მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
დავით ივერიელი |
Jul 30 2006, 10:24 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
ქავთარაძე |
Feb 22 2007, 08:01 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ერთმა თებელმა ბერმა საძმოს უამბო:"მე წარმართი ქურუმის ვაჟი ვიყავი. ბავშვობაში მამას წარმართულ ტაძარში დავყვებოდი და ხშირად მინახავს, როგორ სწირავდა მამა კერპებს მსხვერპლს.
ერთხელ ფარულად ვუთვალთვალებდი მას და ვიხილე სატანა. მჯდარი დახტზე და მთელი მისი ჯარი,მის წინაშე მდგომი. უეცრად მივიდა მასთან ერთ-ერთი , თაყვანი სცა და უთხრა: "ამა და ამ ქვეყანაში ვიყავი, დიდი სისხლისღვრა მოვაწყვე და ახლა მოვედი, რომ გაცნობო ამის შესახებ." სატანამ ჰკითხა: "რა დრო მოანდომე ამას?"- "30 დღე" მიუგო დემონმა. მაშინ სატანამ ბრძანა, ეცემათ იგი, რადგან ამდენი დრო მოანდომა. და აი. მოვიდა მეორე დემონი , თაყვანი სცა მას და უთხრა: "ზღვაში ვვიყავი და საშინელი ქარიშხლები ავტეხე, გემები ჩავძირე და მრავალი ადამიანი დავხოცე, ახლა მოვედი რათა გაცნობო, ამის შესახებ". სატანამ ჰკითხა : " რა დრო მოანდომე ამ საქმეს?" "ოცი დღე".-იყო პასუხი. სატანამ მისი გვემაც ბრძანა, რადგან ამდენი დრო მოანდომა ამ საქმეს. შემდეგ მოვიდა მესამე დემონ, თაყვანი სცა მას და უთხრა "ქორწილში ვიყავი, ნეფე დედოფალი ერთმანეთს დავაშორე და დიდი სისხლისღვრა მოვაწყვე,ახლა კი შენ გეახელი რათა გაცნობო." სატანამ კითხა თუ რამდენი დღე მოანდომა ამ საქმეს და როდესაც პასუხად მოისმინა 10 დღე, მისი გვემის მრძანებაც გასცა.ბოლოს კიდევ ერთი დემონი ეახლა სატანას, თაყვანი სცა:"40 წელი ვიყავი უდაბნოში, ერთ ბერს ვებრძოდი, წუხელ კი სიძვის ცოდვაში ჩავაგდე იგი." როდესაც სატანამ ეს მოისმინა, ფეხზე წამოდგა, დემონი გადაკოცნა, თავისი გვირგვინი მოიხსა, თავზე დაადგამ ტახტზე გვერდით მოისვა და უთხრა: "შენ დიდი გამარჯვება მოიპოვე!" ყოველივე ეს რომ ვიხილე, გადავწყვიტე ბერი გავმხდარიყავი;ვთქვი: რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი! და მას შემდეგ,ღვთის განგებით,ბერობას შევუდექი და ვეძიებ ცხონების გზას!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი