სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Sep 21 2008, 05:55 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გამარჯობათ;
მოკლედ, ეს ის სფეროა სადაც სმენას ვამჯობინებ უფრორე, მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო, ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდი და რაც შეიძლება მეტი და მეტი მინდა და გვინდა რომ გავიგოთ, მითუმეტეს რომ ახლა მიდის საინფორმაციო ომი, ზოგი ცდილობს ისტორია გადაწეროს, ზოგი კი საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგოს მას... ახლახანს ერთერთი ინტერნეტ გამოცემი კომენტარებში ვიღაც "მარიშკა" წერდა, რომ ისტორიულად თურმე "სამხ. ოსეთი", რასაც მე ყოველთვის სამაჩაბლოს ვამჯობინებ, სულ იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და ათასი სისულელე... მაგრამ საინტერესოა რა ვიცით ოსების სამაჩაბლოში ყოფნის შესახებ? აი ვნახე თემა აფხაზეთზე, მაგრამ რა ვიცით სამაჩაბლოზე? რა მოხდა 1918-1920 წლებში როცა იგივე "მარიშკა" ამტკიცებს რომ 700ზე მეტი ოსი მოკლეს ქართველებმაო და ათასობით გაიქცაო, რა მოხდა სტალინის დროს, რა მოხდა 18 წლის უკან და რა მოხდა 1 თვის უკან... ანუ ვინ არიან ალანები, რას წერენ თავად სეპარატისტები და რუსები, და რას წერს ჩვენი მხარე და მერე ობიექტურად რაა სიმართლე? ვიცი, რომ აქ არიან ისტორიკოსები და ისტორიის კარგად მცოდნე ადამიანები, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მეგობრებო; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Oct 1 2009, 01:39 AM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დასკვნის შესახებ:
ჩვენთვის მოსაწონია დასკვნის 80% , კერძოდ დაგმობილია რუსეთის ქმედება და არაა გამართლებული, და ასევე ქართული სოფლების ეთნოწმენდა, ასევე უარყოფილია ქართველების მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდება. სამაგიეროდ საქართველო დადანაშაულებულია 1. ძალის გამოყენების ვალდებულების დარღვევაში 2. ცხინვალის დაბომბვის არაპროპორციულობაში იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”. მისიის განმარტება ასეთია, რომ საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნდა. ეს დოკუმენტებია: 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომების შესახებ. ”რომც ვივარაუდოთ, რომ საქართველო იგერიებდა შეტევას - მაგალითად სამხრეთ ოსური მხარის მიერ ქართული სოფლებზე შეტევას - მისი საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო საჭიროების ფარგლებში და პროპორციული,” - ნათქვამია დასკვნაში. იქვე ისიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება. ”საქართველოს სამხედრო თავდასხმის უკანონო ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის საპასუხო თავდაცვითი ქმედება ნამდვილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს ლეგიტიმური თავდაცვის თვალსაზრისით. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც ქართული შეიარაღებული შეტევის მოგერიების მიზანს გასცდა, კერძოდ, ეთნიკური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამხრეთ ოსეთის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო სამართლის და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად უნდა შეფასდეს,” - ნათქვამია დასკვნაში. იხილეთ მთლიანი დასკვნა ევროკავშირის ეგიდით შესწავლილი აგვისტოს ომი სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 21:28 •ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო; •შეუძლებელია “მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს” დაეკისროს; •საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია; •რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია; •გენოციდს ადგილი არ ქონია; •ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ “ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით.” ”თუმცა ეს იყო იმ მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციების და ინციდენტების კულმინაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში, რომლის თანახმადაც მას არ აქვს ”აბსოლუტურ სიზუსტესა და სრულყოფილებაზე” პრეტენზია. ”ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო,” - ნათქვამია ე.წ. ”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვისას ”ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე” არ უნდა მოხდეს. ”შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე წლების უკან არსებულ პერიოდს და იმ მზარდ დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა,” - ნათქვამია დასკვნაში. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი იძულებული შეიქმნა თავდაცვითი ოპერაცია დაეწყო 7 აგვისტოს 23:35 საათზე, რათა უკვე დაწყებულ რუსული სამხედრო აგრესია შეეჩერებინა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ კომისიამ საქართველოს მტკიცება, რომ რუსეთმა ”ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა” 8 აგვისტომდე განახორციელა ”საკმარისად დასაბუთებულად” ვერ მიიჩნია. თუმცა, მისიის დასკვნა ასევე მიანიშნებს იმ რამოდენიმე ინფორმაციასა და პუბლიკაციაზე, მათ შორის რუსულ წყაროებში, რომლის თანახმადაც რუსული მხარე სამხრეთ ოსური და აფხაზური ძალების წვრთნასა და აღჭურვას 2008 წლის აგვისტომდეც ახორციელებდა. ”გარდა ამისა, როგორც ჩანს აგვისტოს დასაწყისში მოხალისეთა და დაქირავებული მებრძოლების დიდი ნაკადი შევიდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის და კავკასიონის ქედის გავლით,” - ნათქვამია დასკვნაში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 8 აგვისტოს 14:30 საათამდე, როდესაც რუსეთის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის თაობაზე, ”გარკვეული რუსული ძალები” - გარდა სამშვიდობოებისა - უკვე იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთში. ”ასევე, როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო ძალებმა ოპერაციები ქართული სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა, 8 აგვისტოს დილით დაიწყეს, ანუ იმაზე ადრე ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რუსულ ინფორმაციაში [როგორც რუსეთის მხრიდან ჯარების შეყვანის დროდ - 8 აგვისტოს 14:30 საათი],” - ნათქვამია დასკვნაში. რუსეთმა ინტერვენცია ოსი მოსახლეობის ”გენოციდის” შეჩერების, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების და რეგიონში განთავსებული რუსი სამშვიდობოების დაცვის მოტივით ახსნა. რუსეთის განცხადებით, 8 აგვისტოს დილით ქართული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ხუთი დაიჭრა. საქართველომ უარყო რაიმე მიზანმიმართული შეტევა რუსი სამშვიდობოების შტაბბინაზე ცხინვალში. ”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისიას ”არ გააჩნია დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რომელიმე მხარის ბრალდებებს” ამ საკითხთან მიმართებაში. ”თუმცა, იმ დროს ადგილზე არსებული სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, მსხვერპლი რუს სამშვიდობოებს შორის სავსებით შესაძლებელი იყო,” - ნათქვამია დასკვნაში. რაც შეეხება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდს ადგილი არ ქონია. ”ფაქტების გულისყურით შესწავლის შემდეგ, მისია ასკვნის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განცხადებები ქართული მხარის მიერ გენოციდის განხორციელებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და მისი შემდგომი პერიოდის კონტექსტში არც იურიდიულად არის დასაბუთებული, და არც რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებებითაა გამყარებული,” - ნათქვამია დასკვნაში. დასკვნაში ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. ”არსებობს მტკიცებულება სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული სოფლების სისტემატური ძარცვისა და განადგურების შესახებ. შედეგად. შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მართლა ქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში,” - ნათქვამია დასკვნაში. იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”. მისიის განმარტება ასეთია, რომ საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნდა. ეს დოკუმენტებია: 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომების შესახებ. ”რომც ვივარაუდოთ, რომ საქართველო იგერიებდა შეტევას - მაგალითად სამხრეთ ოსური მხარის მიერ ქართული სოფლებზე შეტევას - მისი საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო საჭიროების ფარგლებში და პროპორციული,” - ნათქვამია დასკვნაში. იქვე ისიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება. ”საქართველოს სამხედრო თავდასხმის უკანონო ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის საპასუხო თავდაცვითი ქმედება ნამდვილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს ლეგიტიმური თავდაცვის თვალსაზრისით. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც ქართული შეიარაღებული შეტევის მოგერიების მიზანს გასცდა, კერძოდ, ეთნიკური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამხრეთ ოსეთის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო სამართლის და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად უნდა შეფასდეს,” - ნათქვამია დასკვნაში. რაც შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოყენების კანონიერებას საერთაშორისო სამართლის კუთხით, ამ საკითხზე მისიას ”დიფერენცირებული” მიდგომა აქვს და ”რუსეთის რეაქციას საქართველოს შეტევაზე” ორ ფაზად ყოფს - ერთი, რომელიც იყო მყისიერი რეაქცია ცხინვალში მყოფი რუსი სამშვიდობოების დასაცავად და მეორე, სამხრეთ ოსეთის მიღმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეჭრა. მისია ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში ”თუ რუს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება პროპორციული სამხედრო ძალა გამოეყენებინა მათ დასაცავად.” ”ამრიგად, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვითი მიზნით კონფლიქტის პირველი ფაზის დროს კანონიერი იქნებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში. რაც შეეხება მეორე ფაზას, დასკვნაში ნათქვამია, რომ ”რუსული სამხედრო მოქმედებების უმეტესობა მნიშვნელოვნად გასცდა თავდაცვის გონივრულ საზღვრებს”. ”უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს მიღმა ძირითადად საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა,” - ნათქვამია დასკვნაში. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა გაეროს წესდება დაარღვია, როდესაც მან და მისმა აფხაზმა მოკავშირეებმა ზემო კოდორის ხეობაზე მიიტანეს იერიში. მისია ასევე აცხადებს, რომ მესამე ქვეყნის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების ”მასობრივი დარიგება” საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. დასკვნა, რომლის მოცულობაც 1 100 გვერდს აღემატება (და რომელიც მხარეების მიერ მიწოდებულ მასალასაც შეიცავს), მისიის ცხრათვიანი მუშაობის შედეგია. მისიის განცხადებით, მუშაობის პერიოდში მათ სადაზვერვო, მათ შორის სატელიტური-სადაზვერვო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. დასკვნაში აღნიშნულია რომ ყველა მხარემ კომისიასთან თანამშრომლობის ”მოულოდნელად მაღალი” ხარისხი გამოამჟღავნა. კომისიის განცხადებით შეუძლებელია ”კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს” და რომ დასკვნის მიზანი არ არის ”ძველი ჭრილობების ხელახლა გახსნა და ემოციების გაღვივება”. სრული ინგლისური ვერსია ნახეთ აქ http://www.ceiig.ch/Report.html -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
| georgianeli |
Oct 1 2009, 04:25 AM
პოსტი
#3
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ევროკავშირის ეგიდით შესწავლილი აგვისტოს ომი სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 21:28 •ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო; •შეუძლებელია “მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს” დაეკისროს; •საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია; •რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია; •გენოციდს ადგილი არ ქონია; •ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა. სრული ინგლისური ვერსია ნახეთ აქ http://www.ceiig.ch/Report.html ისევ დიაბოლიზმი და დაბოლების მაგალითი (რაც საგარეო ძალებში ძალიან ხშირად მთქმელის არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, ნაკლებად-წინასწარგამიზნული ვერაგობით, ინტენსიურად კი-საქართველოში გაბატონებული 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა მემკვიდრეების სიცრუის პარპაშისა და არაადექვატურობისაგან) ... თითქოს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის"* ფარგლებს გარეთ არა, მაგრამ თურმე შიგნით რუსეთის მიერ ძალის გამოყენება გამართლებული და ლეგიტიმური ყოფილიყოს.... აი, ასეთ პოლიტიკას (უფრო ზუსტად, ა-ნ-ტ-ი-პ-ო-ლ-ი-ტ-ი-კ-ა-ს), პოლიტიკოსებს (Idem) და მიმართებას რომ ესწრაფვის და ასეთი აზროვნებით ორიენტირებს, შემდეგ კი თავის სამშობლოს სხვათა ხედვით უყურებს, ისეთს რა ვუთხარი. პიროვნების ბუმბერაზობა ეროვნულზე დამყარებულ საკაცობრიო თვალსაწიერის ქონაში მდგომარეობს. პიროვნებად ყოფნა რთულია და ამავე დროს, ღირსეული; აი, მცენარესავით პრიმიტიული და ავტომატური ტიპის ცხოვრებით არსებობა კი გაცილებით ადვილია. ნუ, დიდ პოლიტიკოსად ქცევის მსურველი ამებები. * ჯერ ერთი, საქართველოს რომელი კონსტიტუციური ტერმინი ეგაა; მითუმეტეს, რომ თვით დამპყრობელი საბჭოთა კავშირის არცერთ კონსტიტუციაში არ ყოფილა მსგავსი დასახელების პოლიტიკური ერთეული. არანაკლებ საგულისხმო მომენტი კი ისაა, რომ არცთუ ცოტა უვიცი ქართველი-სხვებს რომ თავი დავანებოთ-ხშირად ხმარობს ამ ტერმინს მასმედიაში. გაიგონებთ ხოლმე ფრაზებს: "როცა ო-ს-ე-თ-შ-ი ომი იყო", "ო-ს-ე-თ-შ-ი იბრძოდა", "სამხრეთ ოსეთის არეულობა", "სამხრეთ ოსეთის მოვლენები" და სხვა მრავალი მსგავსი მარგალიტი... საქმის მართებულად კეთების მაგივრად ჩვენ თვითონ თუ ამას ვჩადით, მაშინ ოსებთან და რუსებთან არანაირი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რადგან ასეთი ზერელე და ცალტვინა მოქმედებით ჩვენ თვითონვე ვუმტკიცებთ მათ იმას, რაც აროდეს ჰქონიათ და უნდათ კი. მონდომება არაა ცუდი; გააჩნია, როგორ და რის საფუძველზე თორემ -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
KAIROS ჩვენი ისტორიული სიმართლე Sep 21 2008, 05:55 PM
გუდმუნდი სამწუხაროდ ისტორი... Sep 21 2008, 05:59 PM
KAIROS ნუ ახლა ის მაინც უნ... Sep 21 2008, 06:18 PM
ნაინა KAIROS
კი კაიროს, ამ ცნო... Sep 21 2008, 07:57 PM
ქეთინო
დარწმუნებული ხართ... Sep 21 2008, 08:25 PM
staywhite ქეთინო
ნამდვილად.
... Sep 21 2008, 08:35 PM
დათიკო KAIROS
მას შემდეგ, რაც ქ... Sep 21 2008, 09:01 PM
KAIROS
ჩვენი საერთო მეგო... Sep 21 2008, 09:21 PM
სარდიონ ფაქტია რომ ეს ხალხ... Sep 21 2008, 09:48 PM
KAIROS გასაგებია, რთული ხ... Sep 21 2008, 09:56 PM
სარდიონ ოსურ ფორუმზე ვნახე... Sep 21 2008, 10:47 PM
სარდიონ შეიძლება ითქვას დღ... Sep 21 2008, 11:44 PM
KAIROS
აი მე კი ოსურ "სამ... Sep 22 2008, 01:14 AM
KAIROS საინტერესოა ეს ფაქ... Sep 22 2008, 04:40 PM
staywhite KAIROS
მართლა საინტერ... Sep 22 2008, 04:48 PM
KAIROS მართლაც საინტერეს... Sep 22 2008, 05:02 PM
ლეონტი ისტორიის გაყალბებ... Sep 23 2008, 11:11 AM
iako
ეს კი სამწუხარო ფა... Sep 23 2008, 12:35 PM
KAIROS ჩვენს ბიბლიოთეკაშ... Oct 13 2008, 09:24 PM
KAIROS არ ვიცი თუ გაეცანი... Oct 15 2008, 10:05 PM
KAIROS მინდა განსაკუთრებ... Oct 15 2008, 10:21 PM
staywhite
ჩემი აზრით, 3) არის ... Oct 15 2008, 10:52 PM
KAIROS ნახეთ , როგორ "ზრუ... Oct 24 2008, 11:37 AM
KAIROS "ჩეხეთ-სლოვაკეთი... Sep 7 2009, 04:00 PM
damiane80 ოსების ცნობილი საზ... Sep 7 2009, 05:49 PM
zegardeli
ოსების ცნობილი სა... Sep 23 2009, 10:14 AM
KAIROS გამოქვეყნდა დასკვ... Sep 30 2009, 05:13 PM
KAIROS
ჰო, ნამდვილად მასე... Oct 1 2009, 06:20 PM
KAIROS გავოცდი..
აი რას ნი... Oct 19 2009, 08:36 PM
sable
გავოცდი, ეჰ, ჩვენ ს... Oct 21 2009, 12:40 AM
KAIROS
ნამდვილად, ნამდვი... Oct 21 2009, 04:08 AM
KAIROS დღეს მსოფლიო 20 წლის... Nov 9 2009, 08:47 PM
KAIROS აგერ, დაიწყეს "მა... Mar 12 2010, 09:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th January 2026 - 04:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი