ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#81
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Feb 22 2007, 07:09 PM
პოსტი
#82
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოემას რუსთაველი იწყებს უფლის ხსენებით, რომელმაც შექმნა სამყარო და
აღნიშნავს ნაცვალსახელით ,,რომელმან“. მკვლევარ რევაზ სირაძის აზრით , ავტორი ღმერთს ისე აღნიშნავს, რომ ეს ღმერთის ცოდნა კი არ არის, არამედ ,,რაღაცის“ შინაგანი შეგრძნება. ასეთი გაგება არეოპაგიტული ფილოსოფიიდან მოდის. სიტყვა ,,სამყარო“ მრავლისმომცველია, მაგრამ რუსთაველი სამყაროში გულისხმობს უმაღლეს ზეცას. რუსთაველი ჯერ უფალს იხსენიებს და შემდეგ უმაღლეს ზეცას, რომელიც პირველი შეიქმნა.სამყაროს ასეთი აღქმა პტოლემეოსის მოძღვრებაშია. ავტორი ამქვეყნიურ არსებებზე საუბრობს, რომლებსაც უფალმა სული შთაბერა,ამის შემდეგ იქმნება ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ადამიანი და სადამდეც მისი გონება წვდება. შოთა რუსთაველი სამყაროს შექმნას სამ საფეხურად ყოფს, ჯერ უმაღლესი ზეცა, მერე არსებები და ბოლოს ქვეყანა. ასეთი საფეხურებრივი წარმოდგენით იგი პლა- ტონს უახლოვდება. რევაზ თვარაძის აზრით, პირველი სტროფის ბოლო სტრიქონი ,,ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, იმეორებს ბიბლიურ ტექსტს: ,,ცანი ცათანი უფლისანი არიან და ქვეყანა მოსცა ძეთა კაცთასა“. შემდეგ სტრიქონში ავტორი ამბობს, რომ ამქვეყნიური ხელმწიფობა ღვთით არის განპირობებული, უფლისგან არის ყოველი ხელმწიფე მისმიერი სახით, ანუ მიწიერი იერარქია ზეციურის შესატყვისია, როგორც უფალი დგას ყველაზე მაღლა, ისევეა წუთისოფელში-ხელმწიფე. ამ სტრიქონშიც იგრძნობა ფსევდო-დიონისეს გავლენა. ასეთი მოსაზრება გამოთქმულია ასევე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“. პროლოგის მეორე სტროფში ავტორი უკვე მიმართავს უფალს, როგორც ერთარსებას, რომელმაც შექმნა პირველსახე სხეულის მქონე ყველა არსებისა, რათა დაიცვას და მისცეს ძალა ეშმაკის დასათრგუნად. მას ღვთაებრივი ამაღლება მიჯნურობის გზით უნდა და სთხოვს უფალს: ,,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“. მომდევნო სტროფებში ავტორი უკვე იხსენიებს თამარს და დავით სოსლანს. პ.ს. თუ გაინტერესებთ კიდევ გავაგრძელებ... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი