![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ochokochi |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა. გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს. მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს. მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც.... შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
![]() ![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ოთარ ჭილაძე ბედნიერი ტანჯული ესე პუბლიცისტიკა ინტერვიუ გამომცემლობა «ლოგოს პრესი» ოთარ ჭილაძის «ბედნიერი ტანჯული» სხვადასხვა დროს (1968-2002) ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხისადმი მიძღვნილი ესეების, პუბლიცისტური წერილებისა და ინტერვიუების კრებულია. ერთ წიგნში თავმოყრილთ მათ პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი. მწერლობის რაობა და მწერლის დანიშნულება, ერი და ეროვნულობა, თავისუფლება და მონობა, სიყვარული და ომი, აფხაზეთის საკითხი და ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქართველთა მითოლოგიური წარსული და კოლხი მედეას ფენომენი, ქართული ემიგრაციის ზრდა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის არსი, სახელმწიფო სიმბოლიკა, ქართული ტოლერანტობა და შენიღბული ანექსიის საშიშროება – ესაა არასრული წყება იმ აქტუალური საკითხებისა, რომელთა შესახებაც საკუთარ თვალსაზრისს გვთავაზობს მწერალი. გამომცემელი ლაშა ბერაია საგამომცემლო რედაქტორი მარინე ხუციშვილი პირველი გამოცემა © გამომცემლობა «ლოგოს პრესი», 2003 © ოთარ ჭილაძე, 2003 ISBN 99928-926-0-9 გამომცემლობა «ლოგოს პრესი» ილია ჭავჭავაძის გამზირი 15ა, 0179 თბილისი ტელ. 915101, www.logospress.com.ge გარეკანის გაფორმებისას გამოყენებულია ლადო გრიგოლიას ქანდაკების «სამშობლო» ფოტორეპროდუქცია საინტერესო წიგნიაა, შეიძლება მაგის ატვირთვაც შემდგომ. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი