მადლი, ღმერთია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მადლი, ღმერთია? |
მნათე |
Feb 7 2007, 10:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყოველი მორწმუნე დღის რაციონში, დიდი წარმატებით მოიხმარს ამ სიტყვას მაგრამ ოდესმე ღრმად თუ ჩაძიებიხართ, მართლაც და რას წარმოადგენს მადლი?
კონტექსტი რომლითაც სავარაუდოდ ეს სიტყვა მოგვისმენია, არასაღვთისმეტყველო და ხშირად ხალხურია 'ცოდვა მადლი' - თითქოს ამ გამოთქმით, ანტიპოდური მხარეები იკვეთება, შესაბამისად მადლში, სათნოებას-მოვიზარებთ. არის თუ არა ეს ასე? ზურაბ ეკალაძე, თავის აპოლოგიაში ორ პრობლემას უსვამს ხაზს: "1. თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსის იგივეობრივია (ავუსტინე წერდა: „ყოველივე რაც კი ღმერთშია - მის არსს წარმოადგენს“) და ეს არსი სამყაროსადმი ტრანსცენდენტურია, ვღებულობთ დეიზმს ონტოლოგიაში და აგნოსტიციზმს გნოსეოლოგიაში, ე.ი. ღმერთის ისეთ არსებად მოიაზრება, რომელიც აბსოლუტურად მიღმა მყოფია, არ ერევა სამყაროს მართვაში, ადამიანის, ბუნების და საზოგადოების ცხოვრება საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება და ადამიანს ღვთისკენ მიმავალი ყველა გზა მოჭრილი აქვს. მას შეუძლია მხოლოდ თეორიულად გააჩნდეს წარმოდგენა ღმერთის იდეის შესახებ. რელიგია კი ადამიანის ღმერთთან ცოცხალ კავშირს გულისხმობს, ამიტომაც იყო, რომ დეიზმი, როგორც მიმდინარეობა (ლორდი ჩერბერი, ჯ.ტოლანდი, ა.შეფსტბერი, ა.კოლინზი - ინგლისში, ვოლტერი, ნაწილობრივ რუსო - საფრანგეთში, ლესინგი - გერმანიაში) იოალად გადაიზარდა ე.წ. „განმანათლებლების“ ათეიზმში. 2. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს სამყაროსადმი იმანენტურად ჩათვლით, მაშინ გარდაუვალია პანთეიზმი - ღმერთი სამყაროს, ბუნების იგივეობად ცხადდება. პანთეიზმი კი საბოლოოდ აუცილებლად ორ შედეგს გვთავაზობს - ან ათეიზმს, ან აკოსმიზმს, ე.ი. ხდება ბუნების გააბსოლუტურება და მასში ღმერთის ცნების წაშლა (მატერიალიზმი), ან პირიქით - ბუნება ილუზიად ცხადდება და ყოველივე უპიროვნო ღვთაებრივ არსში იკარგება (ინდური სისტემები). მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი უფრო პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მსოფლმხედველობაა, მის წინამორბედად სწორედ გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე და ღვთაებრივი ენერგიების ქმნილებად გამომცხადებელი ვარლაამ კალაბრიელი გვევლინება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს ძალუძს მხოლოდ სიმბოლური წამოდგენა ჰქონდეს ღმერთზე და არა მასთან რეალური ურთიერთობაო. რაც შეეხება პანთეიზმს, მისი იდეების იოანე სკოტ ერიუგენადან მოყოლებული უხვად ასაზრდოებდა კათოლიკურ სქოლსატიკას, რისი ნათელი დადასტურებაცაა, ერთი მხრივ, პანთეისტი ეპისკოპოსის ნიკოლოზ კუზანელის ფილოსოფია და მეორე მხრივ, კათოლიკური ე.წ. „სპეკულაციური მისტიკა“, რომელმაც თავისი განვითარება ყველაზე მეტად გერმანიაში ჰპოვა (მაისტერ ეკჰარტი, იოანე რუისბრუკი და სხვები) (4)." ანუ ორ რამეს ვეჯახებით: ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტული არსით, მაგრამ ამავდროულად სამყაროში მყოფი, შეუქმნელი ენერგიებით რომელსაც მადლს ვუწოდებთ და რომელიც თავად ღმერთია შეცდომას ვუშვებ? მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში აბა ჰე მცოდნეებო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Feb 22 2007, 04:26 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მოდით ახლა ვნახოთ კროტოვის ბიბლიოთეკის განმარტება:
Слово, к-рым обозначается Б. (греч χάρις), - не плод лишь исключительно хр-нской мысли; оно встречается в ВЗ. ეს ემთხვევა, ანუ ძველ აღთქმაშიც ვხვდებით მადლის გამოვლინებას. Но только в НЗ твердо установился его смысл во всей его широте. მაგრამ მხოლოდ ახალ აღთქმაში განისაზღვრა მისი მნიშვნელობა. აი აქ უკვე ზედა განმარტებაში შეცდომაა, რადგან იქ ძველი და ახალი აღთქმისეული მნიშვნელობა გაიგივებულია. Оно характеризует новое домостроительство, установленное Иисусом Христом, и противополагается домостроительству ветхому: то управлялось 3аконом, это управляется Б. (Рим 6.14 сл; Ин 1.17). ის მაცხოვრის მიერ ახლის შენების მახასიათებელია და სრულებით საპირისპიროა ძველი აღთქმისეული შენებისა: ის იმართებოდა კანონის ძალით, ახალი კი ღვთის მიერ [და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ვართ სჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა. ჰრომ. 6,14] [რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲსმიერ იქმნა. იოვანე 1,17] Б. это дар Божий, содержащий все другие, дар Сына Его (Рим 8.32). მადლი ეს არის ღვთის წყალობა, მომცველი ყველა სხვა (წყალობათა), წყალობაა ძისა მისისა. Это дар, излучающий щедрость Дарующего и осеняющий ею тварь, принимающую его. ეს არის წყალობა, არეკლილი ნათელისა მოწყალის სიუხვესა და მოფენილია ქმნილებაზე, რომელიც მიმღებია მისი. Бог одаряет по Б., и получающий Его дар находит в Нем милость и благоволение. ღმერთი გაიღებს წყალობას მადლისმიერად, და მიმღები მისი წყალობისა პოლულობს მასში წყალობას და სათნოყოფას. По знаменательному совпадению как евр. слово, так и греч., по-латыни переводящиеся gratia, могут оба означать и источник дара у дающего, и действие, производимое даром у получающего. მნიშვნელოვანი დამთხვევის შესაბამისად როგორც ებრაული, ასევე ბერძნული სიტყვა, ლათინურ ენაზე თარგმნილი gratia ორივე ენაზე შეიძლება ნიშნავდეს როგორც როგორც წყალობის წყარო, ასევე ქმედება, წარმოშობილი წყალობის მიმღებლისთვის. ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. მოტევებას ვითხოვ თუ რამე შეცდომა დავუშვი თარგმნისას, თუ რამეს შეამჩნევთ გთხოვთ ჩამისწოროთ. ცოტა ხანში გავაგრძელებ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი