   ნანინა არადა შეგე...   Sep 30 2009, 02:40 AM
KAIROS   მე კიდევ უბრალოდ ვ...   Sep 30 2009, 03:02 AM
Ligia   ისა და ხალხნო სასა...   Sep 30 2009, 03:08 AM
ნაინა   Ligia ხოდა მაგას ვამბ...   Sep 30 2009, 03:10 AM
Misha Songulashvili   KAIROS არა გეთაყვა ეს ა...   Sep 30 2009, 03:13 AM
თამარი_ცქნაფო   KAIROS შენ ინსტიტუტს ხ...   Sep 30 2009, 12:12 PM
sergi_glaxa   ამ ფორუმის ბოლო, თუ...   Sep 30 2009, 03:34 PM
syd   sergi_glaxa რის მოდერობაზ...   Sep 30 2009, 03:37 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa რის მოდერობა...   Sep 30 2009, 03:39 PM
syd   sergi_glaxa ხუმრობის მცდ...   Sep 30 2009, 03:39 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ხუმრობის მცდე...   Sep 30 2009, 03:40 PM
თამარი_ცქნაფო   sergi_glaxa კარგი, ჰოო, რას ...   Sep 30 2009, 03:43 PM
sergi_glaxa   თამარი_ცქნაფო ნერ...   Sep 30 2009, 03:45 PM
თამარი_ცქნაფო   შენ ჩემი იკითხე :(   Sep 30 2009, 03:49 PM
KAIROS   მე ვიცი, რომ არის ინ...   Sep 30 2009, 03:53 PM
Atman   KAIROS მოკრძალებული რ...   Sep 30 2009, 03:57 PM
თამარი_ცქნაფო   KAIROS ადამიანო, წიგნს ...   Sep 30 2009, 04:00 PM
KAIROS   რატომ მეწინააღმდე...   Sep 30 2009, 04:14 PM
თამარი_ცქნაფო   მღვდლების 90%-ს აქვს ...   Sep 30 2009, 04:17 PM
Atman   მართალი ხარ, ვისა...   Sep 30 2009, 04:17 PM
kato_Bato   Atman +1 ეს იქნება პირვ...   Sep 30 2009, 04:23 PM
KAIROS   ეგ საიტი უკვე გაკე...   Sep 30 2009, 04:25 PM
თამარი_ცქნაფო   ეგ საიტი უკვე გაკე...   Sep 30 2009, 04:27 PM
sergi_glaxa   მაგას ენაცვალოს პა...   Sep 30 2009, 04:28 PM
KAIROS   და რომ არ შემოდიან, ...   Sep 30 2009, 04:29 PM
KAIROS   და რომ არ შემოდიან,...   Sep 30 2009, 04:48 PM
sergi_glaxa   ჩემი რჩევა იქნება ...   Sep 30 2009, 04:34 PM
afxazi   მე ვფიქრობ ყველამ ...   Sep 30 2009, 04:38 PM
sergi_glaxa   მე ვფიქრობ ყველამ ...   Sep 30 2009, 04:45 PM
Atman   KAIROS ერთი კაი გურუ არ...   Sep 30 2009, 04:40 PM
sergi_glaxa   KAIROS ერთი კაი გურუ ა...   Sep 30 2009, 04:44 PM
KAIROS   გურუ კი არა თეოლოგ...   Sep 30 2009, 04:41 PM
afxazi   KAIROS ეს ყველაფერი კა...   Sep 30 2009, 04:44 PM
Atman   KAIROS თეოლოგებზე მეტ...   Sep 30 2009, 04:44 PM
afxazi   sergi_glaxa ამ წევრს მსგა...   Sep 30 2009, 04:45 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ამ წევრს მსგა...   Sep 30 2009, 04:48 PM
KAIROS   გლახუშ, გული მწყდე...   Sep 30 2009, 04:47 PM
Atman   afxazi სერგი გლახას არ...   Sep 30 2009, 04:47 PM
afxazi   აი ჯერ ამეებს გადა...   Sep 30 2009, 04:52 PM
sergi_glaxa   ამ ფორუმის წევრ აფ...   Sep 30 2009, 04:52 PM
KAIROS   სერგი, გთხოვ, კმარა,...   Sep 30 2009, 04:53 PM
sergi_glaxa   afxazi თუკი თქვენ და მხ...   Sep 30 2009, 04:53 PM
KAIROS   სერგის აპატიეთ და ...   Sep 30 2009, 04:54 PM
sergi_glaxa   სერგის აპატიეთ და ...   Sep 30 2009, 05:02 PM
syd   უკონტროლო გახდა ფო...   Sep 30 2009, 04:59 PM
Atman   afxazi მართლა ეგეთი სე...   Sep 30 2009, 04:59 PM
afxazi   Atman :D :D ცხადია არა, დ...   Sep 30 2009, 05:08 PM
sergi_glaxa   Atman :D :D ცხადია არა, ...   Sep 30 2009, 05:10 PM
Atman   afxazi ჰოდა ამ პრობლემ...   Sep 30 2009, 05:11 PM
Misha Songulashvili   თუ ამჩნევთ ყველაფე...   Sep 30 2009, 05:44 PM
ნათია   ყველას პოსტი წავიკ...   Sep 30 2009, 05:49 PM
8 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი