![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ochokochi |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა. გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს. მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს. მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც.... შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
![]() ![]() |
ნონა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ოთარ ჭილაძისნაირებზე ითქმის: დაბადებით მწერალი.
ქონდა საკუთარი სამყარო, სადაც ცხოვრობდა, სათუთად აგროვებდა შთაბეჭდილებებს და ქმნიდა ძალიან, ძალიან ლამაზ ხელოვნებას ჩვენ კი მისი სულის მუზეუმების ნებადართული მნახველობის ფუფუნების შესაძლებლობა გვეძლევა ![]() ეს სამყარო ირეალური რეალობაა და ძალიან, ძალიან მშვენიერია. ოთარის კითხვისას მარკესი მხოლოდ ოცნების ძალდატანებაა.... (ეს ფრაზა ერთერთ აღმოსავლეთევროპელ კრიტიკოსს ეკუთვნის) სამწუხაროდ არ იყო სათანადოდ შეფასებული... თუმცა იმედია მასაც, ისევე როგორც ბევრ უდიდეს მწერალს, სიკვდილის შემდეგ მაინც უცილოდ დასდებენ სათანადო პატივს... რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ, რაც სანახავი არსებობს- ვნახე. და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. ვერ დავარბიე ჩემში ველური, კანდაშაშრული მზით და მარილით, ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით. ყველა ზეიმზე დავიგვიანე, ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე. არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი, მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს. მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვის შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები. ...მტკივნეულია აცხოვნოს ღმერთმა -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი